
წარმატებულ ადამიანებს დილით ერთმანეთისგან განსხვავებული რიტუალები აქვთ. უმეტესი მათგანი ყოველდღიურ რუტინას სავარაუდოდ წლების განმავლობაში გამოიმუშავებდა - ზოგიერთი მათგანი დილით გაღვიძებისას გაზეთის წაკითხვას ამჯობინებს, ზოგიერთი სამსახურში წასვლამდე არსებული თავისუფალი დროის ოჯახთან ერთად გატარებას ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი გონების გახსნისა და სამუშაო დღის პროდუქტიულად გატარების მიზნით, მედიტაციას ან იოგას მიმართავს, ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი კი დღეს ვარჯიშით იწყებს.
მაგრამ რასაც წარმატებული ადამიანები დილით ნამდვილად არ აკეთებენ, ეს არის ის, რომ ისინი მაღვიძარას არ თიშავენ და საწოლში გადაბრუნებულები არ ამბობენ, რომ ცოტას კიდევ წაუძინებენ.
დილა დღის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და არ აქვს მნიშვნელობა, განეკუთვნებით თუ არა იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებსაც ადრე ადგომა უმარტივდებათ. ის, თუ როგორ დაიწყებთ დილას, დიდ გავლენას ახდენს დღის განმავლობაში თქვენს განწყობასა და ეფექტურობაზე. უფრო მეტიც, თუ გსურთ, რომ დღის დაწყების ცუდი ჩვევა თავიდან მოიშოროთ, მათი ჩანაცვლება უფრო სასარგებლო ჩვევებით ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იქნება. გონება საკმაოდ ელასტიურია და გარკვეულ პრაქტიკასთან ერთად, თქვენ დილის ახლებურად დაწყებასაც მარტივად მიეჩვევით.
წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და ცნობილი ადამიანების დილის აქტივობებს და ჩვევებს.