26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
31.10.2017 / 06:10
შრიფტის ზომა:

რას იწვევს ცხიმიანი საკვების ხშირი მიღება?

ექიმების რეკომენდაციებისა და ჩვენი ყოველდღიური მცდელობის მიუხედავად, ყოველდღიური რაციონიდან ცხიმიანი საკვების ამოღებას თითქმის ვერ ვახერხებთ. ცხიმიანი საკვების მოხმარებისას კი ნაკლებად ვინტერესდებით იმით, ახდენს თუ არა ის გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე. მართლაც საინტერესოა დაკავშირებულია თუ არა ცხიმიანი საკვები აკნესთან, რატომ იწვევს მსგავსი საკვები უცნაურ შეგრძნებას მუცელში და რატომ არის ცხიმიანი საკვები ცალსახად ცუდი ჩვენი ჯანმრთელობის. აღნიშნული კითხვებით Time-მა დიეტოლოგ აილა ბარმერს მიმართა.

ცხიმიანი საკვები აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

"როდესაც ცხიმიან საკვებს ვიღებთ, მათ შორის კერძებს, რომლებიც შემწვარ ინგრედიენტებს შეიცავს, ცხიმების დიდი რაოდენობა საჭმლის მომნელებელ სისტემას აწვება", - განმარტა დიეტოლოგმა. ცხიმებს, ნახშირწყლებსა და პროტეინებს შორის ყველაზე რთულად მოსანელებელი ცხიმებია, რომლებსაც ფერმენტების დიდი რაოდენობა სჭირდებათ გადასამუშავებლად. დიეტოლოგის თქმით სტრესის ნებისმიერ სახესა და გარკვეულ მედიკამენტოზურ მკურნალობას ფერმენტების შემცირება შეუძლია, რაც კიდევ უფრო აფერხებს ცხიმების გადამუშავების პროცესს. ამის გამო ცხიმების გადამუშავების პროცესი გახანგრძლივდება, რაც დისკომფორტის განცდას შეგიქმნით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დიეტები, წყლის დოზის განსაზღვრა, სხეულის მასის ინდექსი - ჯანსაღი ცხოვრების წესები დიეტოლოგ ლაშა უჩავასგან

ცხიმები თქვენს ნაწლავურ ბაქტერიას განდევნის

სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის სათქმელად, რომ ყველაფერი რასაც მიირთმევთ, გავლენას ახდენს თქვენი ნაწლავის ბაქტერიაზე, რომელიც ცნობილია როგორც მიკრობიმო. დიეტოლოგის განმარტებით, ცხიმიანი საკვები არ შეიცავს მკვებავ ჯანსაღ ცხიმებს, რომელბსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვპოულობთ ისეთ პროდუქტებში, როგორიც არის ავოკადო, თევზი, ზეითუნის ზეთი და კარაქიც კი. აილა ბარმერის თქმით, უსარგებლო ცხიმების მიღება ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ჰორმონალურ დონეზეც კი არღვევს.

ცხიმიანი საკვები აკნეს იწვევს

შესაძლოა ცხიმიანი საკვების პორციის მიღების შემდეგ სახეზე გამონაყარი დაუყოვნებლივ ვერ იხილოთ, მაგრამ, დიეტოლოგის განმარტებით, ცხიმიანი საკვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს აკნეს გამოწვევაში.

"ეფექტი ირიბია და თავს დროთა განმავლობაში იჩენს"- განმარტა აილა ბარმერი და აღნიშნა, რომ აკნეს ძირითადად ჰორმონალური ან ბაქტერიული დისბალანსი იწვევს. ასე რომ ცხიმიანი საკვები იწვევს აკნეს ნაწლავის სიჯანსაღის დარღვევის გზით.

ცხიმიანი საკვები დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს იწვევს

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ყოველდღიური რაციონი შეიცავს ცხიმიან საკვებს, მაშინ სულ ისეთ ქრონიკულ დაავადებებს უნდა ელოდოთ როგორც გულის დაავადებებია - ამბობს დიეტოლოგი. დიეტოლოგის განმარტებით, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მათ შემთხვევაში ვინც შემწვარ საკვებს კვირაში 6-ჯერ მოიხმარენ, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბების რისკი 39%-ს აღწევს. იმ შემთხვევაში თუ მსგავს საკვებს ყოველ დღე იღებთ, პროცენტული მაჩვენებლები სულ უფრო მაღლა ადის.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რას იწვევს ცხიმიანი საკვების ხშირი მიღება? | Allnews.Ge