
ძლიერი ქარის გამო, გუშინ ღამით თბილისი-სტამბოლის მიმართულებით TURKISH AIRLINES-ის რეისი გაუქმდა. ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს.
გარდა ამისა, თელ-ავივიდან მომავალ თვითმფრინავი თბილისში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა, მანამდე კი ერევანში მოუწია დაჯდომა. ხოლო უკრაინის ავიახაზების, Pegasus-ისა და Fly Dubai-ს თვითმფრინავებმა რამდენიმეწუთიანი შეფერხების შემდეგ მოახერხეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბრიტანელი ადამ სმიტი ყოფილი უსახლკაროა და ამტკიცებს, რომ მთელ მსოფლიოში შიმშილის პრობლემის დაძლევის გზას მიაგნო. ამასთანავე როგორც ადამი ამბობს მისი იდეის განხორციელებას კვების პროდუქტების დამატებითი წარმოება არ ესაჭიროება.
შიმშილის პრობლემა ადამს ძალიან აწუხებს - მშვენივრად იცის რას ნიშნავს იყო მშიერი, როდესაც ჯიბეში ერთი თეთრიც არ გაქვს.
"ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ვიყავი ციხეში რომ მოვხვდი ... მაშინ 10 წლის ვიქნებოდი, უკვე 12 წლისა ლიდზში ქუჩაში ვცხოვრობდი"- იხსენებს ადამი.
მისი თქმით, ბავშვობამ და მოზარდობის ასაკმა ძალიან ცუდად გაიარა. ბევრს სვამდა, ნარკოტიკებს მოიხმარადა და ერთხელ სუიციდის მცდელობაც კი ჰქონდა.
უკეთესი მომავლის ძიებაში ის გაერთიაებული სამეფოდან საცხოვრებლად ავსტრალიაში, მელბურნში გადავიდა. იქ მუშაობა რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად დაიწყო.
ძვირედ ღირებულ რესტორანში მუშაობამ ფინანსური მდგომარეობის გამყარების შესაძლებლლობა მისცა და საკუთარი თავის სრულყოფაზე დაიწყო მუშაობა. დამოუკიდებლად შეისწავლა რესტორნის საქმე და შეფ-მზარეულის თანამდებობამდე გაიზარდა. საბოლოოდ მისმა წლიურმა ანაზღაურებამ წელიწადში 100 ათას დოლარს მიაღწია. თუმცა, მისი ცხოვრება ამ პერიოდშიც კი არ იყო მთლად უღრუბლო, რადგან ვერ შეძლო ნარკოდამოკიდებულებისა და სასმელისთვის თავის დაღწევა.
ავსტრალიის მოქალაქეობის მიღების შანსი რომ გასჩენოდა, ადამი რამდენიმე თვის გამავლობაში ფერმაში მუშაობდა. სწორედ აქ მან აღმოაჩინა, თუ რამდენად ბევრი პროდუქტი, რომელთა წარმოებაზე სავარაუდოდ, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, საბოლოო ჯამში ნაგავსაყრელზე ხვდებოდა, უკეთეს შემთხვევაში კი ამ პროდუქტებით ნახირი გამოკვებეს. ამ აღმოჩენამ ადამის ცხოვრება მკვთრად შეცვალა.
"მე ვჭამდი იმას არასაც ღორები.... წარმოუდგენელია, რომ სუპერმარკეტებს კონტრაქტზე უარის თქმა უკანასნელ მომენტში შეუძლიათ და ფერმერები იძულებულები ხდებიან რაც სუპერმარკეტებს ვერ მიჰყიდეს, ღორებს აჭამონ. ძალიან დიდი სისულელეა",- ამბობს ადამი.
სწორედ ამ დროს მოუვიდა მას თავში აზრად პროექტ Real Junk Food-ის შექმნა, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ პროდუქტები, რომლებიც სუპერმარკეტებმა არ მიიღეს, გადაეცემოდათ იმ ადამიანებს ვინც შიმშილობდა.
მალე ადამ სმიტი ბრიტანეთში დაბრუნდა და იდეის განხორციელებას შეუდგა.
ახლა ადამი 32 წლისაა. პროექტი Real Junk Food 2013 წელს წამოიწყო.
