06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენად სასარგებლოა ჩაის ხშირად სმა და რა საფრთხეებთან არის იგი დაკავშირებული ბავშვებისთვის? | Allnews.Ge

რამდენად სასარგებლოა ჩაის ხშირად სმა და რა საფრთხეებთან არის იგი დაკავშირებული ბავშვებისთვის?

არ არსებობს ოჯახი, სადაც ჩაის არ მოიხმარენ. ეს ის სასმელია, რომელიც ოჯახში ყველა თაობის წევრის მენიუშ შედის. ჩაისთან ასე მჭიდრო "მეგობრობის" მიუხედავად, ყოველთვის რჩება კითხვები, რომლებზე პასუხიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

რომელი ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ჩაის მიღება და რომელ ასაკში რამდენი ჩაი უნდა დალიოს ბავშვმა?

2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ჩაის მიცემა რეკომენდებული არ არის. 2 წლიდან კი ღია ფერის ჩაი შეგიძლიათ შესთავაზოთ, ისიც კვირაში 3-4-ჯერ 50 მილილიტრი.

3 წლიდან 6 წლამდე - 100 მლ კვირაში 3-4-ჯერ

7 წლიდან კი შეგიძლიათ უფრო მუქი ჩაი მისცეთ - 1 ჩ/კ 200 მლ წყალზე ასევე კვირაში 3-4-ჯერ.

ყველაზე სასარგებლო ჩაი ბავშვებისთვის

ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში საბავშვო ბაღებსა თუ სამკურნალო დაწესებულებებში პატარებს რძიან ჩაის ასმევდნენ. რძით გაზავებული ეს სასმელი უფრო მეტი სიკეთის მომტანია. 3 წლამდე ბავშვებს ჩაი 1/1 პროპორციით გაუზავეთ რძით, 3 წელზე უფროსებს კი უბრალოდ, ცოტა რძე ჩაუმატეთ ჩაიში - ჩაი, ისევე როგორც ყავა, ორგანიზმიდან გარკვეული რაოდენობის კალცის გამოდევნას ახდენს, რძე კი ამ კალცს ანაზღაურებს)

როდის არ შეიძლება ჩაის დალევა

არ დაალევინოთ ბავშვებს ჩაი ძილის წინ, რათა აღმგზნები ეფექტი არ მიიღოთ. ეს ეხება რძიან ჩაისაც, რადგან კოფეინი და მისი ნერვულ სისტემაზე მოქმედება შენარჩუნებულია. მწვანე ჩაი შესაძლებელია, რადგანაც ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით კოფეინს შეიცავს.

ჩაი არ არის სასურველი, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს - შეიძლება სიცხის აწევას შეუწყოს ხელი.

ჩაი ახალდაყენებული უნდა მიირთვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

არ მიაჩვიოთ ბავშვი ძალიან ცხელი ჩაის დალევას, რადგან კბილების ემალს დაუზიანებს. არც კუჭ-ნაწლავისთვის არის მდუღარე ჩაი სასურველი.

ყავა თუ ჩაი - რომელი უფრო სასარგებლოა?

ჩაი თაფლით თუ შაქრით?

შაქარი ჩაის არანაირ სასარგებლო თვისებას არ მატებს. რაც ნაკლებ შაქარს მიიღებს ბავშვი, მით უკეთესი მისთვის. იდეალურია, თუ უშაქრო ჩაის დალევას მიეჩვევა.

უკეთესია მასში თაფლი ჩაამატოთ. ამით გემოც გაუმჯობესდება და სასარგებლოც გახდება - განსაკუთრებით, გრიპისა და გაციების დროს არის ეს.

გამდიდრებული ჩაი

მეტი სარგებლიანობისთვის ჩაიში მიღებულია ლიმონის, შავი მოცხარის და ვაშლის ჩირის ჩამატება.

ჟოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აუმჯობესებს და სიცხის დამწევი ეფექტიც აქვს.

პიტნა - ამშვიდებს და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. იხილეთ გაგრძელება