
პოსტინდუსტრიულ ქვეყნებს მოზარდობის ასაკის ახალი განსაზღვრება სჭირდებათ - ამბობენ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტის" მიერ გამოკითხული ექსპერტები. თუ აქამდე ევროპელები ზრდასრულ ცხოვრებაში 19 წლის ასაკიდან შედიოდნენ, ახლა ეს ასაკი 24 წლამდე გაიზარდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ნორმა კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.
თუმცა, კიდევ ერთი ექსპერტის მოსაზრებით, ზრდასრულობის ასაკში გადასვლის ახალი ნორმის მიღება იქამდე მიგვიყვანს, რომ ახალგაზრდები კიფევ უფრო ინფანტილურები გახდებიან.
ექსპერტების ნაწილის თქმით, მოზარდობის ასაკის ზრდის ძირითადი მიზეზები სოციალური ხასიათისაა, რადგან დღეს პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში ახალგაზრდები გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში სწავლობენ, გვიან ქმნიან ოჯახს და გამოთქვამენ ბავშვების ყოლის სურვილს. თუმცა, ბიოლოგიური ზრდაც შენელებულია აღნიშნავენ მეცნიერები.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მეცნიერები, რომლებიც მოზარდობის ასაკის გაზრდის მომხრეები არიან, არგუმენტად იმას იშველიებენ, რომ ადამიანის სხეული ზრდასა და ცვლილებას 19 წლის შემდეგაც აგრძელებს. მაგალითისთვის, ტვინი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებს განვითარებას, მას შემდეგ, რაც დღეს მიღებული მოსაზრების თანახმად, ადამიანი ზრდასრული ხდება. ზოგიერთ ადამიანს კი 25 წლამდე სიბრძნის კბილიც კი არ ამოსდის- აღნიშნავენ ექსპერტები.
გარდა ამისა, ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის ქვეყნებში ახალგაზრდები სულ უფრო გვიან ქმნიან ოჯახს და გამოხატავენ შვილების ყოლის სურვილს.
გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების თანახმად, ინგლისსა და უელსში 2013 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი მამაკაცებში 32,5 წელი იყო, ქალებში 30,6 წელი.
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრივილეგიაა, რომელიც გათვალისწინებულია ზრდასრულებზე, ადამიანი უკვე 18 წლის ასაკიდან იღებს, როგორც წესი, ზრდასრულ ცხოვრებაში თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობის აღება გაცილებით გვიან ხდება", - წერს სტატიაში სამეფო საბავშვო საავადმყოფოს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი პროფესორი სიუზან სოიერი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოსტინდუსტრიულ ქვეყნებს მოზარდობის ასაკის ახალი განსაზღვრება სჭირდებათ - ამბობენ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტის" მიერ გამოკითხული ექსპერტები. თუ აქამდე ევროპელები ზრდასრულ ცხოვრებაში 19 წლის ასაკიდან შედიოდნენ, ახლა ეს ასაკი 24 წლამდე გაიზარდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ნორმა კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.
თუმცა, კიდევ ერთი ექსპერტის მოსაზრებით, ზრდასრულობის ასაკში გადასვლის ახალი ნორმის მიღება იქამდე მიგვიყვანს, რომ ახალგაზრდები კიფევ უფრო ინფანტილურები გახდებიან.
ექსპერტების ნაწილის თქმით, მოზარდობის ასაკის ზრდის ძირითადი მიზეზები სოციალური ხასიათისაა, რადგან დღეს პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში ახალგაზრდები გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში სწავლობენ, გვიან ქმნიან ოჯახს და გამოთქვამენ ბავშვების ყოლის სურვილს. თუმცა, ბიოლოგიური ზრდაც შენელებულია აღნიშნავენ მეცნიერები.
მეცნიერები, რომლებიც მოზარდობის ასაკის გაზრდის მომხრეები არიან, არგუმენტად იმას იშველიებენ, რომ ადამიანის სხეული ზრდასა და ცვლილებას 19 წლის შემდეგაც აგრძელებს. მაგალითისთვის, ტვინი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აგრძელებს განვითარებას, მას შემდეგ, რაც დღეს მიღებული მოსაზრების თანახმად, ადამიანი ზრდასრული ხდება. ზოგიერთ ადამიანს კი 25 წლამდე სიბრძნის კბილიც კი არ ამოსდის- აღნიშნავენ ექსპერტები.
გარდა ამისა, ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის ქვეყნებში ახალგაზრდები სულ უფრო გვიან ქმნიან ოჯახს და გამოხატავენ შვილების ყოლის სურვილს.
გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების თანახმად, ინგლისსა და უელსში 2013 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი მამაკაცებში 32,5 წელი იყო, ქალებში 30,6 წელი.
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრივილეგიაა, რომელიც გათვალისწინებულია ზრდასრულებზე, ადამიანი უკვე 18 წლის ასაკიდან იღებს, როგორც წესი, ზრდასრულ ცხოვრებაში თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობის აღება გაცილებით გვიან ხდება", - წერს სტატიაში სამეფო საბავშვო საავადმყოფოს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი პროფესორი სიუზან სოიერი.
მკითხველის კომენტარები
(0)