იდესა საკმაოდ მარტივია. პროდუქტებს ის მიმწოდებლებისგან, რომლებმაც მათი გაყიდვა რეალიზაციის ვადის გასვლის, ან იმ ვადის გასვლის გამო ვერ შეძლეს, სადამდეც პროდუქტი თავის საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებს, ან უბრალო ზედაპირული დაზიანების გამო ვერ გაყიდეს, უფასოდ იღებს. ადამს თავის პროდუქტებს აძლევენ ის მიმწოდებლებიც, რომლებსაც სუპერმარკეტებმა კონტრაქტი გაუუქმეს.
ადამის თქმით, ამ პროდუქტების მოხმარება სრულიად უსაფრთხო და უვნებელია. ადამი ამ პროდქტებს იმ მაღაზიებსა და კაფეებში გზავნის სადაც მყიდველს ის უფასოდ ან სიმბოლური თანხის სანაცვლოდ შეუძლია მიიღოს.
ადამი მიიჩნევს, რომ ამ გზით ორი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება ხერხდება - პროდუქტების რაოდენობა, რომელიც ნაგავსაყრელზე ხვდება მცირდება და ის ადამიანებიც აღარ რჩებიან მშივრები, რომლებსაც საკვების შეძენის ფინანსური სახსრები არ აქვთ.
ადამის პროექტს მთელს მსოფლიოში 120 პარტნიორი ჰყავს. თითოეული მათგანის ბალანსზე დაახლოებით 30 კაფეა."ასეთი კაფეები შეგიძლია იპოვო ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეაში და თავად ბრიტანეთში".
ადამისა და მისი პარტნიორების მაღაზიებსა და კაფეებში მილიონზე მეტი ადამიანი იკვებება. მათი მაღაზიების თაროებზე უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 350 ათას ტონაზე მეტი პროდუქტი მოხვდა, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებოდა. ამ პროექტის წყალობით მხოლოდ ლიდზში შეჭირვებული ოჯახის დაახლოებით 15 ათასი ბავშვი იღებს თავის ყოველდღიურ სადილს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის მესამედი იყრება, ფუჭდება ან ნაკვეთებში რჩება და ფუჭდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომა, წყალი და ენერგიაც, რომელიც ამ პროდუქტების წარმოებაზე გამოიყენეს, ფუჭად გაიფლანგა.
ადამი უსახლკარო იყო და კარგად იცის რა არის შიმშილი, თუმცა მისი თქმით, ამ პროექტის წამოწყებისას ის ლოგიკით ხელმძღვანელობდა და არა თანაგრძნობით, რადგან ლოგიკას აცდენილია ის ფაქტი, რომ მაშინ როდესაც მილიონობით ადამიანი შიმშილობს, საკვებად გამოსადეგი ტონობით პროდუქტი იყრება.
ადამის თქმით, ამას ყველა კომპანია ვერ აცნობიერებს და ბრიტანეთის ბევრი საწარმო მისთვის პროდუქციის მიცემაზე უარს აცხადებს, რადგან არ სურთ რაიმე კავშირი ჰქონდეთ გაჭირვებულ ადამიანებთან და არ სურთ მათმა მომხმარებელმა დაინახონ, როგორ ჭამენ გაჭირვებულები იმ პროდუქტს, რომელზეც მათი მარკაა დატანილი.
ენდი, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ უიგანში კაფე Fur Clemt-ში დადის, ამბობს, რომ უფასო საჭმელის წყალობით, მან 4 შვილის გამოკვება შეძლო, მაშინ როდესაც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახდა.
რა იქნება მომავალში?- ენდი უფრო მასშტაბური ამოცანის წინაშე დგას - გადაჭრას შიმშილის პრობლემა მთელს მსოფლიოში.
როგორია მიზნის განხორციელების ვადები?- ის მიიჩნევს, რომ ამისთვის მას დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.
"თუ 10-15 წელში წარმატებას ვერ მივაღწევთ ეს ჩვენი კრახი იქნება"- აღნიშნა ადამმა.
მკითხველის კომენტარები
(2)
საქართველოშიც მაღალი კლასისი რესტორნებიდან დარჩენილი კარგი საჭმელი გააქვთ ნაგავში, თურმე ასეთი წესი ყოფილა და ამის მაგივრად გაჭირვებულებს რომ დაურიგონ კარგი საქმე იქნებოდა
ეს ყველა ქვეყანას სჭირდება, აი რისი გლობალიზაცია უნდა მოხდეს.