საინტერესო
19.04.2018 / 12:04
შრიფტის ზომა:

დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ი თვითმფრინავში დასადგომი სკამების განთავსებით დაინტერესდა

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანიის Ryanair-ის ხელმძღვანელი თვითმფრინავში დასაჯდომის ნაცვლად დასადგომი სკამების განთავსებით დაინტერესდა, თუმცა, სანამ თვითმფრინავის სალონში მსგავსი სკამების განთავსებას შეძლებს მან უნდა დაამტკიცოს, რომ ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა.

დასადგომი სკამების იდეა დაახლოებით, 8 წლის წინ იტალიურმა დიზაინერულმა კომპანია Aviointeriors Group-მა წარმოადგინა. საბედნიეროდ, იმ დროს არც ერთი ავიაკომპანია არ დაინტერესდა აღნიშნული იდეით, Aviointeriors Group-ი ავიაკომპანიებს დასაჯდომი სკამების ნაცვლად დასადგომ სკამებს, მგზავრებს კი დამდგარ და არა დამჯდარ პოზიციაში მგზავრობას სთავაზობდა. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ ენთუზიასტები მაინც გამოჩნდნენ. განახლებული ვერტიკალური სკამები დიზაინერულმა კომპანიამ გერმანიაში თვითმფრინავის სალონის აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე აჩვენა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

Aviointeriors Group მიიჩნევს, რომ ეკონომკლასი დღეს ზედმეტად კომფორტულია, ამიტომ ფირმა კომპანიებს სთავაზობს, თვითმფრინავის სალონში ვერტიკალური სკამები განათავსონ, რაც დიზაინერული კომპანიის თქმით, სკამებს შორის მანძილს 60-70 სანტიმეტრით შეამცირებდა და სალონში 20%-ით მეტი ადგილის განთავსება და შესაბამისად მეტი მგზავრის გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი. რაც შეიძლება არც ისე ცუდი იდეა იყოს მცირე მანძილზე მოგზაურობისას, მაგალითად შოტლანდიის კუნძულებს შორის, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში, მგზავრობას შეიძლება, რამდენიმე წუთი დასჭირდეს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ დისკომფორტს ვერც მგზავრი იგრძნობს და თანაც ბილეთის ფასიც რეისზე მგზავრების რაოდენობის ზრდის პარალელურად დაიკლებს. თუმცა, მსგავსი მომსახურება გრძელ მანძილზე სრულად წარმოუდგენელია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიზაინერული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სკამები მთლად დგომას არ ითვალისწინებს, ის უფრო ცხენზე ჯირითის ან ველოსიპედზე ჯდომის პრინციპს ჰგავს და თანაც უსაფრთხოების ღვედებიც აქვს.

მკითხველის კომენტარები
(2)

დავით ძებისაშვილი
20 აპრილი , 2018 06:04

"Low-budget" ან "low-cost"ავიაკომპანია, როგორც მათ ინგლისურად მოიხსენიებენ ნიშნავს არა იმას, რომ ამ კომპანიებს მცირე ბიუჯეტი აქვთ არამედ იმას, რომ მათი ბილეთები ხელმისაწვდომია მცირეშემოსავლიანი (ანუ მწირი ბიუჯეტის მქონე) ადამიანებისთვისაც. შესაბამისად, ,,დაბალტარიფიანი" ჯობია ითქვას.

უინტელექტოები
19 აპრილი , 2018 14:04

აქ ავარიული დაშვების დროს თავის დახრის მაგივრად ალბათ ფეხები უნდა აწიო მაღლა....

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ი თვითმფრინავში დასადგომი სკამების განთავსებით დაინტერესდა | Allnews.Ge