საზოგადოება
10.08.2016 / 05:08
შრიფტის ზომა:

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე პალატაში გადაიყვანეს. როგორც Ambebi.ge-ს ლომინაძის ძმამ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა უკეთესია, თუმცა ორივე მათგანს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ორივეს სჭირდება რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის გიორგის ფეხებზე. ასევე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ჯერ არ ვიცით, სად გაუკეთდებათ ოპერაცია და როდის, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული," - განაცხადა გიორგი ლომინაძის ძმამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღკე ანანო ბუაძე კი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

10 რამ, რაც არასდროს უნდა შეუკვეთოთ რესტორანში | Allnews.Ge

10 რამ, რაც არასდროს უნდა შეუკვეთოთ რესტორანში

ზოგჯერ იმის ნახვა თუ როგორ მზადდება ძეხვი მომავალში მისი მირთმევისგან თავის არიდების მიზეზი ხდება.

რესტორნის მზარეულებსა და მიმტანებს დაუსვეს კითხვა რა სახის კერძების შეკვეთას არიდებენ თავს სხვა რესტორანში ვახშმობისას და რატომ?

ქვემოთ მოცემულია იმ კერძების ჩამონათვალი, რომლებსაც რესტორნების მზარეულებისა და მიმტანების თქმით, სხვაგან არასდროს შეუკვეთავდნენ.

1. "ისეთი რაღაცების შეკვეთას ვარიდებ თავს, რაც ვიცი რომ ამ სამზარეულოში ხშირად არ მზადდება. მაგალითად, თუ ვიცი რომ ეს "სტეიკის სახლია" იქ პასტას არასდროს ვუკვეთავ. თუ აქ ბურგერებს ამზადებენ, მეც ბურგერს შევუკვეთავ და არა კერძს ქათმით. ჭკუიდან ნუ გადაიყვანთ სამზარეულოს თქვენი შეკვეთით იმიტომ რომ მათ შესაძლოა არ ახსოვდეთ როგორ მზადდება ის კონკრეტული კერძი, ამის ნაცვლად შეუკვეთეთ ის, რასაც ზუსტად იცით რომ კარგად ამზადებენ".

2. "არასდროს ვუკვეთავ თევზს, კერძოდ კი შიმშერს. ერთხელ ვნახე როგორ დაჭრა და გაასუფთავა შეფ-მზარეულმა და ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურებოდა".

3. "ქათამი მოსაწყენი და გადაფასებულია. ზოგადად ვცდილობ არაფერი შევუკვეთო ქათმის ხორცის შემცველი განსაკუთრებით, თუ ამის მომზადება მეც შემიძლია".

4. "იცოდეთ, რომ ყოველდღიური ფასდაკლებები იმ ინგრედიენტებზე კეთდება, რაც საკმაოდ ძველია".

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორნები შეამოწმა - იხილეთ შედეგები

5. "ვერ ვბედავ სალათების შეკვეთას. ძალიან ბევრი მიმტანი მინახავს, ხელს როგორ ყოფენ ნაგვის ურნაში, თანაც ისე რომ ხელთათმანიც არ აცვიათ და არც ერთი მათგანი არ იბანს ხელს იმდენად კარგად, რომ ამას ყურადღება არ მივაქციო".

6. "სუშის ნებისმიერი სახის ფასდაკლებას უნდა მოვერიდოთ".

7. "ქათმის ფრთები. მხოლოდ იმის გამო, რომ იმ დაწესებულებაში ვმუშაობ და ვხედავ როგორ ყრიან ასობით ფრთას ერთ დიდ ტაფაში, და ყველგან სუნი დგას, ქათმის ფრთებისგან ჩამოსული წვენი იმ ქვაბში გროვდება, სადაც ის ფრთები ყრია, რომლესაც რამდენიმე წუთის შემდეგ ერთად შეწვავენ. ეს ყველაფერი უკვე ცუდად მხდის".

8. "წვნიანს, თუ ეს დაწესებულება კონკრეტულად წვნიანებზე არ არის ორიენტირებული. წვნიანის მომზადება კულინარიულ სკოლაში ვისწავლე და სულ მცირე ის გავიგე, რომ დიდი სხვაობაა ნაუცბათევად მომზადებულ წვნიანსა და ყურადღებით გაკეთებულ კერძს შორის. სამწუხარო ის არის, რომ წვნიანებს ხშირად მეორად იაფფასიან კერძად აღიქვამენ".

სად მიაქვთ რესტორნებში მორჩენილი საკვები

9. "დღის წვნიანს" არასდროს ვუკვეთავ, რადგან როგორც წესი ის წინა დღის ნარჩენებისგან მზადდება".

10. "არასდროს ვუკვეთავ ჩამოსასხმელ ლუდს, რადგან არავინ ასუფთავებს ფანტანს და მას ყოველთვის აქვს ნადები".

მომზადებულია TIME-ის მიხედვით