29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
02.07.2018 / 10:07
შრიფტის ზომა:

რა მოხდება, თუ გვეცოდინება, როდის და როგორ მოვკვდებით

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

მაშინაც კი, როდესაც სიტყვა "სიკვდილს" კომპიუტერის ეკრანზე, სულ რაღაც, 42,8 მილიწამში სიჩქარით თვალს მოვკრავთ, ჩვენი ქცევა ამის შედეგად შესაძლოა, შეიცვალოს და ყოველთვის დადებითი კუთხით არა.

რა თქმა უნდა, ყველა ოდესმე დავიხოცებით, გარდაიცვლება ყველა, ვისაც ვიცნობთ და გვიყვარს. როგორც BBC წერს, ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტზე არსებული შემაშფოთებელი ფიქრები ჩვენი ტვინის უკანა პლანზე ყოველთვის ტივტივებს და ჩვენს ყველა ქცევას განსაზღვრავს, მათ შორის, ყველა ქმედებას და გადაწყვეტილებას - ვიაროთ ეკლესიაში, ვჭამოთ მეტი ბოსტნეული, ვეწვიოთ სპორტდარბაზს, გვაძლევს მოტივაციას, ვიყოლიოთ ბავშვები, დავწეროთ წიგნი, შევქმნათ კომპანია.

"ჩვენ ცხოვრების დიდი ნაწილს ისე ვატარებთ, რომ სიკვდილზე არ ვფიქრობთ", - ამბობს ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და პენსილვანიის უნივერსიტეტის ეთიკის სპეციალისტი კრის ფოიდტნერი, - "ჩვენ რაღაცნაირად ვუმკლავდებით ამ ფაქტის არსებობას და ვცდილობთ კონცენტრირება მოვახდინოთ იმაზე, რასაც ჩვენ წინ ვხედავთ".

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თუმცა საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენი სიკვდილის ზუსტ თარიღსა და მიზეზს დაგვისახელებენ.

რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, თუმცა თუ ამ სცენარს ჰიპოთეტურად განვიხილავთ, ეს ნათელს მოჰფენს სასიცოცხლო მოტივაციას და შესაძლოა, დაგვეხმაროს კიდეც გავიგოთ, როგორ გავატაროთ ის ლიმიტირებული დრო, რაც დედამიწაზე ცხოვრებისთვის მოგვეცა.

კრის ფოიდტნერის თქმით, პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში პაციენტები ხშირად ორ ფაზას გადიან. თავიდან ისინი ეჭვქვეშ აყენებენ მათ დიაგნოზთან დაკავშირებით ყველა დეტალს და ცდილობენ გაარკვიონ ექიმთან, გარდაუვალია თუ არა სიკვდილი და აქვს თუ არა ბრძოლას  აზრი.

ამის შემდეგ ისინი ფიქრობენ იმაზე, როგორ გამოიყენონ ნაყოფიერად ის დრო, რაც მათ დარჩათ. და აქ მათი უმეტესობა ორიდან ერთ კატეგორიაში ხვდება: ან წყვეტენ, რომ მთელი ძალები და ენერგია დაავადებასთან ბრძოლისკენ მიმართონ, ან აკეთებენ არჩევანს უკვე განვლილი ცხოვრების გააზრების, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებისა და მათთვის საინტერესო საქმიანობის დაკავების სასარგებლოდ, რომელსაც მათთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ზუსტად ანალოგიური პროცესები გავითარდება ყველა იმ ადამიანის თავში, ვისაც საკუთარი სიკვდილის ზუსტი თარიღი ეცოდინება.

პრაქტიკულად თუ ვიმსჯელებთ, სიკვდილის თარიღის ცოდნის შემთხვევაში, ჩვენი ყოველდღიურობა იმისდა მიუხედავად შეიცვლებოდა, თუ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ - უფრო ბევრი ადამიანი მიიღებდა ფსიქოლოგის მომსახურებას, ჩამოყალიბდებოდა ახალი მიმდინარეობა ფსიქიატრიაში. ჩამოყალიბდებოდა ახალი რიტუალები და ჩვევები, მაგალითად, შესაძლოა, ვიღაცას მოესურვებინა, თავისი სავარაუდო გარდაცვალების თარიღი ისევე აღენიშნა, როგორც დაბადების დღე.

სერიოზული დარტყმა მიადგებოდა არსებულ რელიგიებს და ახალი კულტურები წარმოიშვებოდა. ადამინურ ურთიერთობებსაც სერიოზული ცვლილები შეეხებოდა - ბევრი ადამიანი ისეთი პარტნიორის ძიებას დაიწყებდა, რომელიც გარდაცვალების თარიღით მასთან ახლოს იქნებოდა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მშობელი შეძლებდა ჩანასახში გაერკვია ბავშვის გარდაცვალების თარიღი, ამას შეიძლება აბორტის გაკეთებისკენ ებიძგა, თუ აღმოაჩენდა, რომ ბავშვს ადრეულ ასაკში სიკვდილი ემუქრებოდა. ის კი, ვინც გაიგებდა, რომ თავად ემუქრება სიკვდილი ადრეულ ასაკში, გადაწყვეტდა, რომ საერთოდ არ ჰყოლოდა შვილები ან, რაც შეიძლება ბევრი შვილი ჰყოლოდა და რაც შეიძლება, სწრაფად. მსგავსი შემთხვევები ახალი კანონების მიღების აუცილებლობასაც გააჩენდა და საბოლოო ჯამში მთელი საზოგადოებრივი მანქანა სრულიად განსხვავებულად დაიწყებდა მუშაობას.

