28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
02.12.2017 / 12:12
შრიფტის ზომა:

რა პრობლემებს ქმნის D ვიტამინის დეფიციტი

აღნიშნული ვიტამინი მეტად მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ორგანიზმისათვის. თურმე D ვიტამინის დეფიციტი ჭკუასუსტობის განვითარებას განაპირობებს. ბევრ ფუნქციასთან ერთად D ვიტამინი ამცირებს გულის დაავადებათა, გაფანტული სკლეროზისა და რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს.

ახლახან ავსტრალიელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ის პირები, რომლებიც საკმარის დროს ატარებენ მზეზე (ხელს უწყობენ D ვიტამინის გამომუშავებას), იშვიათად იტანჯებიან დემენციით. დასკვნა 1600 ადამიანზე 6-წლიანი დაკვირვების შედეგად გაკეთდა. ამ პირებს შორის მეცნიერები საგულდაგულოდ შეისწავლიდნენ ალცჰაიმერისა და სხვა ტიპის დემენციის შემთხვევებს.

ადამიანებს, რომლებსაც D ვიტამინის ზომიერი დეფიციტი აღენიშნებოდათ, დემენციის განვითარების 53 %-იანი რისკი აღმოაჩნდათ. D ვიტამინის მძიმე დეფიციტი კი აღნიშნული პათოლოგიის რისკს 122 %-ით ზრდიდა. ახლა მეცნიერები იმას იკვლევენ, შეძლებს კი D ვიტამინით გამდიდრებული ბადები (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) და საკვები რაციონის ცვლილება (მაგალითად, თევზის ქონის ჩართვა) მდგომარეობის გამოსწორებას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

D ვიტამინის დეფიციტთან მეხსიერების დაქვეითებისა და აზროვნებითი ფუნქციის შესუსტების კავშირი ჯერ კიდევ 2015 წელს დაადგინდა.

თინათინ გოცაძე

mkurnali.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა პრობლემებს ქმნის D ვიტამინის დეფიციტი | Allnews.Ge