30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
25.12.2017 / 07:12
შრიფტის ზომა:

როგორ გავამრავალფეროვნოთ საახალწლო სუფრა?

ახალი წელი გვიახლოვდება და ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას თავისი საყვარელი და ტრადიციული კერძი აქვს მოსამზადებელი. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ტრადიციული "ოლივიესა" და უკიდურეს შემთხვევაში ყოველწლიური ინდაურის პარალელურად, რაიმე განსხვავებულის გასინჯვა მოგინდებათ, ჩვენი რეკომენდაცია სწორედ თქვენთვისაა.

უდავოა, რომ ხორციანი საჭმელები, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემწვარი გოჭი და ინდაური საახალწლო სუფრის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, ბრიტანალები არც ერთ წელს არ ატარებენ ინდაურის გარეშე. თუმცა, უნდა აღნიშნოს რომ ინდაური კუნძულზე პირველად 500 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთმა იორკშირელმა მოვაჭრემ მოგზაურობისას ის ინდოელებისგან შეიძინა და გაერთიანებულ სამეფოში ჩაიყვანა. საშობაო სუფრაზე კი ის პირველად ჰენრი VIII-ს დროს მოხვდა. თუმცა, მთავარ საშობაო კერძად ის უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საოჯახო ტექნიკას მაცივარი შეემატა.

ტრადიციების პატივისცემა კარგია, თუმცა ზოგჯერ სურვილი გვიჩნდება ახალ წელს ახალი კერძებით შევხვდეთ. გთავაზობთ ერთი კერძის რეცეპტს, რომელიც თქვენს სუფრას გაამრავალფეროვნებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ღორის ხორცი მანგოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

• 1 კილოგრამი ღორის ხორცი ძვლების გარეშე

• 8 ნაჭერი ბეკონი (სასურველია ოდნავ მარილიანი)

• 2 ცოცხალი მანგო, გასუფთავებული და შედარებით წვრილად დაჭრილი ან

• 150-200 გრამი გამომშრალი მანგო (ან ნებისმიერი ალტერნატიული ხილი თქვენი გემოვნებით)

• ხახვი (სასურველია დაჭრათ წვრილად)

• საკმაო რაოდენობის დაჭრილი მწვანილი - ოხრახუში, კამა, ქინძი (იდეალური ვარიანტი ქინძია, გემოზე დიდ გავლენას არ ახდენს, თუმცა პიკანტურ აქცენტს აკეთებს).

• ერთი კბილი ნიორი, ის კარგად უნდა დაჭრათ.

• 100 გრამი ქიშმიში

• ცოტა მაიონეზი, კონკრეტულ რაოდენობას არ ვასახელებთ, რადგან მაიონეზი სხვადასხვანაირი არსებობს

• 100 გრამი სუხარი

• და თუ სადმე მაცივარში სოსისიც მოგეპოვებათ შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ და გამოიყენოთ.

პირველ რიგში ღუმელი 220 გრადუსამდე გააცხელეთ. სანამ ის ცხელდება შეწვით თქვენი ბეკონი, შეწვით მორევით იქამდე, სანამ კარგად არ შეიწვება.

ამის შემდეგ შეგიძლიათ ბეკონი ამოიღოთ იმ ცხიმში კი წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ჩაყაროთ და 3 წუთის განმავლობაში მოშუშოთ.

როდესაც ესეც მომზადდება ერთმანეთში აურიეთ მანგო, ბეკონი, მწვანილი, ქიშმიში ხახვი და ნიორი.

ამის შემდეგ აიღეთ ღორის ხორცი და ის სიგრძეზე გაჭერით მაგრამ არა ბოლომდე, ისე რომ ის წიგნივით გადაიშალოს, მომზდებული მანგოსა და დანარჩენი ინგრედიენტების ნაზავი შუაში მოათავსეთ და ჩხირებით ისევ შეკარით.

ფრთხილად და არც ძალიან უხვად წაუსვით თქვენს ხორცს მაიონეზი და მოაყარეთ გამომშრალი პური, შეწვით ხორცი სანამ წითელ ფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ ის გაცხელებულ ღუმელში უნდა გაგზავნოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ხორცს მსუქანი ნაწილიც აქვს, ის ზემოდან მოაქციეთ, რათა გადნეს და ხორცი გაიჟღინთოს, ცოტა არ იყოს და ღორის ხორცი ზოგადად მშრალია.

25 წუთის შემდეგ ღუმელის ტემპერატურა 180 გრადუსამდე უნდა შეამციროთ. და კიდევ საათნახევრის განმავლობაში დატოვოთ ღუმელში. თუ ხორცს ჩხირს შეურჭობთ და იქიდან აბსულუტურად გამჭირვალე სითხე გამოჟონავს, ყოველგვარი ვარდისფერი შეფერილობის გარეშე, თქვენი კერძი მზადაა. ღუმელიდან გამოღებისას 5 წუთი გააჩერეთ ხორცი, შემდეგ კი დაჭერით, გარნირათ მიიტანეთ ნებისმიერი რამ თქვენი გემოვნებით, თუმცა კულინარების გამოცდილებას თუ დავუჯერებთ მანგო ბრინჯს უხდება, ვაშლი კი კარტოფილს.

მკითხველის კომენტარები
(1)

ლალუკა
25 დეკემბერი , 2017 18:12

მანგო მაკლია მარტო.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გავამრავალფეროვნოთ საახალწლო სუფრა? | Allnews.Ge