
მაშინ, როდესაც მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ქორწილისთვის ემზადებოდნენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილმა თაფლობის-თვის გასატარებლად ადგილი უკვე შეარჩია. აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამეფო წყვილმა თაფლობის-თვის თარიღი გადაწია, რათა თავიანთი პირველი სამეფო მოვალეობები შეასრულონ, როგორც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ.
აფრიკისადმი მათი სიყვარულისა და კონტინენტის გადარჩენაში გაწეული ძალისხმევის გათვალისწინებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო წყვილი თაფლობის თვეში ნამიბიისკენ გაემართება და ამ დღეებს განცალკევებულ მდიდრულ კარვების ბანაკში გაატარებს, რომელიც სულაც არ იქნება ბოტსვანაში მათი პირველი ერთობლივი მოგზაურობა, სადაც, როგორც ცნობილია მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.
Business Insider-ის ცნობით, კი წყვილი თაფლობის-თვეს კანადაში, ალბერტაში ჯასპერის ეროვნულ პარკში მდებარე სახლში გაატარებს.
არსებული ინფორმაციით, წყვილი Outlook Cabin-ში გაჩერდება, რომელსაც ზედმეტსახელად "სამეფო მოსასვენებლსაც" ეძახიან, რადგან აქ სამეფო ოჯახის წევრები წარსულშიც ხშირად რჩებოდნენ. დედოფალი და პრინცი ფილიპი იქ 2005 წლის ივნისში დარჩნენ. ამ ადგილს თავის დროზე ეწვივნენ ჯორჯ VI და დედა დედოფალი ელიზაბეტიც 1939 წელს.
სასტუმროს ვებგვერდის თანახმად, პატარა სახლს, რომელიც დღეში 6 627 დოლარი ღირს, აქვს განყოფილება შუშის სახურავითა და კედლებით, ვერანდა, ორი ბუხარი, ტერასა, დიდი მისაღები ოთახი, 6 საძინებელი ოთახი და 6 სააბაზანო.
თუმცა, ზუსტად სად გაატარებს სამეფო წყვილი თაფლობის თვეს ცნობილი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის, არსებული ინფორმაციით მათ კანადა შესაძლოა იმის გამოც შეარჩიონ, რომ მეგან მარკლს ერთ-ერთ ფილმზე Suits-ზე მუშაობისას ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდი დრო აქვს გატარებული.