19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
18.12.2017 / 11:12
შრიფტის ზომა:

საჭირო ნივთები, რომლებსაც ასეთი დიზაინის გამო ვერ გამოიყენებთ

ბერძენი დიზაინერი ჩვენთვის ჩვეული ყოველდღიური მოხმარების საგნებიდან ისეთ ნივთებს ქმნის, რომელიც ძალიან მოუხერხებელია და მომხმარებელში გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევს.

იმ ნივთების დიდი ნაწილის სრულყოფა, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, ასწლეულების განმავლობაში ახალი აღმოჩენენბის, ტექნოლოგიური წინსვლის, მცირე ცვლილებების შედეგად ხდებოდა და მათ გამოსაყენებლად სულ უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდიდა.

გასაკვირი არ არის, რომ კატერინა კამპრანიმ თავის კოლექციას დაარქვა "The Uncomfortable" - მოუხერხებელი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"საყოფაცხოვრებო დიზაინით ყოველთვის ძალიან ვინტერესდებოდი. რამდენიმე წლის წინ დიზაინის სფეროში სამეცნიერო ხარისხის მიღებაც გადავწყვიტე, თუმცა დისერტაციის დასრულება ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე. ძალიან ბევრი გავიგე რაში მდგომარეობს კონკრეტული საგნების მოხერხებულობა და როგორ შეიძლება ამის მიღწევა. ამან კი შთამაგონა რომ სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავსულიყავი." - ყვება კამპრანი, რომელიც ათენში ცხოვრობს.

დიზაინერის თქმით, მისი მიზანი იყო ჩვეული ნივთების უჩვეულო რაკურსით წარმოდგენა და გაოცებული დარჩა რამდენად რთულად მისაღწევი აღმოჩნდა საწინააღმდეგო გზით სიარული.

ჩვეული ნივთების კამპრანის მიერ შექმნილი ვერსიები მოწოდებულია იმისთვის, რომ ამ ნივთების გამოყენების შედეგად მიღებული სიამოვნება გააფუჭოს - ნივთები კი ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან არის აღებული დაწყებული ჩანგლებიდან და კოვზებიდან დასრულებული გასაღებით რომელსაც ადამიანის სიგიჟემდე მიყვანა შეუძლია.

"ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ავირჩიე ეს გზა და გადავწყვიტე მსგავსი ნივთების კეთება იყო ის, რომ მივხვდი ეკონომიკური სტაგნაციის მქონე ქვეყანაში ვერასდროს გავხდებოდი წარმატებული საყოფაცხოვრებო დიზაინერი"- ამბობს კამპრანი.

დიზაინერის ქმნილებებმა ყურადღება უდავოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიპყრო, განსაკუთრებით კი იმის გამო რომ უმეტესი მათგანი ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია.

დიზაინერის თქმით, ის ყველაზე მარტივ ნივთებს იღებს, რთულ ნივთებს განგებ ერიდება და მათი მთავარი ფუნქციის იდენტიფიცირებას ახდენს, შემდეგ მომხმარებელთან ამ ნივთების ურთიერთქმედებას აანალიზებს და მათ გარდაქმნას იწყებს.

მკითხველის კომენტარები
(2)

ნინო
21 დეკემბერი , 2017 20:12

ამაზე დიდი დებილობა არც წამიკითხავს

ია
18 დეკემბერი , 2017 12:12

სულელური რაღაცაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საჭირო ნივთები, რომლებსაც ასეთი დიზაინის გამო ვერ გამოიყენებთ | Allnews.Ge