საზოგადოება
16.07.2018 / 05:07
შრიფტის ზომა:

დღეიდან ექიმის მიერ ჭარბი რაოდენობით გამოწერილი მედიკამენტების გადამოწმება შეგიძლიათ

დღეიდან ექიმის მიერ ჭარბი რაოდენობით გამოწერილი მედიკამენტების გადამოწმება შეგიძლიათ

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. კერძოდ, უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ.

"5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება. განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება, ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა, ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიბიოტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით)", - აღნიშნა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა.

მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან.

მკითხველის კომენტარები
(1)

ლლ
15 სექტემბერი , 2017 05:09

მკითხავისგან უფრო დამაჯერებელ განმარტებას მიიღებ ვიდრე ჩვენი სინოპტიკოსებისგან.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აშშ-ის სკოლებში ტკბილეულის გაყიდვა აიკრძალება | Allnews.Ge

აშშ-ის სკოლებში ტკბილეულის გაყიდვა აიკრძალება

ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მოსწავლეთა 20 %-ს ჭარბი წონა აქვს. ექიმების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამის გამო მოზარდთა სიმსუქნეს ამერიკაში სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს.

საშუალო განათლების დეპარტამენტმა სასკოლო კვების სფეროს პროდუქტების კალორიულობის შემცირება მოსთხოვა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ტკბილი გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის გაყიდვა ბევრ სკოლაში აიკრძალება. სკოლის მოსწავლეებს მხოლოდ უბრალო წყლის, წვენების, ცხიმისა და მარილის მცირე შემცველობის ჩიპსების ყიდვა შეეძლებათ.

mkurnali.ge