
შეგიძლიათ გამოიცნოთ გამოცანა, რომელიც საკმაოდ ჩახლართული თუმცა, საინტერესო იქნება?
მოდით ვნახოთ, რამდენად სწრაფად აზროვნებთ იმისთვის, რომ შეკითხვას სწორი პასუხი გასცეთ.
წარმატებებს გისურვებთ!
გამოცანა:
წარმოიდგინეთ, რომ დავალებაზე მიდიხართ→ გაიარეთ 5 კილომეტრი სამხრეთით, შემდეგ 5 კილომეტრი დასავლეთის მიმართულებით, ბოლოს 5 კილომეტრი ჩრდილოეთით და საბოლოოდ, იმავე ადგილზე აღმოჩნდით, საიდანაც მსვლელობა დაიწყეთ.
ახლა კითხვა:
სიარულისას გზად დათვი შეგხვდათ. რა ფერის იყო ის? (პასუხი იხილეთ სურათის ქვემოთ)
პასუხი:
თეთრი
რადგან, ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ 5 კილომეტრი სამხრეთით, 5 დასავლეთით, 5 ჩრდილოეთით გაიაროთ და იმავე ადგილზე აღმოჩნდეთ, საიდანაც სიარული დაიწყეთ, ჩრდილოეთ პოლუსია. აქ კი, მხოლოდ თეთრი დათვები ბინადრობენ.