საინტერესო
20.03.2017 / 06:03
შრიფტის ზომა:

რატომ არის პასპორტები სხვადასხვა ფერის

რატომ არის პასპორტები სხვადასხვა ფერის

მსოფლიოში მხოლოდ 4 ფერის პასპორტი არსებობს და ყველა ქვეყანას საკუთარი მიზეზი აქვს, თუ რატომ აირჩია კონკრეტული ფერი.

წითელი პასპორტი

წითელი პასპორტი ყველაზე გავრცელებულია, მას ისეთი ქვეყნები ირჩევენ, რომელთა წარსულიც საბჭოთა კავშირს უკავშირდება. სლოვენიის, სერბეთის, რუსეთის, ლატვიის, რუმინეთისა, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეები წითელ პასპორტებს იყენებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ხორვატიის გარდა ყველა ბურგუნდიულ (მოწითალო) პასპორტს იყენებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ქვეყნებმა, რომელთაც ევროკავშირში შესვლა სურთ, თურქეთმა, მაკედონიამ და ალბანეთმა პასპორტები რამდენიმე წლის წინ "გააწითლეს."

გარდა ამისა, ბოლივია, კოლუმბია და პერუც ე.წ ბურგუნდიულ პასპორტებს იყენებს.

ლურჯი პასპორტი

ლურჯი პასპორტი წითელის შემდეგ ყველაზე გავრცელებულია. ლურჯი ფერი "ახალი სამყაროს" სიმბოლოა და ამგვარი პასპორტით კარიბის 15 ქვეყანა სარგებლობს, თუმცა, ვენესუელას მოსახლეობის ნაწილი წითელ პასპორტებს იყენებს. აშშ-ის მოქალაქეებმა თავიანთი პასპორტები 1976 წელს "გაალურჯეს."

მწვანე პასპორტი

მუსლიმური ქვეყნების უმეტესობა მწვანე პასპორტებს იყენებს, რადგან ის წინასწარმეტყველ მუჰამედის საყვარელ ფერს უკავშირდება და ბუნებასა და ცხოვრებასთან ასოცირდება. ასევე, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების - ბურკინა-ფასოს, ნიგერიის, ნიგერისა და სენეგალის მოსახლეობაც მწვანე შტრიხების მქონე პასპორტებს იყენებენ.

შავი პასპორტი

შავი ფერის მქონე პასპორტები ყველაზე იშვიათია და აფრიკის ისეთ ქვეყნებში გამოიყენება, როგორებიცაა ბოტსვანა, ზამბია, ბურუნდი, გაბონი, ანგოლა, ჩადი, კონგო და სხვები. აღსანიშნავია, რომ შავ პასპორტებს ახალი ზელანდიის მოქალაქეებიც იყენებენ, რადგან შავი ქვეყნის ეროვნულ ფერად მიიჩნევა.

მომზადებულია Bright Side-ს მიხედვით.

მკითხველის კომენტარები
(2)

ლუკა
21 მარტი , 2017 00:03

სხვა პლანეტებზე რა ფერის პასპორტები აქვთ?

ნიკო
20 მარტი , 2017 20:03

რატომ აქვს თინა ხიდაშელს საქართველოს ლურჯი პასპორტი? პრაღის აეროპორტში მოვკარი თვალი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რატომ არის პასპორტები სხვადასხვა ფერის | Allnews.Ge