28 პარასკევი - 2025, მარტი

კვირაში 10 – 15 ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღება სიცოცხლის ხანგრძლივობას 2 წლამდე ამცირებს | Allnews.Ge

კვირაში 10 – 15 ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღება სიცოცხლის ხანგრძლივობას 2 წლამდე ამცირებს

ახალი კვლევის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის გამუდმებული მოხმარება სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. 600 000 ადამიანზე დაკვირვების შედეგად, რომლებიც ალკოჰოლს მოიმხარენ, დადგინდა, რომ ყოველკვირეულად 10 – 15 ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 1-დან 2 წლამდე ამცირებს. მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ თუ კვირაში 18 ალკოჰოლურ სასმელზე მეტს ვსვამთ, სიცოცხლის დაახლობით 5 წელს დავკარგავთ.

ბრიტანელი მკვლევარების რეკომენდაციით, კვირაში მხოლოდ 6 კათხა ლუდისა ან 7 ჭიქა ღვინო შეგვიძლია მივიღოთ, იმისთვის, რომ ჯანმართელობის მდგომარეობა არ გაგვიუარესდეს.

"ლანცეტის" კვლევის ავტორების თქმით, იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც ალკოჰოლს მსუბუქად მოიხმარს, სიკვდილის მაღალი რისკი ვერ აღმოაჩინეს.

კვლევის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ ალკოჰოლური სასმელის გამუდმებული მიღება კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს ზრდის.

აქამდე ცნობილი იყო, რომ მცირე დოზით წითელი ღვინის მიღება კარგია გულისთვის, თუმცა მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული დასკვნა შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს.

"აღნიშნულმა კვლევამ ცხადყო, რომ ალკოჰოლის მიღებას არანაირი დადებითი თვისება არ აქვს", -განმარტა კარდიოვასკულარული მედიცინის პროფესორმა ტიმ ჩიკომ.