რას იწვევს ნესტი და როგორ ვებრძოლოთ მას?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიტიკური შეფასებით ირკვევა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების 8–20% ასოცირებულია ნესტისა და ობის ზემოქმედებასთან. ამასთან, მონაცემთა ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ აშშ–ში ასთმით დაავადებულთა 21,8 მილიონი შემთხვევიდან 4,6 მლნ. შემთხვევა დაკავშირებულია სინესტისა და ობის ზეგავლენასთან. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ვრცელდება.
რა არის ნესტი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნესტი შენობებში აქტუალური პრობლემაა, რომლის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია კლიმატური ზონების მიხედვით: ავსტრალიაში, ევროპაში, ინდოეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში შენობების შიგნით ნესტი მერყეობს 10-დან 50%–მდე.
დადგენილია, რომ ნესტი და ობი წარმოადგენს შენობების შიგნით არსებული ჰაერის უხარისხობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი პოპულაციის ჯანმრთელობაზე. ევროპის რეგიონში ოჯახების 20%-ზე მეტი ბინადრობს ისეთ საცხოვრებელში, სადაც ნესტი და ობი მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ჯანმრთელობისათვის.
არსებობს კლინიკური მტკიცებულებები იმისა, რომ ობსა და ნესტთან დაკავშირებული მიკრო აგენტების ზემოქმედება ზრდის ისეთი იშვიათი დაავადებების რისკს, როგორიცაა: ჰიპერსენსიტიური პნევმონია, ალერგიული ალვეოლიტი, ქრონიკული რინოსინუსიტი და ალერგიული სოკოვანი სინუსიტი.
დაავადებები, რომლებსაც საქართველოში მწერები ავრცელებენ
ექიმები საქართველოში გავრცელებულ სქესობრივ დაავადებებზე საუბრობენ
საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შენობის შიდა ზედაპირებზე მუდმივი ნესტი და მიკრობების ზრდა უნდა იქნას აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
"სინესტისა და მიკრობების ზრდის ინდიკატორს წარმოადგენს კონდენსატის პროცენტული მაჩვენებელი შენობების ზედაპირებზე; ხილული ობი; დამახასიათებელი ობის სუნი და წყალგაყვანილობის დაზიანების, გაჟონვის ან შეღწევის ნიშნები. ტენიანობის მართვა მოითხოვს ტენიანობის და ვენტილაციის სათანადო კონტროლს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი სინესტე, კონდენსატი ზედაპირებზე და ჭარბი ტენიანობა სამშენებლო მასალებში.
შენობების მესაკუთრეები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ ჯანსაღი სამუშაო და საცხოვრებელი გარემო ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭარბი ტენიანობა და ობის წარმოქმნა. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან წყალგაყვანილობის, გათბობის, ვენტილაციის სისტემისა და სხვადასხვა ტექნიკის ისე დამონტაჟებაზე, რომ არ გამოიწვიოს ნესტისა და ობის წარმოქმნა.
რეკომენდაციები სხვადასხვა რეგიონისათვის, კლიმატის შესაბამისად, სხვადასხვაა. შენობებში ნესტის წარმოქმის თავიდან ასაცილებალად აუცილებელია მუდმივი საკონტროლო ღონისძიებების გატარება.
სინესტე და ობი განსაკუთრებით გავრცელებულია დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობაში. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი ჯანმრთელობის რისკები იმ ღარიბ მოსახლეთა ჯგუფებში, რომელთაც ისედაც გაზრდილი აქვს ავადობის ტვირთი", - წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.