28 პარასკევი - 2025, მარტი

როგორ ებრძვის ინდოელი მამაკაცი ავარიის შედეგებს | Allnews.Ge

როგორ ებრძვის ინდოელი მამაკაცი ავარიის შედეგებს

დელიში 66 წლის სურაჯ პრაკაშ ვაიდს კარგად იცნობენ, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების განყოფილებასა და სახელმწიფო საავადმყოფოებში. მისი პოვნა მეტსახელით უფრო გაგიადვილდებათ თუმცამ შეიძლება ითქვას, რომ ის გეძებთ თქვენ და არა თქვენ მას. ყოველ შემთხვევაში, ერთ დღეს მასთან ერთად ქალაქის საავადმყოფოში თუ აღმოჩნდით იცოდეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყევით და ახლა საიმედო ხელში ხართ.

ყოფილმა ტაქსისტმა, რომელსაც გადარჩენილები და ჯერ კიდევ გადასარჩენები "ოქროს საათის ადამიანის" სახელით იცობენ, უკვე 100-მდე დაშავებულის სიცოცხლე იხსნა. ამ საქმეს უკვე 3 წელია ემსახურება - მას საავადმყოფოში საგზაო შემთხვევის მსხვერპლი ადამიანები გადაჰყავს მაშინ, როდესაც სხვები უბრალოდ დგანან და მომხდარს აკვირდებიან.

"მოცემული მომენტისთის უკვე 92 ადამიანი გადავარჩინე, საგზაო შემთხვევებს პოლიციაში ვარეგისტრირებ, სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოვდივარ და დაშავებულების ძვირფას ნივთებს ახლობლებისთვის გადასაცემად ვინახავ".

ინდოეთის ხელისუფლების მონაცემების მიხედვით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლის ნახევარზე მეტის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, ყველა დაზარალებულის საავადმყოფოში გადაყვანა "ოქროს საათში" ანუ 60 წუთის განმავლობაში რომ ხდებოდეს.

თუმცა SaveLife-ის მიერ ჩატარებვული გამოკითხვა ცხადჰყოფს, რომ ინდოეთის მოსახლეობის 74% ავარიების შედეგად დაზარალებულთა დახმარებაზე უარს ამბობს. გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ არ სურს პოლიციასთან საქმის დაჭერა, დრო არ ემეტება საავადმყოფოში გასატარებლად და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

ვაიდი გამოძახებებს მობილურ ტელეფონზე იღებს. პირველად დახმარების ნივთებით აღჭურვილი ის შემთხვევის ადგილზე მოპედის დახმარებით ოპერატიულად მიდის.

"ოქროს საათის" მნიშვნელობა კარგად ვიცი.

როცა ადგილზე მივდივარ პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ საკუთარ თავზე ვიღებ და თავმოყრილ ადამიანებს პოლიციასა და სასწრაფოში დარეკვას ვთხოვ. თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გარკვეული მიზეზის გამო იგვიანებს, მაშინ დაზარალებულის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფ, როდესაც მანქანის მძღოლები იგებენ რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ დახმარების ხელს მიწვდიან.

საავადმყოფოებში გატარებული ღამეები მისთვის უცხო სულაც არ არის, თუმცა ამ ხნის განმავლობაში, მისი რეპუტაცია იმდენად გაიზარდა, რომ ტაქსისტების ასოციაციას მისი ნომერიც კი აქვს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ.

ვაიდის მშობლები დევნილები იყვნენ პაკისტანიდან, სიღარიბეში გაზრდილმა ვაიდმა სკოლაც ვერ დაამთავრა, სწავლა მეცხრე კლასში მიატოვა და მუშაობა ტაქსის მძღოლად დაიწყო. 24 წლის იყო, როცა პირველი ავარიის მოწმე გახდა, დახმარების ხელი დაზარალებულს პირველად სწორედ მაშინ გაუწოდა, მას შემდეგ საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილ ყველა ადამიანს დაეხმარებოდა.

დაკარგული დრო არ ენანება და ამბობს, რომ ეს გადარჩენილი სიცოცხლის სრულიად უმნიშვნელო საფასურია.

მისი წვლილი ხელისუფლებას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ვაიდს მრავალი ჯილდო, სიგელი და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში პრემიაც კი მიანიჭეს.

ამბობს, რომ აღიარებას არ ეძებს, არც სახსრებს ითხოვს მანქანისა და მედიკამენტების შესაძენად. იხსენებს რომ ისეთი შემთხვევებიც ჰქონია, როდესაც მის მიერ გადარჩენილ ადამიანებს ვერ უცვნიათ.

"არ მწყინს, ვაკეთებ იმას რაც საჭიროდ მიმაჩნია და ამ საქმეს ცხოვრების ბოლომდე გავაგრძელებ".