
მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ბლოგი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერის კომენტირებისას განუცხადეს.
"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.
"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება.
პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ზოგჯერ კარგი მშობლებიც იქცევიან არასწორად. გაეცანით სტატიაში ჩამოთვლილ თვისებებს, რათა რაც შეიძლება იშვიათად დაემსგავსოთ ცუდ მშობელს.
ყვირილი
შეადარეთ ფრაზები: "რატომ დაყარე სათამაშოები?" და "გთხოვ, აალაგე სათამაშოები". თავად რომელ შემთხვევაში აალაგებდით სათამაშოებს? ხმაურიანი განცხადებები ბავშვს აშინებს და მასში პროტესტის გრძნობას იწვევს. ყვირილს არანაირი დადებითი ფუნქცია არ მოაქვს გარდა დედის ემოციური განტვირთვისა, მაგრამ ამ უკანასკნელისთვის არსებობს იოგა, ფინჯანი ჩაი ან ყავა ტკბილეულთან ერთად.
თუ ბავშვს მხოლოდ ყვირილით ელაპარაკებით, როცა გაიზრდება, მისთვის ხმის მისაწვდენად მეგაფონიც აღარ გიშველით. იმისათვის, რომ ბავშვთან ყვირილით საუბარს გადაეჩვიოთ, წარმოიდგინეთ, რომ ყვირილის დროს თქვენი პირიდან საშიში არსების შავ-წითელი სახე ამოდის. შეიძლება, ასეთმა წარმოსახვამ ემოციების მოთოკვას მიგაჩვიოთ.
ფიზიკური დასჯა
ძალის გამოყენებით თქვენ ბავშვს ასწავლით, რომ:
1. პატარების ცემა შეიძლება;
2. დიდი გოგონები ისე იქცევიან, რომ საპასუხო დარტყმას მოითხოვენ;
3. კამათში საბოლოო არგუმენტი ძალაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ზრდით ადამიანს, რომელიც სუსტებს ფიზიკურად გაუმკლავდება, თავზე ძლიერს კი უსიტყვოდ დაემორჩილება.
არათანმიმდევრობა
დედების უმრავლესობას ნერვული შეტევა ეწყება, როცა ბავშვი მათ სურვილს არ ასრულებს. თუ არ გსურთ, თქვენი შვილსაც გაუფუჭდეს ნერვები, შეთანხმდით მამასთან და ბებია-პაპებთან, რომ ბავშვის მიმართ მოთხოვნები იყოს ერთნაირი. თუ ითხოვთ, რომ იყოს აკურატული, მოთმინებით აღიჭურვეთ და არც ბავშვი ააჩქაროთ.
დამცირება
კომედიებში ხშირად ჩნდება დოყლაპია, რომელსაც ყველაფერი ხელიდან უვარდება, ნივთებს კარგავს, პასუხის გაცემის ნაცვლად წითლდება და საბოლოოდ, სახეში ტორტი ხვდება. ასეთი ადამიანი შეიძლება გაიზარდოს ბავშვი, რომელსაც მუდამ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორ მოიქცევა ბავშვი, რომლის დედაც ამბობს: "ასეთ დებილ ბავშვს არც ერთ სკოლაში არ მიიღებენ" ან "ასეთ ჭუჭყიან კაბაში რომელ ბიჭს მოეწონები?". ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ბავშვი გულწრფელად განიცდის მომხდარს და ოცნებობს, რომ მიწამ ჩაიტანოს, ოღონდ ასეთი სიტყვები არ ისმინოს.
ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები
მოფერებისგან თავის შეკავება
თუ ბავშვისთვის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იმეტებს კოცნასა და მოფერებას, მას დაუცველობის გრძნობა უჩნდება. ძველად მიაჩნდათ, რომ ბავშვის მოფერება და კოცნა საჭირო არ იყო. გამოთქმა: "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება" დაივიწყეთ, ასეთმა მოპყრობამ სიკეთე არავის მოუტანა. დედის სიცივე ბავშვზე ფიზიკური აგრესიასავით მოქმედებს; იგი უხილავ ბარიერს ქმნის დედასა და შვილს შორის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოფერება და კოცნა გაიმეტეთ თქვენი შვილისთვის. იხილეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(0)