
არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ, გარეუბანში, პატარა ქალაქში თუ ქვეყნის დედაქალაქში. ნებისმიერ შემთხვევაში შენიშნავთ, რომ ქალაქი, ძირითადად, მანქანებისთვის არის დაგეგმილი და არა ფეხით მოსიარულეების ინტერესების გათვალისწინებით.
შვედმა მხატვარმა, კარლ ილგმა, გადაწყვიტა, ორიგინალური გზით გამოეხატა, თუ როგორია ჩვენი რეალობა მანქანების ეპოქაში. თავის ნახატში მხატვარმა მანქანებისთვის განკუთვნილი ფართობი უფსკრულის სახით გამოხატა, "ზებრა" გადასასვლელი ფიცრით გაკეთებულ საცალფეხო ხიდით, ტროტუარი კი უფსკრულის პირზე არსებულ ბილიკად წარმოაჩინა. ეს ყველაფერი კი იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, თუ რამდენ ადგილს იკავებენ და რა ფართობია დათმობილი ქალაქში ფეხით მოსიარულეებისთვის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, დასავლეთის ქალაქებმა ქუჩებში ფეხით მოსიარულეებისთვის გაცილებით მეტი ადგილის დათმობა დაიწყეს. მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხით მოსიარულეთა ქუჩა კოპენჰაგენში მდებარეობს და 1,2 კილომეტრის სიგრძისაა.
ნიუ იორკში ფეხით მოსიარულეთა ზონები Times Square-ისა და Herald Square-ის ტერიტორიაზეა მოწყობილი. აშშ-ში მოსახლეობას ყოველ წელს სთხოვენ, დედამიწის დღის აღსანიშნვად, ცოტა ხნბით ავტომობილებზე უარი თქვან და ფეხით გადაადგილდნენ. ევროპაში ყველზე დიდი სივრცე, სადაც მანქანები არ გაადაადგილდებიან, 4 კილომეტრის სიგრძისაა და ვენეციაში მდებარეობს. ამ მაგალითების მიუხედავად, ზოგადად, ქალაქები ისეა დაგეგმილი, რომ, ძირითადად, ავტომობილებისა და მათი მფლობელების ინტერესებს ითვალისწინებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ, გარეუბანში, პატარა ქალაქში თუ ქვეყნის დედაქალაქში. ნებისმიერ შემთხვევაში შენიშნავთ, რომ ქალაქი, ძირითადად, მანქანებისთვის არის დაგეგმილი და არა ფეხით მოსიარულეების ინტერესების გათვალისწინებით.
შვედმა მხატვარმა, კარლ ილგმა, გადაწყვიტა, ორიგინალური გზით გამოეხატა, თუ როგორია ჩვენი რეალობა მანქანების ეპოქაში. თავის ნახატში მხატვარმა მანქანებისთვის განკუთვნილი ფართობი უფსკრულის სახით გამოხატა, "ზებრა" გადასასვლელი ფიცრით გაკეთებულ საცალფეხო ხიდით, ტროტუარი კი უფსკრულის პირზე არსებულ ბილიკად წარმოაჩინა. ეს ყველაფერი კი იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, თუ რამდენ ადგილს იკავებენ და რა ფართობია დათმობილი ქალაქში ფეხით მოსიარულეებისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, დასავლეთის ქალაქებმა ქუჩებში ფეხით მოსიარულეებისთვის გაცილებით მეტი ადგილის დათმობა დაიწყეს. მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხით მოსიარულეთა ქუჩა კოპენჰაგენში მდებარეობს და 1,2 კილომეტრის სიგრძისაა.
ნიუ იორკში ფეხით მოსიარულეთა ზონები Times Square-ისა და Herald Square-ის ტერიტორიაზეა მოწყობილი. აშშ-ში მოსახლეობას ყოველ წელს სთხოვენ, დედამიწის დღის აღსანიშნვად, ცოტა ხნბით ავტომობილებზე უარი თქვან და ფეხით გადაადგილდნენ. ევროპაში ყველზე დიდი სივრცე, სადაც მანქანები არ გაადაადგილდებიან, 4 კილომეტრის სიგრძისაა და ვენეციაში მდებარეობს. ამ მაგალითების მიუხედავად, ზოგადად, ქალაქები ისეა დაგეგმილი, რომ, ძირითადად, ავტომობილებისა და მათი მფლობელების ინტერესებს ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარები
(0)