30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

14 დაბალკალორიული პროდუქტი, რომელიც დაგანაყრებთ და თან წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ | Allnews.Ge

14 დაბალკალორიული პროდუქტი, რომელიც დაგანაყრებთ და თან წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ

როდესაც გვშია, ვცდილობთ ისეთი საკვები მივიღოთ, რაც ჯანსაღი და ამავდროულად დაბალკალორიული იქნება, თუ წონას ვაკონტროლებთ. მსგავსი საკვების შერჩევა კი ბევრისთვის დიდი გამოწვევაა.

დიეტოლოგი მეგან ოსტლერი business insider-თან ინტერვიუში გვირჩევს იმ პროდუქტებით კვებას, რომელიც დიდხანს შეგვინარჩუნების დანაყრების გრძნობას.

ოსპი

ორი ჩაის კოვზი ოსპი 28 კალორიას შეიცავს და 2.2 გრამ ცილას, ამიტომ შიმშილის დროს ოსპის მიღება კარგი გადაწყვეტილებაა. ოსპით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები და სუპები.

სოკო

სამი საშუალო ზომის სოკო 20 კალორიას შეიცავს. სოკო დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც ქოლესტერინის დაბალი დონით გამოირჩევა.

გოგრა

გოგრა E, C, A ვიტამინებისა და რკინის კარგი წყაროა. ის წონის კლებაშიც გვეხმარება, ვინაიდან შიმშილის გრძობას ხანგრძლივად აქვეითებს.

ხუჭუჭა კომბოსტო

ხუჭუჭა კომბოსტო, იგივე კეილი დაბალკალორიული საკვებია. ნახევარი თეფში მსგავსი სახის კომბოსტო მხოლოდ 17 კალორიას შეიცავს.

სტაფილო

სტაფილოც ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია, რომელიც მხედველობისთვისაც კარგია.

მოცვი

ნახევარ ჭიქა მოცვში დაახლოებით 42 კალორიაა. იგი ასევე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდებს შეიცავს და C ვიტამინების საბადოა.

კიტრის მწნილი (პიკული)

ერთი ცალი კიტრის მწნილი 8 კალორიას შეიცავს. იმის გამო რომ იგი ოდნავ მომლაშო და ხრაშუნა პროდუქტია, შიმშილის გრძნობას მალევე მოგიკლავთ.

ყურძენი

ნახევარი ჭიქა ყურძენში დაახლოებით 55 კალორიაა. თუ გახდომა გვინდა, მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, თუმცა, მცირე რაოდენობით ჭამის შემთხვევაში მალე დანაყრებაში დაგვეხმარება.

მწვანე ლობიო

ნახევარი ჭიქა მწვანე ლობიოს მარცვლები მხოლოდ 13 კალორიას შეიცავს.

ფისტა

15 ცალი ფისტა 51 კალორიას შეიცავს. იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.

მარწყვი

მთლიანი თეფში მარწყვი დაახლოებით 49 კალორიას შეიცავს. მარწვი გარდა იმისა რომ დაბალკალორიულია, მდიდარია ასევე C ვიტამინით.

ბულგარული წიწაკა

მხოლოდ 46 კალორიაა ერთ ცალ ბულგარულ წიწაკაში.

კიტრი

ერთ კიტრში მხოლოდ 14 კალორიაა. მას თუ მაგალითად მაწონთან ერთად მივიღებთ, იდეალური იქნება მალე დანაყრებასა და წონის კონტროლისთვის.

პომიდორი

მთლიანი პომიდორი მხოლოდ 22 კალორიას შეიცავს. იგი ასევე მდიდარია ანტიოქსიდებით და C და K ვიტამინებით.