29 შაბათი - 2025, მარტი

ვინ არის ადამიანი, რომელმაც კონდიციონერი შექმნა | Allnews.Ge

ვინ არის ადამიანი, რომელმაც კონდიციონერი შექმნა

ცხელი ზაფხულისგან თავის დასაღწევად პირველი ჰაერის ელექტროგამაგრილებელი მსოფლიოს ამერიკელმა ინჟინერმა, უილის კერიერმა 1902 წელს წარუდგინა. მას შემდეგ კონდიციონერი ცხელ სეზონზე ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვან და საყვარელ ნივთად აქცია.

უილის კერიერი 1876 წელს აშშ-ს სოფელ ანგოლაში დაიბადა, 1901 წელს კი Cornell University-ში ინჟინრის ხარისხი მიიღო და მუშაობა Buffalo Forge Company-ში დაიწყო. 1902 წელს კი მსოფლიოში პირველი, თანამედროვე ჰაერის კონდიცირების სისტემა შექმნა, რათა ბრუკლინში მდებარე სტამბაში (Sacket&Wilhems) წარმოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა გადაეჭრა. გარდა იმისა, რომ სტამბის თანამშრომლების მუშაობა გაამარტივა, ამ გამოგონებით კერიერმა ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაც შეძლო.

8 შეცდომა, რომელსაც კონდიციონერის ხმარებისას ვუშვებთ

1904 წელს უილის კერიერმა მისი გამოგონება დააპატენტა. მან მსოფლიოში პირველად ისეთი ტიპის კონდიცირების სისტემა შექმნა, რომელსაც ერთდროულად ჰაერის გაწმენდა, დატენიანება და გამოშრობა შეეძლო. თანამედროვე კონდიციონერები ახლაც ამ პრინციპით მუშაობს.

მოგვიანებით კერიერმა შექმნა მოწყობლობა, რომელსაც შეეძლო, ოთახში ჰაერი დაეტენიანებინა, მოწყობილობა წარმატებთ გამოიყენებოდა ლაბორატორიასა და ოფისში.

1926 წელს კი კერიერმა მსოფლიოს საცხოვრებელ სახლში დასამონტაჟებელი პირველი კონდიციონერი გააცნო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც კერიერის ცხოვრებაში მოხდა, ნიუ-იორკის ცათამბჯენების კონდიცირებას უკავშირდება. 1949 წელს მან განაცხადა, რომ ქალაქის ოთხი ყველაზე დიდი ცათამბჯენი ჰაერის კონდიცირების სისტემებით აღიჭურვებოდა.

თუმცა, 1950 წლის ოქტომბერში, 74-ე დაბადების დღემდე უილის კერიერი ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. კერიერმა და მისმა კომპანიამ მფლობელის დაღუპვის შემდეგაც დიდი კვალი დატოვეს კონდიციონერების მსოფლიო ინდუსტრიაში, რომელიც დღესაც იზრდება. სწორედ იმიტომ, რომ უილის კერიერის სახელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გამოგონება უკავშირდება, 1998 წელს ის გამოცემა Time-მ საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კონდიციონერს უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლია - რას გვირჩევენ სპეციალისტები

წლების განმავლობაში კერიერის კონდიციონერები სხვადასხვა მუზეუმში, ცათამბჯენსა თუ საჯარო და კერძო სივრცეში მონტაჟდებოდა.

2004 წელს კერიერის კომპანიამ კომერციული მაცივრების CO2 სისტემა წარადგინა, რომელსაც დღეს ჩრდილოეთ ევროპაში არაერთი მაღაზია იყენებს. 2010 წელს Carrier Transicold-მა მაცივარი-კონტეინერების ინდუსტრიაში პირველი ბუნებრივი მაცივრის ტექნოლოგიაც წარადგინა.

კომპანია ახლაც ფუნქციონირებს და მომხმარებელს როგორც ოთახის გაგრილების, ისე მაცივრით ტრანსპორტირებისა და სხვა სერვისებს სთავაზობს.

მომზადებულია Williscarrier.comისა და Carrier.com-ის მიხედვით.