ახალი Land Cruiser Prado უკვე საქართველოშია!
ახალი ლენდ Land Cruiser Prado - ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა - ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რის გამოც მსოფლიოს 190 ქვეყანაში Land Cruiser Prado–ს ირჩევენ და ენდობიან.
უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, რაც გლობალური ავტომწარმოებელი Toyota ახალ, გაუმჯობესებულ, კომფორტულ ავტომობილებს გვთავაზობს, როგორც რთული კლიმატური პირობებისა და უგზოობისთვის, ისე ქალაქის პირობებისთვის. 2017 წელსაც Toyota-მ მომხმარებელს არ უღალატა დაახალი Land Cruiser Prado სრულიად ინოვაციური, განახლებული ოფციებით აღიჭურვა, რომლებიც როგორც უგზოობის, ისე კარგი გზის პირობებში, მძღოლს ავტომობილის მართვას კიდევ უფრო უადვილებს.
ეს განახლებული ავტომობილი უკვე საქართველოშია და მისი მედიის წარმომადგენლებთან გაცნობა, ულამაზეს "შატო მუხრანში" "ქუჩის თეატრის" შთამბეჭდავი წარმოდგენისა და ჯგუფ Yellow-ს სასიამოვნო მუსიკის ფონზე შედგა. ტესტ-დრაივშიმონაწილეობის შედეგად, რომელიცგამავლობის გზებზე გაიმართა, მეც დავრწმუნდი, რომ ახალი Pradoმძღოლის მოთხოვნებს ყველაზე მეტად ერგება, რადგან გადაადგილებისას, საშუალება მქონდა,მონიტორის დახმარებით გამეკონტროლებინა, რამდენად სწორად და უსაფრთხოდ ვასრულებდი მანევრს,როგორც ხიდზე გადასვლისას, ისე ქვა–ღორღიან გზაზე მოძრაობისას. ასევე ვაკონტროლებდი, რა ხდებოდა ავტომობილის ძარის ქვეშ.
ტესტირების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ავტომობილი ნებისმიერი მძღოლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მე მივხვდი, რომ შემიძლია ნებისმიერი ტიპის გზაზეთავისუფლად ვენდო ამ ავტომობილს, რადგან ტალახიან მონაკვეთზე გადასვლის დროსაც კი, არ მოცურებულა.
Prado-ს ტესტირების შემდეგ, ავტომობილის მონაცემებით ყველა მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა. ერთ–ერთი მათგანი, ნანა მღებრიშვილი, რომელიც უკვე წლებია, ავტომობილს მართავს, ემოციებს ვერ მალავდა, რადგან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა –"საკმაოდ დიდი ხანია, ჯიპს ვმართავ და ვფიქრობდი, რომ ჩემი ავტომობილი ყველაზე კომოფრტული და მოსახერხებელი იყო, თუმცა ახალი Prado-ს დატესტვის შემდეგ, მივხვდი რა არის ნამდვილი ჯიპი. დახვეწილ და ელეგანტურ ინტერიერზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საოცარია მისი ტექნიკური მახასიათებლებიც. აქვს მხედველობის საკმაოდ ფართო არეალი, რაცროგორც უგზოობის დროს, ისე ქალაქის საცობებში სიარულსა და პარკინგს ამარტივებს. მისი შესაძლებლობები მართლაც საოცარია,"– აღნიშნავს Prado-ს ტესტირების მონაწილე.
მაღალი გამავლობის ავტომობილი Land Cruiser Prado რომ თავის სეგმენტში ერთ–ერთი უნიკალური მოდელია, ამას Auto Build-ის მთავარი რედაქტორი, შალვა ბუაჩიძეც ადასტურებს. მან ავტომობილი უგზოობის პირობებში უკვე გამოსცადა და შედეგებითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა, – "ჩემი უცხოელი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რომ საქართველო Land Cruiser–ის ქვეყანაა, რაც აბსოლუტური სიმართლეა, რადგან Land Cruiser-ი ჩვენთან, ფაქტობრივად, ყველაზე პოპულარული ავტომობილია, მითუმეტეს Prado.
განახლებული Land Cruiser Prado ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და მისი ინტერიერი გაცილებით სასიამოვნო გახდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ტექნიკურად სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა, რადგან დაემატა არაერთი ისეთი რეჟიმი, რომელიც მძიმე უგზოობის პირობებში გადაადგილებას ამარტივებს. წინამორბედთან შედარებით, ეს ავტომობილი გაცილებით გაუმჯობესებულია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოპულარობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება," – აღნიშნავს შალვა ბუაჩიძე.
