საზოგადოება
06.05.2016 / 08:05
შრიფტის ზომა:

თბილისის ცალკეულ უბნებში მშენებლობებზე შეზღუდვები დაწესდება

თბილისის ცალკეულ უბნებში მშენებლობებზე შეზღუდვები დაწესდება

თბილისი გენერალური გეგმის მიღებამდე კონკრეტულ უბნებს, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული და ქალაქის ცენტრალური ნაწილია, შეეზღუდებათ ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები შეეხება დედაქალაქის ისტორიულ ნაწილსა და მჭიდროდ დასახლებულ უბნებს.

დავით ნარმანიას განცხადებით, შეზღუდვა განხორციელდება შემდეგ უბნებზე: საბურთალოს ძირითადი ნაწილი, ვაკე, დიდუბის ნაწილი, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ისნის რაიონის ისტორიული ნაწილი და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ისტორიული უბნები.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის მერის ინფორმაციით, სხვა უბნებზე დროებითი შეზღუდვა არ გავრცელდება, რათა გარე უბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.

დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

ნარმანიას ინფორმაციით, ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენად საშიშია მანდარინი ბავშვისთვის? | Allnews.Ge

რამდენად საშიშია მანდარინი ბავშვისთვის?

ციტრუსი ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის ვიტამინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ციტრუსები სხვა სეზონურ ხილთან შედარებით, უფრო დიდხანს, გაზაფხულამდე ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. მანდარინი კი გამორჩეულად უყვართ ბავშვებს. ბევრი მშობელი მასთან სიფრთხილეს იჩენს და არ უნდა, რომ ბავშვმა ბევრი მიირთვას. რამდენად საჭიროა მანდარინთან სიფრთხილე და საერთოდ, რამდენად სასარგებლოა მანდარინი ბავშვისთვის?

7-8 თვემდე პედიატრები ბავშვისთვის მანდარინის მიცემისგან თავისშეკავებას გირჩევენ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ერთი ლებანი გაასინჯოთ. შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში დაკვირდით რეაქციას - თუ სადმე სიწითლე ან გამონაყარი შენიშნეთ, მისი მიცემა რამდენიმე თვით გადადეთ. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლებნების რაოდენობა თანდათან გაზარდეთ... თუმცა დღეში ერთ მანდარინზე მეტი წლამდე ბავშვისთვის სასურველი არ არის.

ერთი წლიდან უფრო თამამად შეგიძლიათ აჭამოთ, თუმცა ყოველდე სასურველი ნამდვილად არ არის.

გადაჭარბება, ანუ 3-4 ცალზე მეტი დღეში, სასურველი არც მოზრდილი ბავშვებისთვის არ არის. დიდმა რაოდენობამ შეიძლება კანის სიყვითლე გამოიწვიოს.

როდის წამლავს მანდარინი ბავშვს?

ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ მანდარინმა ბავშვი მოწამლა. საქმე ისაა, რომ მანდარინს ბავშვები როგორც წესი, არ რეცხავენ - მხოლოდ ფცქვნიან. დაბინძურებულ კანზე მოხვედრილი ხელი რბილობსაც ეხება. ამით ბავშვის ორგანიზმში მიკრობები იჭრება და სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. ამიტომ გაფცქვნამდე მანდარინი კარგად უნდა გაირეცხოს.

ამდენი გამაფრთხილებელი მოწოდების მიუხედავად, მანდარინი მაინც ძალიან სასურველ და სასარგებლო ხილთა შორის მოიაზრება.

მიიჩნევა, რომ მანდარინი ხალისისა და დადებითი ემოციების მომგვრელი ხილია. მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, მატებს მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. იხილეთ გაგრძელება