31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
21.12.2017 / 07:12
შრიფტის ზომა:

როდის უნდა ვუთხრათ ბავშვს თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლე?

თითქმის ყველა მშობელი დგება დილემის წინაშე უთხრას თუ არა ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და როდის გააკეთოს ეს? იქნება ეს 6, 7 თუ 8 წლის ასაკი, ამის განმარტებამ ბავშვზე შეიძლება სხვაგვარად იმოქმედოს, თუმცა, ადრე თუ გვიან ბავშვი გაიგებს სიმართლეს. როგორ გავსაზღვროთ, რა ფორმით ვუთხრათ ეს პატარას?

The Week-ის ინფორმაციით, რომელიც ფსიქოლოგ მარგოთ მაგოვანს ესაუბრა, ბავშვებს იქამდე უნდა ვუთხრათ, რომ საჩუქრები ბუხრის საკვამურის გავლით, ღამით ჩუმად ნამდვილად სანტას მოაქვს, მანამ ბავშვს ამის გულწრფელად სჯერა და ეჭვები არ უჩნდება. ამ შემთხვევაში ასეთი ბავშვური მითების შეთხზვა დანაშაული არ არის.

როდესაც ბავშვს სანტასთან დაკავშირებით შეკითხვები უჩნდება, მას შობასთან დაკავშირებით წმინდა ნიკოლასის ისტორიაც შეგვიძლია მოვუყვეთ და ვუთხრათ, რომ თოვლის ბაბუას ტრადიცია, მითის მიხედვით სწორედ მისგან მოდის. მაგალითად, 9 წლის ასაკში ბავშვების ტვინს უკვე ისეთი ლოგიკური მსჯელობის შესაძლებლობა აქვს, რომ მსგავს შეკითხვას აუცილებლად დასვამს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს სიმართლის თქმის ფორმას, "თქვენს შვილს რთულ რეალობაში უხეშად ნუ დააბრუნებთ", - წერს The Week-ი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ფსიქოლოგები გვირჩევენ, როდესაც ბავშვი მოვა და თოვლის ბაბუას არსებობის შესახებ შეკითხვებს დაგისვამთ, გაარკვიეთ, რამ აღძრა მასში ეჭვები. შესაძლოა, თოვლის ბაბუის არ არსებობის შესახებ იდეას სკოლაში მოკრა ყური, თუმცა ყველაფერი დეტალურად არ იცის. ამ საკითხზე მას სერიოზულად დაელაპარაკეთ და ჰკითხეთ, თავად სჯერა თუ არა და რატომ გეკითხებათ ამას, გადაწყვეტილებას კი მისი პასუხიდან გამომდინარე მიიღებთ.

თუ მიხვდებით, რომ ბავშვი სიმართლისთვის ემოციურად მზად არ არის, უმჯობესია, არაფერი უთხრათ, თუმცა თუ შეამჩნევთ, რომ სანტას არსებობაში ბავშვს ეჭვი სერიოზულად ეპარება, უმჯობესია, სიმართლე უთხრათ.

კიდევ ერთი გზა, როგორ ვუთხრათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუას ისტორია მოგონილია, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში არსებული საჩუქრების ჩუქების ტრადიციაა. ამის შედეგად გამოიკვეთება, რომ სანტა კლაუსი იდეაა და არა პიროვნება. მაგალითად, შეგიძლიათ, შვილს უამბოთ, რომ დიდ ბრიტანეთში სანტა კლაუსი სულგრძელობის, სილამაზისა და ქველმოქმედების სიმბოლოა, რომლის იდეაც ერთი ღამის განმავლობაში ხორციელდება და მშობლები კარგ ბავშვებს ნაძვის ხესთან საჩუქრებს უტოვებენ.

ეს ტრადიცია განსხვავებულად სრულდება ავსტრიაში, სადაც ბავშვები თავიანთ ცარიელ ფეხსაცმელს საძინებლის კართან ან ღია ფანფრის რაფასთან ტოვებენ და დილით წმინდა ნიკოლასის მიერ ცარიელ ფეხსაცმელში ჩაწყობილი საჩუქრები ხვდებათ.

როდესაც სანტას არ არსებობის შესახებ ეუბნებიან, ზოგიერთი ბავშვი გრძნობს, თითქოს უღალატეს, რაც გასაკვირი არ არის, თუმცა მშობლები უნდა დააკვირდნენ, რომ ეს ნეგატიური რეაქცია დიდხანს არ გაგრძელდეს, ამიტომ საჭიროა პატარასთან საუბარი, შეკითხვების დასმა, რაც რთული ვითარებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. ბავშვს უნდა უთხრათ, რომ ის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გიყვართ, სწორედ ამიტომ თოვლის ბაბუა ტყუილი კი არა ახალი წლის თქვენი ინტერპრეტაციაა, რომ სიხარული სწორედ ასეთი ფორმით გაავრცელოთ.

შეკითხვებს ყველა ბავშვი მაშინ სვამს, როდესაც სიმართლის გაგებისთვის მზადაა, როდესაც ბავშვს სიმართლეს ეტყვით, გააფრთხილეთ, რომ მის თანაკლასელებსა და მეგობრებს ამის შესახებ არ უამბოს, რათა სხვა ბავშვების ფსიქიკა დავიცვათ. უბრალოდ, თქვენს შვილს უთხარით, რომ ამის შემდეგ მაშინ შეიტყობენ, როცა მზად იქნებიან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვს სანტას არ არსებობის შესახებ შეატყობინებთ, ოჯახში საჩუქრის ჩუქების ახალი ტრადიციები დაამკვიდროთ.

მკითხველის კომენტარები
(2)

მმმ
23 დეკემბერი , 2017 05:12

მშვენიერი ახსნაა უფლის სახელით შთაგონება.

...
21 დეკემბერი , 2017 11:12

როგორც ყველა რათქმაუნდა მეც დავდექი ამის წინაშე და 9 წლის ბავშვს ავუხსენი შემდეგნაირად, როგორც ღმერთს ვთხოვთ სხვადასხვა სურვილების ასრულებას და ის კი არ მოდის და მოაქვს შენი ჩანაფიქრები, არამედ მშობლებს ან ახლობლებს შთააგონებს თუ დაიმსახურებ რომ გაჩუქონ ის რაც გინდა და იმსახურებ, დაახლოებით იგივე პრინციპით მოქმედებს თოვლის ბაბუასთან სურვილის ჩაფიქრება და ის მართლა მარხილით არ დაფრინავს და ბუხრიდან არ ჩამოდის, მოკლედ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა უნდა, ჩემთან ამან საკმაოდ კარგად გაჭრა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როდის უნდა ვუთხრათ ბავშვს თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლე? | Allnews.Ge