
ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება წელიწადის სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ენერგეტიკული მოთხოვნილებები სეზონების მიხედვით იცვლება.
ექიმები მიიჩნევენ, რომ ზამთრის სეზონზე ტკბილეულის მოთხოვნილება იზრდება, ადამიანი დეპრესიული მდგომარეობით ხასიათდება, მცირდება მისი შრომისუნარიანობა, რასაც როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური ახსნა აქვს.
ენდოკრინოლოგ ეკა ზოიძის თქმით, დღის ხანგრძლივობისა და კლიმატის ცვლილება ამცირებს "სიხარულის ჰორმონის", სეროტონონის გამოყოფას. ასევე ორგანიზმში გვაქვს D ვიტამინის ნაკლებობა, რის გამოც მცირდება შრომისუნარიანობა, იცვლება მეტაბოლიზმი და მცირდება ორგანიზმის იმუნური ძალები.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"სწორედ ამიტომ, უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის და დავიცვათ კვების რეჟიმის მარტივი წესები, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიშიმშილოთ, რადგან ზამთარში მატულობს ორგანიზმის ენერგომოთხოვნები, შესაბამისად, საკვები უნდა იყოს კალორიული, მრავალფეროვანი და შეიცავდეს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების სწორ ბალანსს" - განმარტას მედიკოსი.
მისივე თქმით, საკვების კალორიულობის მომატება "მძიმე ცილების" ხარჯზე უნდა მოხდეს. კერძოდ, თევზი და ხორცი ჩვენი იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
"ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ასევე მნიშვნელოვანია რძის ნაწარმი, რომელიც დიდი რაოდენობით ცოცხალ და "მეგობარ" ბაქტერიებს შეიცავს. რეკომენდებულია დღეში ერთხელ 1ჭიქა მაწვნის, კეფირის ან იოგურტის მიღება,"- აღნიშნავს ექიმი.
ეკა ზოიძე ასევე განმარტავს, რომ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი.
რაციონის სეზონური პროდუქტებით შევსებას გასტროენტოროლოგი ქეთევან ტაბატაძეც გვირჩევს. მისი თქმით, დღის განმავლობაში რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს 500 გრამი სხვადსხვა სახეობის ხილი და 800 გრამი მწვანე ბოსტნეული.
"უმჯობესია, ხილი დღის ხუთ საათამდე მივიღოთ, რომ წონაში არ მოვიმატოთ, ოღონდ ეს არ ეხება ბავშვებს. ძალიან სასარგებლოა ფეიხოა, რომელიც დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ახლა სწორედ მისი სეზონია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში იოდის დეფიციტია, ყველას ვურჩევ, რომ ფეიხოა მიიღოს. ის ასევე სასარგებლოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის", - აღნიშნავს გასტროენტოროლოგი და დასძენს, რომ, ვისაც დიაბეტისა და ჭარბი წონის პრობლემა აქვს, უმჯობესია, ყურძენი, კარალიოკი, ბანანი, ფინიკი და ბროწეული შეზღუდული რაოდენობით მიიღოს.
ქეთევან ტაბატაძის თქმით, ვიტამინების ნაკლებობას ანემიის გამოწვევა შეუძლია, - "ამ დროს, სისხლის მიწოდება ნორმალური არ არის, ვითარდება ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის ნაკლებობა, რაც ორგანიზმზე უარყოფითად აისახება, ამიტომ უმჯობესია, სეზონური ხილით მარაგი მივიღოთ. ზამთარში ვიტამინების ნაკლებობა იწვევს კანის გამოშრობას", - აღნიშნავს ექიმი.
გასტროენტოროლოგი გვირჩევს, რომ მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით სალათის ფურცლები და სატაცური მივიღოთ.
ასევე, მისი რჩევით, აუცილებელია, დღის რაციონში პროდუქტების მრავალფეროვნება იყოს, - "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთფეროვანი საკვების მიღება."
ზამთრის სეზონზე, სასურველია, დღეში 4-5 ლებანი ნიგოზი ან თხილი მივირთვათ, რადგან ქეთევან ტაბატაძის თქმით, ეს ანემიის თავიდან არიდების კარგი საშუალებაა.
ამ სეზონზე ორგანიზმს განსაკუთრებით ესაჭიროება C,A,E,D და B ჯგუფის ვიტამინები, ენდოკრინოლოგმა ეკა ზოიძემ Allnews.ge-ს მკითხველისთვის სწორედ მათი შემცველობის მენიუ შეადგინა:
აღსანიშნავია, რომ მედიკოსები რეკომენდაციას მხოლოდ ნატურალურ და სეზონურ პროდუქტებს უწევენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება წელიწადის სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ენერგეტიკული მოთხოვნილებები სეზონების მიხედვით იცვლება.
