საზოგადოება
17.02.2018 / 10:02
შრიფტის ზომა:

გურჯაანში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. ოჯახის ინფორმაციით, გამთენიისას სოფელ კალაურში, მათ საცხოვრებელ სახლში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

როგორც მალხაზ ამონაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა , სამართალდამცველების მხრიდან მუდმივად ხდება ზეწოლა და ამ შემთვევაშიც მას და მის ძმას ალექსი ამონაშვილს ქურდობაში დებენ ბრალს, რის გამოც მისი ძმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ყველამ იცის ჩვენ ვინც ვართ, როგორ ვშრომობთ და ვწვალობთ. სრულიად უსაფუძვლოდ მოვარდნენ, 25 -მდე შეიარაღებული პოლიციელი იყო. სპეცრაზმიც იყო მოსული. ისე შემოცვივდნენ თითქოს დამნაშავეები ვყოფილიყავით. მოპარულ ორ ტელევიზორს, იარაღს და ხელთათმანებს ეძებდნენ. ჩემი ძმა დაკითხვაზე წაიყვანეს და რამდენიმე წუთია რაც გამოუშვეს. მე ვფიქრობ, ეს ამბავი წარსულს უკავშირდება, რადგან მამაჩემი "მხედრიონის" წევრი იყო, რის შემდეგაც ჩვენს ოჯახზე მუდმივად ხდება რაღაცის დაბრალება", - განაცხადა მალხაზ ამონაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამონაშვილების ოჯახზე ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, ალექსი ამონაშვილი ქურდობის ფაქტზე დაწყებული საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დაკითხეს.

მკითხველის კომენტარები
(2)

ლუკა
21 მარტი , 2017 00:03

სხვა პლანეტებზე რა ფერის პასპორტები აქვთ?

ნიკო
20 მარტი , 2017 20:03

რატომ აქვს თინა ხიდაშელს საქართველოს ლურჯი პასპორტი? პრაღის აეროპორტში მოვკარი თვალი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ადამიანები, რომლებიც ხშირად დებენ ფოტოებს სოციალურ ქსელში, არ არიან ბედნიერები | Allnews.Ge

ადამიანები, რომლებიც ხშირად დებენ ფოტოებს სოციალურ ქსელში, არ არიან ბედნიერები

რა გავლენას ახდენს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება ადამიანზე? როგორც ამერიკელი მკვლევარები ამბობენ, სოციალური მედიით შეპყრობილები ბედნიერები არ არიან. ვახშმის ამსახველი ფოტოს "ინსტაგრამზე" განთავსება, სინამდვილეში ვახშმით სიამოვნების მიღებაში ხელს გიშლით. ჯოზეფ გრენისა და დევიდ მაქსფილდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება უბედურების შეგრძნებასთან მჭირდოდ არის კორელაციაში.

კვლევაში მონაწილე 1623-ზე მეტმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ საუკეთესო ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსება მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, მიეღოთ სიამოვნება თავიანთი გარემოცვიდან.

ბევრი ადამიანი იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო განათავსოს, რათა შემდეგ ინტერნეტ მეგობრების გამოხმაურება და მოწონება დაიმსახუროს, იმ სიტუაციას, სადაც იმყოფება, ფაქტობრივად ეთიშება. კვლევის დროს ბევრმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ მათ იმისათვის, რომ სოციალურ მედიაში ახალი ფოტო დაედოთ, თავიანთი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაც კი დაუყენებიათ. კვლევაში მონაწილე 4-დან 3-მმა ადამიანმა კი აღიარა, რომ მეგობრების და ახლობლების გარემოცვაში უყურადღებობა და უხეშობა გამოუვლენია, რათა ტელეფონს არ მოსწყვეტოდა.

რა არის გამოსავალი? მკვლევარები გვირჩევენ, რომ 10 ფოტოს ნაცვლად, გადავიღოთ 1 და გაფილტვრის და გალამაზების გარეშე განვათავსოთ სოციალურ ქსელში. პერიოდულად კი მოვაწყვოთ "ტექნოლოგიებისგან თავისუფალი" დღე, როდესაც ინტერნეტში არც ერთ ფოტოს არ განვათავსებთ და არც ერთ სტატუსს არ დავწერთ.