29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
13.03.2017 / 13:03
შრიფტის ზომა:

6 წლის გოგონამ დაბადების დღის ფულით უსახლკაროები დააპურა

6 წლის არმანი ქრიუს დაბადების დღეზე ბუშტები და ნაყინი არ იყო, ეს გადაწყვეტილება მან თავად, თანაც უსახლკაროების სასარგებლოდ მიიღო.

მცირეწლოვანი შვილის თხოვნით, მშობლებმა 300 დოლარი, რომლსაც არმანის დაბადების დღისთვის ინახავდნენ, პროდუქტების საყიდლად გამოიყენეს, რომლითაც გოგონამ ჩიკაგოში თავის კომუნაში მყოფი უსახლკარო ადამიანები დააპურა.

როდესაც არმანიმ საკუთარი ინიციატივა ეკლესიაში გააჟღერა, კრების წევრებმა ფულის შეგროვება გადაწყვიტეს. საბოლოო ჯამში, 6 წლის გოგონამ 125 ადამიანის გამოკვება შეძლო.

"სიკეთის კეთება კარგი გრძნობაა"- გაუზიარა არმანიმ ABC News-ს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

არმანის დედამ განმარტა, რომ შვილი უსახლკაროების გამოკვების ნებართვას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. თავიდან მშობლებმა იფიქრეს, რომ მათი მცირეწლოვანი შვილი ხუმრობდა. თუმცა, როდესაც არმანი არ დანებდა მას საკუთარი ხელით სენდვიჩების გაკეთების უფლება და მათი დარიგიების საშუალება მისცეს. რა თქმა უნდა, არმანისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მშობლებს დაბადების დღის გადახდის ნაცვლად, იმავე აქტივობის უფრო ფართო მასშტაბებში გამეორების ნებართვა სთხოვა.

მაშინ მამამ აუხსნა, რომ ის ამ გადაწყვეტილებით წვეულებასა და საჩუქრებზე ამბობდა უარს. არმანი უსაჩუქროდ დარჩენის პერსპექტივამ არ შეაშინა.

მშობლებმა გადანახული ფულით ქათამი, თევზი, სპაგეტი, სიმინდი, მწვანე ლობიო, კარტოფილი, ნამცხვრები, ტკბილეული, ხილი და წყალი შეიძინეს და მეზობლად მდებარე სკვერში დაარიგეს.

6 წლის არმანის საქველმოქმედო ამანათებში კბილის პასტა, ჯაგრისი, დეოდორანტი და სხვა ჰიგიენური საშუალებებიც შედიოდა.

ურბანული განვითარების სამსახურის მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ ითვლება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

6 წლის გოგონამ დაბადების დღის ფულით უსახლკაროები დააპურა | Allnews.Ge