ეკონომიკა
04.03.2016 / 11:03
შრიფტის ზომა:

საქართველო ირანიდან ბუნებრივ აირს აღარ შემოიტანს

საქართველო ირანიდან ბუნებრივ აირს აღარ შემოიტანს

"სოკართან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინიტრმა კახა კალაძემ "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ქართულმა მხარემ ირანთან პარალელურად მოლაპარაკება იმის გამო დაიწყო, რომ მიმდინარეობდა საუბარი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად იყო შესაძლებელი წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას", -განაცხადა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დანაშაულის გრძნობა, ზიზღი და სევდა - რატომ გვესიზმრება კოშმარები? | Allnews.Ge

დანაშაულის გრძნობა, ზიზღი და სევდა - რატომ გვესიზმრება კოშმარები?

ირგვლივ ყუმბარები ცვივა და ჰაერი დენთის სუნით იჟღინთება. ტყვიამფრქვევის ხმა გულისგამაწყალებლად ისმის, ბრმა თუ გამიზნული ტყვია კი გვერდით მომავალ თანამებრძოლს სიცოცხლეს ასალმებს, ირგვლივ არსებული ყვირილისგან საკუთარი ფიქრის ხმაც აღარ გესმის... და ამ დროს მოულოდნელად გეღვიძება. ფხიზლდები და ხვდები, რომ ცუდი სიზმრების მსხვერპლი გახდი.

ცუდი სიზმრებით დამძიმებული ღამე ვეტერანების სასჯელია.

"სახლში დაბრუნების მერვე თვესაც სიზმრები თავს არ მანებებდნენ. შუაღამეს სრულიად შემთხვევით კვლავ ერაყში ვიყავი, კვლავ ბრძოლის ველი ჩნდებოდა, გავრბოდი, ადამიანებს მივდევდი", - იხსენებს ომის ვეტერანი აარონი.

"სახლის წინა ნაწილში ვიძინებდი, ისიც კი არ შემეძლო საწოლში ჩემი ცოლის გვერდით დამეძინა, რადგან ღამით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მეღვიძებოდა, მესიზმრებოდა რომ სახლში ვიღაც შემოიჭრა და ჩემი ოჯახის წევრების და ბავშვების სიცოცხლეს ემუქრებოდა", - იხსენებს კიდევ ერთი ვეტერანი მაიკი.

ფსიქოლოგ დევიდ კუპერის განმარტებით, ვეტერანების ნახევარს ღამით კოშმარები აწუხებს, მაგრამ ცუდი სიზმრებით მხოლოდ ისინი არ იტანჯებიან. ამერიკის ძილის ასოციაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 80-90% ღამით შემაშფოთებელი სიზმრები აწუხებს.

ღამის კოშმარების სტრესის ან მძიმე მოვლენების შემთხვევაში იჩენს თავს. უსიამოვნო სიზმრები გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებს თუ მას საფუძვლად შიში უდევს, თუმცა, კვლევებმა ასევე ცხადყო, რომ იმედგაცრუება, დანაშაულის გრძნობა, ზიზღი და სევდა კოშმარების ყველაზე ხშირი გამომწვევია. ამასთანავე ცნობილია, რომ კოშმარები მხოლოდ გრძნობებზე არ არის დამოკიდებული, ცუდი სიზმრების გამოწვევა ძილის წინ წახემსებას, ზოგიერთ მედიკამენტს და ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოსვლასაც შეუძლია.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსგავსი ფაქტორებით გამოწვეული სიზმრები შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს ჩვენი ტვინისთვის. იმის ნაცვლად რომ ბუნდოვანი და მძიმე გრძნობებით ვიცხოვროთ, ტვინი მათ ერთ კონკრეტულ მოგონებაში აერთიანებს, რომელიც ღამით გვესიზმრება, შედეგად კი მისგან ვთავისუფლდებით.

მაგრამ ყველაზე უიღბლოებისთვის ღამის კოშმარმა შესაძლოა, ქრონიკული ხასიათი მიიღოს, აშლილობა გამოიწვიოს, ძილის საზღვრები დატოვოს და ადამიანის პროდუქტიულობა ცხადშიც დააზიანოს.

"ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ძილს თავს კოშმარების შიშით არიდებენ", - განმარტა ნეიროფსიქოლოგმა უილიამ კერსტმა. - "მუდმივი უძილობა კი თავის მხრივ ძალიან ცუდ ფაქტორებს იწვევს. ცხადია, რომ მათ ყურადღება, კონცენტრაციის უნარი და მეხსიერება დაზარალდება, გაიზრდება დეპრესიის რისკი, არსებობს კვლევებიც რომელიც გამუდმებულ უძილობასა და სუიციდურ ფიქრებს შორის კავშირს ცხადჰყოფს".

აუცილებელი არ არის ვეტერანი იყო, რომ ღამით კოშმარები გაწუხებდეს.

საკმარისია ცხოვრებისეული ტრავმა, ისეთი როგორიც არის ბუნებრივი კატასტროფა, ოჯახური ძალადობა, ტერორიზმი, გაუპატიურება, ავტოავარიაც კი. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ეროვნული ცენტრი მიხედვით, 100-დან ყოველ 10 ქალს და 100-დან ყოველ 4 მამაკაცს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა უვითარდება, რაც ღამის კოშმარებს იწვევს.

ღამის კოშმარებისგან თავის დაღწევა, თუ ეს შემაწუხებელ ქრონიკულ სახეს იღებს, ფსიქოლოგის დახმარებით არის შესაძლებელი. სპეციალისტები ცუდი სიზმრებისგან გათავისუფლების ერთ-ერთ მეთოდზე ყვებიან და ამბობენ, რომ ტვინს ფოკუსირებისთვის რაიმე ახალი უნდა შესთავაზო, რაც საბოლოოდ კოშმარების სიხშირეს შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ კვლევების თანახმად თერაპია, რომელიც ინგლისურად imagery rehearsal therapy-ის სახელითაა ცნობილი, კოშმარებისგან თავის დაღწევის პროცესში წარმატებულად ითვლება.