ეკონომიკა
25.05.2018 / 07:05
შრიფტის ზომა:

ონლაინ-სესხების გამცემი კიდევ ორი კომპანია დაიხურა

ონლაინ-სესხების გამცემი კიდევ ორი კომპანია დაიხურა

საფინანსო ბაზარი კიდევ ორმა კომპანიამ დატოვა. აქტივები გაასხვისა და ბაზრიდან გადის ონლაინ-სესხების ლიტვური კომპანია OKCredi-ი და უკრაინული Momy.ge.

როგორც OKCredi-ის ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ღრუბელაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ამ კომპანიების ანალოგიურად ბაზრის დატოვება კიდევ ბევრ სხვა ორგანიზაციას მოუწევს.

2017 წლის იანვრის შემდეგ, რაც ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კომპანიების დაახლოებით 50% ბაზრიდან გავიდა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა. "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემებით, რეგულაციამდე მათ ბაზაში 46 ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, დღეს კი მათი რაოდენობა 24-მდე შემცირდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საკრედიტო პორტფელი უკვე გაყიდა და ბაზრიდან გადის ონლაინ სესხის გამცემი კომპანია OKCredi-ი ("ავენტუს-ჯორჯია") კომპანიის დირექტორი მარინა ღრუბელაძე ამბობს, რომ ბაზრის დატოვების მიზეზი ონლაინ-სესხებთან დაკავშირებული რეგულაციებია.

"2017 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა განაპირობა ჩვენი ბაზრიდან გასვლა. "ავენტუს-ჯორჯიაში", იგივე OKCredi-ი იყო ლიტვური ინვესტიცია ჩადებული, ეს კომპანია ძალიან ბევრ ქვეყანაში ოპერირებს, თუმცა საქართველოდან გასვლა მოუწია. გაყიდა აქტივები და გავიდა. პორტფელი პრობლემური აქტივების ბიუროს მიყიდა. ბევრი კომპანია კიდევ ვერ უძლებს ამ რეგულაციებს და სავარაუდოდ, ისინიც გავლენ.

"OKCredi-თან ერთად აქტივები გაასხვისა Momy.ge-მაც. ეს უკრაინული ინვესტიცია იყო. ორგანიზაცია ჯერ მიკროსაფინანსოდ გადაკეთდა, მაგრამ ვერც იმ რეგულაციებს გაუძლო, რაც ამ ინსტიტუტების მიმართ ამოქმედდა და გავიდა ბაზრიდან", - განაცხადა ღრუბელაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციები, რომელიც ონლაინ-სესხებთან მიმართებით ამოქმედდა, გამიზნული იყო იქითკენ, რომ ბაზრიდან ბევრი მოთამაშე გასულიყო. "ანუ საბოლოო ჯამში მოხდა ბანკების ინტერესების გათვალისწინება. თანაც ბანკი დიდია და ის ბევრ დარტყმას უძლებს. ზოგადად ბაზრის რეგულაციაში ასეთი უხეში ჩარევა, როცა ბაზარი თვითრეგულირებადია, არ უნდა განხორციელებულიყო. მოთხოვნა ასეთ პროდუქტებზე იყო და ამიტომ გაიზარდა მიწოდებაც. დღეს კი ამ რეგულაციებმა მიწოდება შეამცირა, რაც თავისთავად შეუქცევად პროსეცებს გამოწვევს მოსახლეობაში", - განაცხადა მარინა ღრუბელაძე.

წაიკითხეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(1)

ზურაბი
04 დეკემბერი , 2020 13:12

სამასზე მეტი პატიმარი მოკვდაო, სააკაშვილის დროინდელ ციხესთან შედარებით, სანატორიუმი ყოფილა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ცხოველები ღამის ცხოვრებაზე გადავიდნენ, რათა ადამიანებს თავი აარიდონ | Allnews.Ge

ცხოველები ღამის ცხოვრებაზე გადავიდნენ, რათა ადამიანებს თავი აარიდონ

ცხოველები ღამის რეჟიმზე გადადიან იმისთვის, რომ ადამიანებს თავი აარიდონ. ეს ხმაურიან და მჭიდროდ დასახლებულ პლანეტასთან ადაპტაციის მათი ხერხია. ნადირობისა და საკვების მოპოვების ნაცვლად დღის განმავლობაში ცხოველებს ახლა უკვე სძინავთ. ღამით კი იღვიძებენ და თავის გამოკვებისთვის ბრძოლას იწყებენ. მეცნიერების თქმით, ამ პროცესს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ევოლუციაზე და ზოგადად მთლიან ეკოსისტემაზე, თანაც იმდენად დიდი გავლენის, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ.

მკვლევარებმა ცხოველების 62 სახეობა შეისწავლეს, მათ შორის, ვეფხვები, წავები, გარეული ტახები და კოიოტები.

ეს ცხოველები, როგორც წესი, თავის აქტივობას 50/50-ზე დღესა და ღამეზე ანაწილებენ. ახალა მათი უმეტესობა აქივობების 70%-ს ღამით ასრულებს, თუ ისეთ ადგილებში ბინადრობს, რომელიც ადამიანებით გადატვირთულია.

მაგალითად, მალაიური დათვი, რომელიც ადამიანებით ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე ბინადრობს, თავისი აქტივობების მხოლოდ 19%-ს ასრულებს ღამით, დანარჩენს კი დღის განმავლობაში, თუმცა ის მალაიური დათვები, რომლებიც ხალმრავალ ადგილებში ცხოვრობენ, ღამით აქტივობების 90%-ს ახორციელებენ. ლომი ღამით ხალხმრავალ ადგილებში აქტივობის 80%-ს ასრულებს, ადამიანებისგან დაცლილ ადგილებში-17%-ს.

თუმცა ღამით ხეტიალმა, შესაძლოა, ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ამასთანავე, ღამით ნადირობამ, შესაძლოა, მათი საკვები რაციონი შეზღუდოს, რადგან მათ იმავე მსხევრპლის მონადირება არ შეუძლიათ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ღამის რეჟიმზე გადასვლა ცხოველებს ადამიანებთან ერთად თანაცხოვრებაში ეხმარება. მაგრამ რად დაუჯდება ეს ეკოსისტემას?

მომზადებულია World Economic Forum-ის მიხედვით.