
კომპანია "მაგთიკომი" მობილურ ინტერნეტპაკეტს არ გააძვირებს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საუბარია, კომპანიის მიერ მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებაზე რომლის თანახმადაც, 18 იანვრიდან "მაგთი" მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფების ცვლილებას გეგმავდა.
კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით უნდა გაზრდილიყო და 5 ლარი უნდა გამხდარიყო, 1 000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნებოდა; 5 ლარით ძვირდებოდა 2 000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი უნდა გამხდარიყო; 4 000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე ძვირდებოდა; 3 ლარით უნდა მოემატებინა და 18 ლარი გამხდარიყო 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი უნდა ყოფილიყო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მაშინვე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აღნიშნა, რომ ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება.ამასთან, საკითხით დაინტერესდა ეკონომიკის სამინისტროც. შედეგად, კი კომპანია "მაგთიმ" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, "მაგთიკომმა" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა და ტარიფების ცვლილების ამოქმედება დროებით 1 მარტამდე შეაჩერა.
დღეს კი, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომპანია მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფებს არ გაზრდის.
წყარო: Bpn.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმნის მკვიდრი 94 წლის ოლია თოდუა საკუთარ ეზოში მრავალწლოვან მაგნოლიას იცავს. ამბობს, რომ მაგნოლია, რომელმაც 200 წელს მიაღწია, მამამისის დარგულია და მის გაყიდვას არ აპირებს. თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა, მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ.
"სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ეს ხე აქედან ჩემი სიკვდილის შემდეგაც არ გავა ან მე შევაკვდები ან მე მოვკლავ ვინმეს. სამი მანქანით მომადგნენ, ხე მოგვყიდეო, ვუთხარი რომ ამ ხეს არ მოვჭრიდი, მითხრეს ჩვენც არ მოვჭრით, უბრალოდ ამოვიღებთ და გადავიტანთო, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მოიჭრება თუ გადაირგვება, ჩემთან მაინც არ იქნება ", -ამბობს ოლია ბებია.
ოლია ბებო 94 წლისაა და გადაადგილება უჭირს, მიუხედავად ამისა, ფანჯარასთან დღეში რამდენჯერმე მიდის, რათა დარწმუნდეს, რომ ხე თავის ადგილზე დგას. მარტოხელა მოხუცს ყოველი სტუმარი ხის წამღები ჰგონია.
"მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავხევ და დავუბრუნებ. ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, ძალით მკლამენ ნერვიულობით", - თქვა მან. ხისადმი განსაკუთრებული სიყვარული მას მამისგან გამოყვა. გვიყვება, რომ მაგნოლია ამ ეზოში მამამ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დარგო და მისთვის ეს ხე სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული. იხილეთ ვრცლად
მკითხველის კომენტარები
(0)