როგორ მოქმედებს სიკვდილის აღქმა ჩვენს ქცევაზე?1980-იან წლებში ფსიქოლოგები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულები იმ ფაქტით, როგორ ვუმკლავდებით შიშსა და შფოთვას, რომელიც იმის გააზრებისთანავე მოდის, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მოვკვდეთ.

1000-ზე მეტი სამეცნიერო კვლევისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ხშირად გვახსენებენ სიკვდილის გარდაუვალობის შესახებ, მით ძლიერად მივყვებით კულტურულ ტრადიციებსა და შეხედულებებს, ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი ფასეულობის განცდა. ამ დროს ჩვენს შეხედულებებს გამწარებით ვიცავთ და მტრულად ვრეაგირებთ ყველაფერზე, რაც მათ ემუქრება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როდესაც სიკვდილს გვიხსენებენ, გაცილებით უკეთ ვექცევით მათ, ვინც ჩვენი მსგავსია - გარეგნულად, პოლიტიკურად, რელიგიურად და განსახლების არეალითაც. მათ მიმართ კი, ვინც ჩვენი მსგავსი არაა, აგრესიული დამოკიდებულებაც შეიძლება გაგვიჩნდეს.

გარდა ამისა, სიკვდილის გახსენებამ, შესაძლოა, ნიჰილისტური ქცევისკენ გვიბიძგოს - გადაჭარბებული რაოდენობით მოვიხმაროთ ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტი, ბევრი ვჭამოთ, შევიძინოთ არასაჭირო ნივთები და არ გავუფრთხილდეთ ბუნებას.

და თუ ყველას ეცოდინება სიკვდილის ზუსტი თარიღი, სავსებით შესაძლებელია, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად რასისტული, ქსენოფობიური, აგრესიული, მტრული გახდეს, ავნოს ბუნებას და საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს.

თუმცა ყველაფერი ასე ცალსახადაც არ არის. ისეთი მკვლევარი, როგორიც სოლომონია, საბოლოო ჯამში, იმედოვნებს, რომ იმის ცოდნა, თუ რამდენად საზიანო შედეგამდე მიგვიყვანს სიკვდილის შიში, ჩვენ მის კონტროლსა და წინააღმდეგობის გაწევასაც ვისწავლით.

BBC-ის თქმით, სინამდვილეში, მეცნიერებმა უკვე დააფიქსირეს იმის რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან ადამიანები საყოველთაოდ მიღებულ ქცევას, მაგალითად, ავიღოთ ბუდისტები, რომლებიც სრულიად განსხვავებულად რეაგირებენ სიკვდილის ხსენებაზე.

"იმის გააზრება, რომ სიცოცხლე უსასრულო არ არის, მისი ღირებულების და იმის აღქმაში გვეხმარება, რომ "ყველა ერთ ნავში ვსხედვართ"- მიიჩნევს ზალცბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ევა იონასი. - "აქედან გამომდინარე, საზოგადოება შეიძლება, გახდეს უფრო მომთმენი და თანამგრძნობი".

ასე რომ, სიკვდილის ზუსტი დროისა და გამომწვევი მიზეზის გაგების შემდეგ, ადამიანს ორი არჩევანი აქვს – შეუძლია, მრუდე გზას გაუყვეს და გარემოს ავნოს ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სიკვდილს ლამაზად შეხვდეს. როგორ მოვეკიდებით მოცემულ ინფორმაციას, დამოკიდებული იქნება თითოეული ადამიანის ბუნებაზე და სპეციფიკურ გარემოებებზე.

"რამდენადაც მიდრეკილი ხართ ნევროსიზმისკენ, რაც უფრო მშფოთვარე ხასიათი გაქვთ, მით უფრო მეტად იქნებით შეწუხებული მოსალოდნელი სიკვდილის ფაქტით და ვერ შეძლებთ გააზრებულ ქცევასა და ცხოვრებაში განსახორციელებელ აუცილებელ ცვლილებებზე კონცენტრირებას", - ამბობს ნოტინჰემის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლორა ბლეკი.

"მეორე მხრივ თუ თქვენ გეტყვიან, რომ მშვიდად მოკვდებით 90 წლის ასაკში ძილისას, სავსებით სავარაუდოა, რომ ეს თქვენს ქცევაზე არანაირად არ აისახოს", - ამბობს ბლეკი.

დასრულდება ცხოვრება 13 თუ 113 წლის ასაკში - კვლევა, რომელშიც უკურნებელი დაავადებით დაავადებული ადამიანები მონაწილეობდნენ, ნათელს ფენს სიკვდილის ფენომენზე ტიპურ რეაქციას.

მკითხველის კომენტარები
(1)

ანნა
03 ივლისი , 2018 05:07

მე ვეცდებოდი დარჩენილი დრო გამომეყენებინა იმაში, რაც მაბედნიერებს - სიხარული ვაჩუქო ადამიანებს, ყველას, თუნდაც უცნობებს. რაც შეიძლება მეტი ღიმილი და კეთილი საქმე დავტოვო ამქვეყნად! სიკვდილით არაფერი მთავრდება! მე არ მაშინებს სიკვდილზე ფიქრი, მხოლოდ ჩემს სიკვდილზე! აი საყვარელი ადამიანების სიკვდილზე კი გაფიქრებაც არ მინდა, ჭკუიდან მშლის!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა მოხდება, თუ გვეცოდინება, როდის და როგორ მოვკვდებით | Allnews.Ge