როგორც ქალაქის, ისე უგზოობის პირობებში, თავად "ტოიტა კავკასიის" პროდუქტისა და ფასწარმოქმნის სპეციალისტმა, გაგა კოხრეიძემ ახალი Prado უკვე გამოსცადა. მისი თქმით, ავტომობილს რამდენიმე განსაკუთრებული ოფცია დაემატა, რომელიც გადაადგილებისას ძალიან ეხმარება, – "ავტომობილი აღჭურვილია დამატებით როგორც უგზოობის, ასევე საგზაო ოფციებით, რომელიც მძღოლს უადვილებს ძალიან ბევრი დაბრკოლება თავიდან აირიდოს. ეს შესაძლებელია ძალიან ბევრი ფუნქციით. ერთ–ერთი მათგანია ე.წ ცოცვის რეჟიმი (Crawl Control), რომელიც ინტეგრირებულია MTS–სთან ანუ მულტი რელიეფის სელექციასთან. ამ ოფციების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 5 სხვადასხვანაირი რელიეფის შესაბამისი მოჭიდება და გაუდგეს ისეთ გზას, როგორიც არის ქვიშა, თოვლი, ტალახი, ქვა–ღორღი... ნებისმიერ მძღოლს ამ რეჟიმების მეშვეობით შეუძლია, თავი იგრძნოს პროფესიონალOff Road-ერად. რაც შეეხება დამატებით On Road ოფციას, ეს არის 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც გაძლევთ საშუალებას, ავტომობილის ირგვლივ აკონტროლოთ პერიმეტრი. ეს ოფცია ძალიან მოხერხებულია ქალაქის პირობებში პარკინგის დროს, საცობებში სიარულისას ან ნებისმიერ ვიწრო ადგილზე გავლისას. ხაზგასასმელია, რომ ავტომობილი აღჭურვილია ქვედა რელიეფის მონიტორის სისტემით, რომელიც გაძლევთ საშუალებას, დაინახოთ თუ რა ხდება ავტომობილის ძარის ქვეშ, ეს ამ სეგმენტში არის უნიკალური ოფცია და ამ კამერის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ყველაფერი და ყველა დაბრკოლებას მაქსიმალურად აირიდებთ თავიდან," – განმარტავს გაგა კოხრეიძე.
Land Cruiser Prado-ს გადაადგილება ყველა ტიპის გზაზე შეუძლია, რისი მიზეზიც რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.
სწორედ ასეთი ტექნიკური მონაცემებისა და დახვეწილი დიზაინის გამო,"ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი, მიცურუ კონიში დარწმუნებულია, რომ ახალი Prado ჩვენს ქვეყანაში ძალიან წარმატებული იქნება, – "ახალი Land Cruiser Prado როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ტოიოტას ეს მოდელი ტრადიციულად გამოირჩევა მაღალი ხარისხით და სანდოობით, რაც ზოგადად მასზე მაღალი მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია .ყოველივე ამასთან ერთად განახლებულიდიზაინი და უგზოობაზე მოძრაობისთვის დამატებული ახალი ფუნქციები კი, დარწმუნებული ვარ, ამ ავტომობილსსაქართველოში კიდევ უფრო სასურველს გახდის" – აღნიშნავს "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ Land Cruiser Prado 2017-ის ინტერიერი კიდევ უფრო დაიხვეწა, რადგან შეიცვალა ინსტრუმენტთა პანელის სტილი. ასევე უგზოობის პირობებში, წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესებესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელი უფრო გლუვი და დახვეწილი გახდა. მართვის პანელზე განთავსდა ახალი, უფრო დიდი ზომის 8 დიუმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, კონდიცირების კონტროლისა და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.
რატომ ირჩევენ მძღოლები Land Cruiser Prado-ს?
ამისი მიზეზი არამარტო მისი დახვეწილი დიზაინი და ტექნიკური მონაცემებია, არამედ ისტორია, რომელიც ნდობის საფუძველს გვაძლევს.
ძირითადი ბირთვი, რაც დიზაინერებმა Prado-ს შექმნისას განსაზღვრეს არის გაძლიერებული Off Road მონაცემები, უსაფრთხოება და კომფორტი, რაზეც ეს ავტომობილი, უკვე ათწლეულებია დგას. სწორედ ამიტომ კარგი ავტომობილების თაყვანისმცემლების გულს თავისი მონაცემებით ახალი Prado-ც მოიგებს.
მძღოლები ავტომობილის ფერს ხშირად თავიანთი განწყობის მიხედვით ირჩევენ. ამ მხრივ, თუ სიახლე გსურთ, Toyota-მ ამაზეც იზრუნა. ახალი "Toyota Land Cruiser Prado" ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue ("შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი") და Avant-Garde Bronze metallic ("ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი"). ახალი Prado-ს ინტერიერი კი ორ ფერში, შავსა და პრემიუმ ბეჟშია გადაწყვეტილი.
ეს ავტომობილები უკვე მათ მოყვარულებს ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან:"ტოიოტა ცენტრ თბილისსა" და "ტოიოტა ცენტრ თეგეთაში", ელოდებიანდა საქართველოს გზებზე მალეთავისი შეუდარებელი ვიზუალითა და უნაკლო მონაცემებითგამოჩნდებიან.
ინფორმაცია, როგორც ახალი პრადოს, ასევე ტოიოტას ოფიციალური დილერებისშესახებხელმისაწვდომიატოიოტასოფიციალურweb-გვერდზე: www.toyota.ge .