22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
24.04.2017 / 06:04
შრიფტის ზომა:

რა იწვევს აკნეს და როგორ ვებრძოლოთ მას? - ქართველი დერმატოლოგის რჩევები

აკნე კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დაძლევასაც ბევრი ჩვენგანი ცდილობს, თუმცა მისი საბოლოოდ აღმოფხვრა, იშვიათად ხდება. აშშ-ის "დერმატოლოგიის აკადემიის ინფორმაციით" (AAC) აკნე 12-დან 24 წლამდე ასაკის 85%-ს აწუხებს.

აკნე არამხოლოდ სახეზე, არამედ მკერდზე, ტანზე, მხრებზე და ზურგზეც ჩნდება. როგორც წესი, ის ცხიმიანი კანის დაავადებაა. რა იწვევს აკნეს და როგორ ვუმკურნალოთ მას, ამის შესახებ Allnews.ge-ს დერმატოლოგი ციცნა ბენდელიანი ესაუბრა.

დერმატოლოგის თქმით, აკნეს ძირითადი გამომწვევი მიზეზები ძირითადად, ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულის პათოლოგიაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა ხდება, შემდეგ კანის ცხიმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება მიმდინარეობს.

მისი მიზეზი ასევე ჰორმონალური დარღვევები ან აკნეს მიმართ გენეტიკური მიდრეკილება შეიძლება გახდეს.

აკნესთან კვება დაკავშირებული არ არის, უბრალოდ არსებულ დაავადებას ალერგიული საკვების მიღება კიდევ უფრო აღიზიანებს," - განმარტავს ის.

ციცნა ბენდელიანის თქმით, აკნე სწრაფად პროგრესირებს, შესაბამისად, გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმს უნდა მივმართოთ, - "ხელი უნდა შევუწყოთ, რომ აკნეს გაღიზიანება არ მოვახდინოთ, უნდა მოვერიდოთ ცხარე საკვებს, ტკბილეულს, შოკოლადსა და ასეთ საკვებს, ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში კი მედიკამენტოზური მკურნალობა ჩავიტაროთ. რა თქმა უნდა, ცხიმიანი კანისთვის შესაბამისი სამკურნალო პროდუქცია უნდა შევარჩიოთ, სახლში დამზადებული მალამოები და თვითმკურნალობის ჩატარება არ შეიძლება.

საჭიროა, სწორად შევარჩიოთ, დასაბანი გელები, გამწმენდები, დღის და ღამის კრემები, იმისთვის, რომ ცხიმიანობის შემცირება მოვახდინოთ. ასევე რეკომენდებულია სახის გაწმენდა, პილინგი, მეზოთერაპიული პროცედურები, ოღონდ ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე," -აღნიშნავს ის და დასძენს, რომ აკნეს მკურნალობას თუ მისი გაჩენისთანავე დავიწყებთ, პროგრესირებას აღარ მოახდენს, დაავადებისგან გავთავისუფლდებით და აკნეს შემდგომი ნაწიბურებიც აღარ შეგვაწუხებს.

დერმატოლოგის თქმით, აკნე შესაძლოა 25 წელს გადაცილებულ პირებსაც აწუხებდეს, მათი პროცენტული რაოდენობა კი დაახლოებით 11%-ია.

"ამას უკვე გვიანი აკნე ეწოდება და ძირითადად, ჰორმონალური დისბალანსის საფუძვლზე ვითარდება და ამ დროს აუცილებლად საკვერცხე და ტესტოსტერონი უნდა გამოვიკვლიოთ," - განმარტავს ის.

გარდა ამისა, "აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემია" აკნეს მკურნალობის რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს:

1. ადგილები, სადაც აკნე გაქვთ, დღეში ორჯერ, ნაზად, სახის თქვენი კანისთვის შესაბამისი გამწმენდით ჩამოიბანეთ (სახის კანს ნუ გამოიშრობთ, რადგან ამან ანთებით პროცესს, შესაძლოა, ხელი შეუწყოს);

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები და ჰიპოალერგიული კოსმეტიკა;

3. არ გამოიყენოთ ფორების შემკვრელი ნივთიერებები და ტონიკები, რომლებიც სახის კანს აშრობს;

4. ნუ აწვალებთ მუწუკებს, რადგან ისინი მორჩენის შემდეგ კანზე ნაწიბურებს ტოვებს;

5. ეცადეთ, არ ჩავარდეთ დეპრესიაში, რადგან ეს კანზე პირდაპირ აისახება;

6. აუცილებლად დაიწყეთ დროულად მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ აკნეს მკურნალობა ხანგრძლივი და სისტემური პროცესია, რამაც შეიძლება რამდენიმე წელიწადს გასტანოს.

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(3)

გულნარა
23 სექტემბერი , 2022 19:09

გამარჯობა 12 წლის ვარ და 1 წელია მაწუხებს არ მიშველა თქვენმა რჩვებმა სხვა რაგავაკეთო

სვეტა
21 ოქტომბერი , 2020 12:10

მე ერთი თვეა რაც დამემართა ეს სახეზე გამონაყარი და არ ვიცი რა იწვევს ცხოვრებაში არ მქონია ესეთი რამე არ ვიცი რა გავაკეთო რითი ვიმკურნალო იქნებ დამეხმაროთ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა იწვევს აკნეს და როგორ ვებრძოლოთ მას? - ქართველი დერმატოლოგის რჩევები | Allnews.Ge