23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა საფრთხე ექმნება მაცივარს სიცხეში? - წაიკითხეთ სპეციალისტის რჩევები საოჯახო ტექნიკასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

რა საფრთხე ექმნება მაცივარს სიცხეში? - წაიკითხეთ სპეციალისტის რჩევები საოჯახო ტექნიკასთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა, რაც არაერთ სფეროს პრობლემას უქმნის, მათ შორის, ტექნიკას. მაგალითად, მაცივრის ხელოსნები ამბობენ, რომ ამ პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით, უამრავი კლიენტი აკითხავთ, რომ მაცივარი ისე როგორც ახლა, წელიწადის არც ერთ დროს არ უფუჭდებათ. მაცივარი მწყობრიდან გამოდის როგორც სახლში, ოთახის პირობებში, ასევე მაღაზიებში, განსაკუთრებით, სანაყინე მაცივრები, რომლებიც ქუჩაშია გამოტანილი...

პავლე გველესიანი, მაცივრის ხელოსანი:

- სიცხეში, ოთახის ტემპერატურა +32 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. როდესაც ის +32 გრადუსს მიუახლოვდება, ასეთ დროს, აუცილებელი რეკომენდაციაა, მაცივარი გამოირთოს, რადგანაც ოთახის პირობებში ხშირად ფუჭდება. ძრავა როგორც კი ხურდება, მწყობრიდან გამოდის. მაცივარს ოთახის ტემპერატურა ხომ თავისთავად ახურებს, რასაც ძრავის გაცხელება ემატება. გაგრილებას ვერ ასწრებს და ყველაფერი ფუჭდება.

დეტალები სიმხურვალისგან ფართოება, ცვეთა მატულობს, ფრეონის წნევა იზრდება და ძრავა დიდი დატვირთვით მუშაობს. მაღალი ტემპერატურა ფრეონის წნევაზე აისახება, რაზეც ჩვენი მაცივრის ძრავები არ არის გათვლილი. თუმცა, არსებობს მაცივრები, ძლიერი ძრავებით, რომლებიც სამხრეთ ქვეყნებისთვისაა გათვლილი და შეიძლება +37 გრადუსზეც გაძლონ. ისინი უფრო ძვირია და მეტი წარმადობისაა.

ჩვენი მაცივრები ჩრდილოეთის ქვეყნებისთვისაა. აქ ძვირი საქონელი არ შემოაქვთ, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან ეს სტანდარტები საქართველოში არ მუშაობს. არადა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ზაფხულობით სერიოზული სიცხეები დაიწყო, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება და მგონი, საქართველო ნელ-ნელა უდაბნოს ჰავის ქვეყანა ხდება...

8 შეცდომა, რომელსაც კონდიციონერის ხმარებისას ვუშვებთ

- კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში არსებული მაცივარი საფრთხისგან დაცულია?

- იქ, სადაც ოთახის გაგრილებას კონდიციონერით ახერხებენ, მაცივარი არ ფუჭდება, ამ სიცხეში ეგ თუ უშველის და დაეხმარება იმაში, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბლა დასწიოს.

- ე.წ. "ვინტილატორი" ტემპერატურას ვერ დაარეგულირებს?

- შველის, მაგრამ ის მაინც იმავე ოთახის ტემპერატურას უბერავს, მაგრამ "ვინტილატორი" გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს - ოთახი გრილდება. სულ არაფერს ჯობია, მაგრამ უკეთესია, კონდიციონერი ჩაირთოს. ამაზე ელექტოროენერგიის დაზოგვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ზარალში აღმოჩნდებიან. წაიკითხეთ გაგრძელება