კოულროფობია - კლოუნების შიში, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს | Allnews.Ge

კოულროფობია - კლოუნების შიში, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს

ბევრი ადამიანი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უმეტესობა თანხმდება რომ კლოუნები შემაძრწუნებლები არიან. მაგრამ რატომ?

როგორც აღმოჩნდა ამას გარკვეული ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. მათ მიმართ წარმოშობილ შიშს კი სამეცნიერო სახელიც კი მისცეს. კოულროფობია - ამ სახელითაა ცნობილი ის გადაჭარბებული შიში, რომელსაც ადამიანები ამ ერთი შეხედვით კომიკური პერსონაჟის მიმართ განიცდიან. ის ზოგჯერ სპეციფიკური ფობიების ნუსხაში შეჰყავთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ კოულროფობიას ვერც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ICD-10-ისა და ვერც ამერიკის ფსიქიატრiული ასოციაციის DSM-5-ის ჩამონათვალში ვერ იპოვით.

თუმცა საინტერესოა რა მახასიათებლების გამო იწვევს კლოუნი ადამინების დიდ ნაწილში შიშის გრძნობას და რატომ მიიჩნევენ მათ შემაძრწუნებლებად. ერთ-ერთი თეორია "ბოროტი ხეობის" ეფექტს ეფუძნება. ეს არის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც რობოტი ან სხვა ნებისმიერი ობიექტი, რომელიც გამოიყურება ან იქცევა როგორც ადამიანი, თუმცა ადამიანი არ არის დამკვირვებლებში ზიზღს იწვევს. ამ დახასიათების ფარგლებში თავისუფლად ხვდება კლოუნი, რომელსაც ადამიანის სახე და სხეულის აგებულება აქვს, თუმცა ქმედებებით მისგან განსხვავდება. კლოუნის კოსტიუმი მიდრეკილია მისი სახისა და სხეულის გარკვეული ნაწილების გაზრდისა და გამოკვეთისკენ რაც არა მხოლოდ კომიკური, არამედ რიგ შემთხვევებში საშიშიც კი არის.

კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორის ჯოზეფ დარუინის განმარტებით, ბავშვები მგრძნობიარეები არიან სხეულის ჩვეული აღნაგობის მიმართ და განსხვავებული არატრადიციული გარეგნობა მათზე დიდ ხშირ შემთხვევაში უარყოფით შთაბეჭდილებას ახდენს. რასაც ბავშვი შემდგომში მას ფობიის სახით მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს. მკვლევარები, რომლებიც ამ ფობიას სწავლობდნენ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ეფექტის გაძლიერებას კლოუნის ანტისოციალური ქცევაც განამტკიცებს - როგორც წესი კლოუნების ქცევის წინასწარ განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია - მათ შეიძლება მოულოდნელად სახეში წყალი შეგასხან ან ხელი ჩამორთმევის დროს რამე მოწყობილობით მინიმალური სიმძლავრის დენი დაგარტყან.

სიმართლე რომ ვთქვათ მათ სანდო რეპუტაცია სულაც არ აქვთ. ან შეხედულების განმტკიცებას კი ბოლო პერიოდში კლოუნების თანამონაწილეობით გამოსული საშინელებათა ფილმებიც უწყობს ხელს, თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება, რადგან 2016 წელს მთელს ამერიკაში საუბრობდნენ კლიუნების ფორმაში გამოწყობილ ადამიანებზე, რომლებიც ტყის პირას ან მივარდნილ ტრასებზე ჩნდებოდნენ და ქალებსა და ბავშვებს ტყეებში იტყუებდნენ.

ამის შესახებ პირველი ინფორმაცია სამხრეთ კაროლინაში გავრცელდა, როდესაც 9 წლის ბავშვმა თქვა რომ კლოუნის ფორმაში ჩაცმული ორი მამაკაცი მის ტყეში შეტყუებას ცდილობდა. მსგავსი ისტორიების მთელს ამერიკაში და მოგვიანებით კანადაშიც გავრცელდა და იმდენად შორს წავიდა რომ გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიისთვის მიეღწია.