
სახეზე ხელი აიფარეთ, როდესაც თქვენი ძაღლი დააცემინებს, ვინაიდან ასეთ დროს შეიძლება მომაკვდინებელი ვირუსის ახალი სახეობა გადმოგედოთ, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის დაინფიცირება და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ შინაური ცხოველები, შესაძლოა, ვირუსის ახალ სახეობას ატარებდნენ, რომელსაც მორიგი მასშტაბური გრიპის პანდემიის გამოწვევა შეუძლია.
გრიპის ახალი ვირუსი ცხოველშია კონცენტრირებული იქამდე, სანამ ადამიანზე გადავა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
1918 წლის ესპანური გრიპი, რომელმაც 50-და 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, როგორც ცნობილია, ბატებიდან გავრცელდა. 2009 წელს "ღორის გრიპი" კი ადამიანზე ღორებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 245 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ამჯერად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შინაური ძაღლები არიან გრიპის ვირუსის მატარებლები, რომელიც ადამიანზე გადადის, შედეგად ეს ვირუსი ადამიანის საუკეთესო მეგობარს, უხეშად რომ ვთქვათ, მის მტრად აქცევს - წერს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი".
ნიუ-იორკში მდებარე Icahn School of Medicine-ის მკვლევარებმა 16 გრიპის ვირუსის გენი დააჯგუფეს, რომლის ნიმუშიც ჩინეთში ძაღლებისგან აიღეს. აღმოაჩინეს, რომ გენები H1N1-ის მსგავს სეგმენტს შეიცავენ.
ძაღლებში გრიპის ვირუსზე დაკვირვება აქამდეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ვირუსები იცვლება და ერთმანეთთან ურთიერთობას იწყებენ, რაც იმის ალბათობას ქმნის, რომ ისინი მუტაციას განაგრძობენ და ადამიანს გადაეცემიან.
"ეს ყველაფერი იმას გვახსენებს, რაც თითქმის 10 წლის წინ H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში მოხდა"- აღნიშნა ჟურნალ mBio-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორმა, ადოლფო გარსია-სასტრემ.
მკვლევარებმა ახალი ვირუსი ჩინეთში იმ შინაურ ძაღლებში აღმოაჩინეს, რომლებიც ვეტერინართან სასუნთქი გზების პრობლემებით მიიყვანეს.
კვლევის შემდეგი ეტაპი იმასთან იქნება დაკავშირებული, აქვს თუ არა ადამიანს ამ ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სახეზე ხელი აიფარეთ, როდესაც თქვენი ძაღლი დააცემინებს, ვინაიდან ასეთ დროს შეიძლება მომაკვდინებელი ვირუსის ახალი სახეობა გადმოგედოთ, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის დაინფიცირება და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ შინაური ცხოველები, შესაძლოა, ვირუსის ახალ სახეობას ატარებდნენ, რომელსაც მორიგი მასშტაბური გრიპის პანდემიის გამოწვევა შეუძლია.
გრიპის ახალი ვირუსი ცხოველშია კონცენტრირებული იქამდე, სანამ ადამიანზე გადავა.
1918 წლის ესპანური გრიპი, რომელმაც 50-და 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, როგორც ცნობილია, ბატებიდან გავრცელდა. 2009 წელს "ღორის გრიპი" კი ადამიანზე ღორებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 245 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ამჯერად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შინაური ძაღლები არიან გრიპის ვირუსის მატარებლები, რომელიც ადამიანზე გადადის, შედეგად ეს ვირუსი ადამიანის საუკეთესო მეგობარს, უხეშად რომ ვთქვათ, მის მტრად აქცევს - წერს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი".
ნიუ-იორკში მდებარე Icahn School of Medicine-ის მკვლევარებმა 16 გრიპის ვირუსის გენი დააჯგუფეს, რომლის ნიმუშიც ჩინეთში ძაღლებისგან აიღეს. აღმოაჩინეს, რომ გენები H1N1-ის მსგავს სეგმენტს შეიცავენ.
ძაღლებში გრიპის ვირუსზე დაკვირვება აქამდეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ვირუსები იცვლება და ერთმანეთთან ურთიერთობას იწყებენ, რაც იმის ალბათობას ქმნის, რომ ისინი მუტაციას განაგრძობენ და ადამიანს გადაეცემიან.
"ეს ყველაფერი იმას გვახსენებს, რაც თითქმის 10 წლის წინ H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში მოხდა"- აღნიშნა ჟურნალ mBio-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორმა, ადოლფო გარსია-სასტრემ.
მკვლევარებმა ახალი ვირუსი ჩინეთში იმ შინაურ ძაღლებში აღმოაჩინეს, რომლებიც ვეტერინართან სასუნთქი გზების პრობლემებით მიიყვანეს.
კვლევის შემდეგი ეტაპი იმასთან იქნება დაკავშირებული, აქვს თუ არა ადამიანს ამ ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი.
მკითხველის კომენტარები
(1)
წყარო დადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასაცილოა ასეთი სტატია!