სხეულის ნაწილები, რომლებიც მომავალში ადამიანს აღარ ექნება | Allnews.Ge

სხეულის ნაწილები, რომლებიც მომავალში ადამიანს აღარ ექნება

ჩარლზ დარვინმა თავისი ცნობილი წიგნის The Descent of Man პირველ თავში ადამიანის სხეულის იმ ნაწილებს აღწერს, რომლებიც მსუბუქად რომ ვთქვათ უსარგებლოა, ან თითქმის უსარგებლოა. გამოცემა Brightside-ი მიიჩნევს, რომ დარვინის ჩამონათვალი სრული არ იყო და ადამიანს, იმაზე მეტი ორგანო და სხეულის ნაწილი აქვს, ვიდრე სჭირდება. ვნახოთ მათი ჩამონათვალი.

თმა სხეულზე

წარბები თვალებს იმ ოფლისგან იცავს, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს შუბლზე ჩნდება, სახეზე არსებული თმა მამაკაცების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საწინააღმდეგო სქესის მიზიდვაში, სხეულის დანარჩენ ნაწილში არსებული თმა კი არანაირ ფუნქციას აღარ ასრულებს.

პარანასალური სინუსები

არავინ იცის რაში გვჭირდება ეს ლორწოვანი გარსი, გარდა იმისა, რომ შესაძლოა მათი დახმარებით თავი შევიმსუბუქოთ.

ყურის შიდა კუნთები

ზოგიერთ ცხოველს, როგორიც მაგალითად კურდღელი ან ძაღლია, აღნიშნული კუნთების დახმარებით ყურების მოძრაობა შეუძლიათ, თუმცა, ეს კუნთები ადამიანის შემთხვევაშიც შენარჩუნებულია, თუმცა არანაირ მიზანს არ ემსახურება.

სიბრძნის კბილი

უძველეს ადამიანებს კალორიების საკმარისი რაოდენობის მისაღებად მცენარეების ღეჭვა უხდებოდათ და სავარაუდოდ სიბრძნის კბილს სწორედ ამაში იყენებდნენ, მაგრამ ახლა მოსახლეობის მცირე ნაწილს თუ იპოვით, ვისაც სიბრძნის კბილი ჯანსაღად აქვთ შენარჩუნებული, სავარაუდოდ, სიბრძნის კბილი პირველი იქნება, რაც მომავალში ადამიანს აღარ ექნება.

კისრის ნეკნები

კისრის ნეკნები სავარაუდოდ რეპტილიების დროიდან არის შემორჩენილი, თუმცა დღეს მათ ადამიანების 1%-ში შეხვდებით. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში აღნიშნული ნეკნები ან მხოლოდ მარცხენა მხარეს არის, ან მხოლოდ მარჯვენა, თუმცა გვხდება ისეთი შემთხვევებიც როდესაც ნეკნები კისრის ორივე მხარეს არის, რაც ძირითადად ნერვულ და არტერიულ პრობლემებს იწვევს.

ძვალთაშუა პალმარული კუნთები

ეს გრძელი ვიწრო კუნთი იდაყვიდან მაჯამდე მოდის და დღესდღეობით ადამიანების 11%-ში უკვე გამქრალია. ის აუცილებლად დაგჭირდებათ თუ მთამსვლელი ხართ, სხვა შემთხვევაში მისი არარსებობა დისკომფორტს არ შეგიქმნით.

მამაკაცის მკერდის თავები

მკერდის თავი ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაშიც გვხდება. ეს იმ მიზეზით არის განპირობებული, რომ ნაყოფს განვითარების საწყის ეტაპზე სქესი არ აქვს. თუმცა იმის გამო, რომ მამაკაცებს რეპროდუქციის ფუნქცია არ აქვთ და შესაბამისად არც რძეს გამოიმუშავებენ, სხეულის ამ ნაწილს მათ შემთხვევაში დანიშნულება არ აქვს.

თმის ფულიკულთან მიბმული კუნთები

ცხოველების და ფრინველების შემთხვევაში ის მათ ბეწვისა და ბუმბულის აბურძგვლაში ეხმარება, რაც ზოგ შემთხვევაში, თავდასხმის ზოგში კი თავდაცვის მანიშნებელიც შეიძლება იყოს. აღნიშნული კუნთები ადამიანის შემთხვევაში ჯერ კიდევ გვხვდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციადაკარგულია.

აპენდიქსი

მსხვილ ნაწლავთან მიბმული ვიწრო კუნთოვანი მილი ცელულოზის გადამუშავებისთვის გამოიყენებოდა იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის რაციონის ძირითად ნაწილს მცენარეული ნივთიერებები შეადგენდა და არა ცხოველური ცილა.

მეცამეტე ნეკნი

მეცამეტე ნეკნი ძირითადად შიმპანზეებსა და გორილებშია განვითარებული. ადამიანების უმეტეს ნაწილს ძირითადად 12 ნეკნი აქვს, მაგრამ მსოფლიო მოსახლეობის 8 პროცენტში მეცამეტე ნეკნი ჯერ კიდევ გვხდება

ფეხის თითები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები სიარულსა და ბალანსის შენარჩუნებაში ძირითადად ფეხის ცენტრს იყენებენ. თუმცა ბალანსის შესანარჩუნებლად ჯერ კიდევ გამოიყენება ცერა თითი. მეცნიერებმა ასევე დაადასტურეს რომ ადამიანები, თანდათანობით უფრო იშვიათად ეყრდნობიან ფეხის თითებს წონასწორობის შესანარჩუნებლად და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ფეხის თითები აღარ დაგვჭირდება.

კუდუსუნი

კუდუსუნი ადამიანის ხერხემლის დაბოლოვებაა, რომელიც სავარაუდოდ, კუდისგან დარჩა, იგი სხვა ძუძუმწოვრებში ჯერ კიდევ გვხდება, ისინი კუდს ბალანსსა და კომუნიკაციაში იყენებენ, ადამიანებისთვის კი აღარანაირ როლს არ ასრულებს.

მესამე ქუთუთო

ცხოველები და ფრინველები თვალის ამ ნაწილს მხედველობის ორგანოს დასაცავად იყენებდნენ, ადამიანს მისი მცირე ნაწილი თვალის კუთხეში დარჩა.

დარვინის ბორცვი

ყურის გამოწეული ნაწილი, რომელიც დღესაც გვხვდება, ის ადრე სავარაუდოდ შორი ხმების კონცენტრაციისთვის გამოიყენებოდა.

ლავიწის ქვეშა კუნთი

მცირე ზომის კუნთი, რომელიც გადაჭიმულია მხარს ქვემოთ პირველი ნეკნიდან ლავიწის ძვლამდე სასარგბელო იქნებოდა იმ შემთხვევაში, ადამიანები სიარულისას ხელებს კვლავ რომ იყენებდნენ.