
განათლების სამინისტრომ ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. სკოლის მოსწავლის მშობელი, თამარ ქემოკლიძე აცხადებს, რომ პირი, რომელმაც მისი შვილი სცემა, მისივე შვილის კლასელის მამაა. თამარ ქემოკლიძის თქმით, ამ ფაქტს ორი დღის წინ მის შვილსა და შვილის თანაკლასელს შორის მცირე კამათი უძღოდა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სკოლის ადმინისტრაციაც, რომელმაც ფაქტი განთლების სამინისტროს აცნობა. სკოლის დირექტორის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდა მისი სკოლის მოსწავლე და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თუმცა, სცემა თუ არა მამაკაცმა ბავშვს, ეს დირექტორისთვის უცნობია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც თამარ ქემოკლიძემ აღნიშნა, პირი, რომელმაც მისი შვილი სცემა, პოლიციელის ფორმაში იყო ჩაცმული. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული პიროვნება პოლიციელი არ არის. უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა სამართალდამცველების მიერ კანონშესაბამისად მიმდინარეობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ორი დღის წინ, საღამოს, მეგობრებთან ერთად ლისის ტბაზე სასეირნოდ წავედი, სადაც გაურკვეველმა წვრილმა, კოღოზე მცირე ზომის მწერმა ფეხზე მიკბინა. ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ სახლში რომ მივედი, ფეხზე წითელი წერტილი აღმოვაჩინე, რომელიც ოდნავ შესიებულია. ჩემმა მეგობარმაც მითხრა, რომ ლისზე სეირნობის დროს მწერები კბენდნენ" - AMBEBI.GE-ს რესპონდენტი და მისი მეგობრები ალბათ ერთადერთი არ არიან, ვისაც თბილისის მიმდებარედ, წყალთან და ბუნებასთან კონტაქტისას მწერებმა უკბინეს. ამიტომ დავინტერესდით, კონკრეტულად რა ტიპის მწერები შეიძლება იყოს თბილისსა და საქართველოში ინფექციების გადამტანი და როგორ დავიცვათ თავი მათგან, რის შესახებაც განმარტებები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გააკეთეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტის, მერაბ იოსავას განმარტებით, მწერები, რომლებიც სისხლით იკვებებიან, ძირითადად, მზის ჩასვლის შემდეგ გამოდიან და მათი გავრცელების არეალი განსაკუთრებით, ლისის და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებია, რადგან აღნიშნულ მწერებს განვითარებისთვის წყალი და მწვანე გარემო ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, თუ აღნიშნულ მიდამოებში ზაფხულში, საღამოობით სეირნობას აპირებთ, სპეციალისტი გირჩევთ:
- ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი, რათა მწერი ადვილად შესამჩნევი გახდეს
- თუ მთელ სხეულს ვერ იფარავთ, დაუფარავ ადგილებზე რეპელენტები წაისვით ან შეისხურეთ, რომლებიც მწერების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებენ
- უმჯობესია, ასეთ მიდამოებში დღის განმავლობაში ისეირნოთ
- აჯობებს, ბავშვების წაყვანას მოერიდოთ.
რაც შეეხება მწერის ნაკბენს, სპეციალისტის განმარტებით, კანზე მსგავსი კვალი შეიძლება, ნებისმიერმა მწერმა დატოვოს.
"ყველა სისხლისმწოველი მწერი ტოვებს წერტილს, შესიებას, რადგან როდესაც სისხლს წოვს, ნერწყვთან ერთან შეაქვს სპეციალური ნივთიერება, რომელიც სისხლს ათხელებს, რომ არ შედედდეს და ადვილად მოწოვოს. ეს ალერგიულ რეაქციას იძლევა და სწორედ ამის გამო წითლდება კანი. ძალიან ხშირ შემთხვევაში კი, როცა ფხანას იწყებენ, სხეულში უფრო კარგად ჩაზილავენ ამ ნივთიერებას და შედეგად ნაკბენი უფრო მეტად სივდება. აღსანიშნავია, რომ ყველას ასე არ ემართება. აღნიშნული რეაქცია ძირითადად ისეთ ხალხს აქვს, ვინც ალერგიულია" - განმარტა მერაბ იოსავამ.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში გავრცელებული ინფექციაა ლეიშმანიოზი, რომელიც მცირე ზომის მწერს, ფლებოტომუსს ძაღლებზე გადააქვს, ძაღლიდან კი ადამიანზე გადადის.
"ლეიშმანიოზის ძირითადი კონტიგენტი არიან 5 წლამდე ბავშვები. წლების განმავლობაში საქართველოში მისი გავრცელების საკმაოდ დიდი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო წლებია, ავადობა მკვეთრად შემცირებულია როგორ თბილისში, ისე მთელ საქართველოში. რაც შეეხება ლეიშმანიოზის პროფილაქტიკას, მისი გადამტანი მწერები კოღოსგან განსხვავებით, არ ბზუიან და მათი მოქმედების რადიუსი 300 მეტრს არ აღემატება. ლეიშმანიოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება. ჯერ ფლებოტომუსმა ძაღლს უნდა უკბინოს, შემდეგ სისხლთან ერთად შეიწოვოს და მისგან გამოწვეული ლეიშმანიოზი ძაღლს გადააქვს ადამიანზე", - აღნიშნა მერაბ იოსავამ.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად ლეიშმანიოზი საქართველოში ძაღლების 20-23%-ს აღმოაჩნდა, რაც სპეციალისტების შეფასებით საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ლეიშმანიოზით ძირითადად, არა ქუჩის, არამედ სახლის ძაღლები იყვნენ დაავადებულები.
"სიმპტომები არის ასეთი: ძაღლს აქვს ჩაწითლებული თვალები, კანზე უჩნდება წყლულები, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოებში, თუ ძაღლი არის ახალგაზრდა, შეიძლება უმეტეს შემთხვევაში ლეიშმანიოზმა ფატალური შედეგი გამოიწვიოს, ზრდასრული ძაღლები უფრო გადაიტანენ, არ იღუპებიან, მაგრამ სამაგიეროდ, ხდებიან ლეიშმანიოზის რეზერვუარები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთი ძაღლების იზოლაცია მოხდეს, რათა დაავადება არ გავრცელდეს", - განმარტა სპეციალისტმა.
იოსავას ინფორმაციით, ლეიშმანიოზის სიმპტომები, განსაკუთრებით ბავშვებში, არის მაღალი სიცხე, ცხელება, საკმაოდ სწრაფად ვითარდება ღვიძლისა და ელენთის გადიდება, არ მოქმედებს ანტიბიოტიკები და სხვა სიცხის დამწევი წამლები და აღნიშნული სიმპტომების მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიაკითხონ სპეციალიზებულ კლინიკებს. წაიკითხეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(0)