ექიმები მიიჩნევენ, რომ ზამთრის სეზონზე ტკბილეულის მოთხოვნილება იზრდება, ადამიანი დეპრესიული მდგომარეობით ხასიათდება, მცირდება მისი შრომისუნარიანობა, რასაც როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური ახსნა აქვს.
ენდოკრინოლოგ ეკა ზოიძის თქმით, დღის ხანგრძლივობისა და კლიმატის ცვლილება ამცირებს "სიხარულის ჰორმონის", სეროტონონის გამოყოფას. ასევე ორგანიზმში გვაქვს D ვიტამინის ნაკლებობა, რის გამოც მცირდება შრომისუნარიანობა, იცვლება მეტაბოლიზმი და მცირდება ორგანიზმის იმუნური ძალები.
"სწორედ ამიტომ, უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის და დავიცვათ კვების რეჟიმის მარტივი წესები, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიშიმშილოთ, რადგან ზამთარში მატულობს ორგანიზმის ენერგომოთხოვნები, შესაბამისად, საკვები უნდა იყოს კალორიული, მრავალფეროვანი და შეიცავდეს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების სწორ ბალანსს" - განმარტას მედიკოსი.
მისივე თქმით, საკვების კალორიულობის მომატება "მძიმე ცილების" ხარჯზე უნდა მოხდეს. კერძოდ, თევზი და ხორცი ჩვენი იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
"ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ასევე მნიშვნელოვანია რძის ნაწარმი, რომელიც დიდი რაოდენობით ცოცხალ და "მეგობარ" ბაქტერიებს შეიცავს. რეკომენდებულია დღეში ერთხელ 1ჭიქა მაწვნის, კეფირის ან იოგურტის მიღება,"- აღნიშნავს ექიმი.
ეკა ზოიძე ასევე განმარტავს, რომ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი.
რაციონის სეზონური პროდუქტებით შევსებას გასტროენტოროლოგი ქეთევან ტაბატაძეც გვირჩევს. მისი თქმით, დღის განმავლობაში რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს 500 გრამი სხვადსხვა სახეობის ხილი და 800 გრამი მწვანე ბოსტნეული.
"უმჯობესია, ხილი დღის ხუთ საათამდე მივიღოთ, რომ წონაში არ მოვიმატოთ, ოღონდ ეს არ ეხება ბავშვებს. ძალიან სასარგებლოა ფეიხოა, რომელიც დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ახლა სწორედ მისი სეზონია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში იოდის დეფიციტია, ყველას ვურჩევ, რომ ფეიხოა მიიღოს. ის ასევე სასარგებლოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის", - აღნიშნავს გასტროენტოროლოგი და დასძენს, რომ, ვისაც დიაბეტისა და ჭარბი წონის პრობლემა აქვს, უმჯობესია, ყურძენი, კარალიოკი, ბანანი, ფინიკი და ბროწეული შეზღუდული რაოდენობით მიიღოს.
ქეთევან ტაბატაძის თქმით, ვიტამინების ნაკლებობას ანემიის გამოწვევა შეუძლია, - "ამ დროს, სისხლის მიწოდება ნორმალური არ არის, ვითარდება ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის ნაკლებობა, რაც ორგანიზმზე უარყოფითად აისახება, ამიტომ უმჯობესია, სეზონური ხილით მარაგი მივიღოთ. ზამთარში ვიტამინების ნაკლებობა იწვევს კანის გამოშრობას", - აღნიშნავს ექიმი.
გასტროენტოროლოგი გვირჩევს, რომ მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით სალათის ფურცლები და სატაცური მივიღოთ.
ასევე, მისი რჩევით, აუცილებელია, დღის რაციონში პროდუქტების მრავალფეროვნება იყოს, - "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთფეროვანი საკვების მიღება."
ზამთრის სეზონზე, სასურველია, დღეში 4-5 ლებანი ნიგოზი ან თხილი მივირთვათ, რადგან ქეთევან ტაბატაძის თქმით, ეს ანემიის თავიდან არიდების კარგი საშუალებაა.
ამ სეზონზე ორგანიზმს განსაკუთრებით ესაჭიროება C,A,E,D და B ჯგუფის ვიტამინები, ენდოკრინოლოგმა ეკა ზოიძემ Allnews.ge-ს მკითხველისთვის სწორედ მათი შემცველობის მენიუ შეადგინა:
აღსანიშნავია, რომ მედიკოსები რეკომენდაციას მხოლოდ ნატურალურ და სეზონურ პროდუქტებს უწევენ.
მკითხველის კომენტარები
(2)
180 ლარად როგორ ვიკვებოთ&&?ისე ეტყობა ის ზოიძე პარლამენტში,რომაა კარგად იკვებება,გაღაჟღაჟებული აქვს ლოყები..
Eka zoidze - gastroenterologia ramdenadac maxsovs da ara endokrinologi