
ასაკის მატება ადამიანის სახის კანზე ყველაზე მეტად აისახება. სახის კანის გამოსაცოცხლებლად და გასაჯანსაღებლად უამრავი სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი. თუმცა, მედიკოსები გვირჩევენ, კანზე სახლის პირობებშიც ვიზრუნოთ. კერძოდ, Health.com-ი გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელთა ხშირი მიღება აფერხებს კანის დაბერების პროცესს. ეს პროდუქტებია:
ავოკადო - ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ოლეინის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას.
მოცვი - ეს ხილი შეიცავს C და E ვიტამინებს, რომელიც სახის კანს სიჯანსაღეს მატებს.
დერმატოლოგის რჩევები აკნესთან საბრძოლველად
ბროწეული - ბროწეულის მარცვლები შეიცავს ანტოციანებს და სასარგებლო მჟავას, რაც კოლაგენების წარმოებას უწყობს ხელს და ამცირებს ულტრაიისფერი გამოსხივებით მიყენებულ ზიანს.
საზამთრო - ეს ხილი შეიცავს წითელ პიგმენტებს, რომელიც ასევე ამცირებს ულტრაიისფერი გამოსხივებით მიყენებულ ზიანს და სახეზე ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.
ლობსტერი - იგი შეიცავს ისეთი სახის ვიტამინებს, რაც კანის აღდგენით პროცესებს ხელს უწყობს და კურნავს აკნეს.
როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთრის პერიოდში 21-ე საუკუნის დაავადება