21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
22.07.2018 / 08:07
შრიფტის ზომა:

ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ - ფსიქოლოგის პასუხები

მშობლების და შვილების ურთიერთობა ამოუწურავი თემაა, რომელზეც ბევრი დაწერილა. ხშირად მშობლები უკმაყოფილონი არიან საკუთარი შვილებით, აკრიტიკებენ, კიცხავენ და სრულყოფილებისკენ მოუწოდებენ მათ. ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ, რეალურად როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ფსიქოლოგი ინგა ბლესსი პასუხობს.

- მშობლებსა და შვილს შორის როგორ ყალიბდება ურთიერთობა, რა როლი აკისრია ამ დროს მშობელს?

- მშობელსა და შვილს ურთიერთობა ყალიბდება ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი არათუ მოვლენილი არ არის, არამედ იქნება თუ არა, ისიც ჯერ არავინ არ იცის. ეს ურთიერთობები იწყება მაშინ, როცა თავად მშობელი არის ბავშვი და როდესაც ის სწავლობს თავის მშობლებთან ურთიერთობას. თავისი მშობლებისგან სწავლობს, თუ როგორი მშობელი უნდა იყოს თავად. ჩემი აზრით, სწორედ აქედან იწყება პატარა ბავშვში "მშობლის" ჩამოყალიბება, რომელიც წლების შემდეგ თავად ხდება მშობელი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილთან სრულფასოვანი, ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს და ბოლომდე შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა?

- პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია იმის განმარტება, რა არის სრულფასოვანი, ჯანსაღი ურთიერთობა. რაც არ უნდა ზოგადი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ, ყველა ადამიანი თავის აზრს დებს სიტყვებში - ჯანსაღი და სრულფასოვნება. ამიტომ ძნელია რაღაც რეცეპტის მიცემა. ჩემი მხრივ მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე მშობლები ბევრს მუშაობენ და ძალიან დაკავებულები არიან. შესაძლებელია ბევრი მათგანისთვის მაინც და მაინც საინტერესო არც იყოს ბავშვთან ურთიერთობა. ბავშვთან ურთიერთობა რომ იცოდე, ამის ინტერესი და ხალისი უნდა გქონდეს. ამას კიდევ ცალკე ნიჭი სჭირდება და ეს ყველა ზრდასრულს არ აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნიჭი მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ჩემი აზრით, მთავარია ბავშვის უპირობო სიყვარული.

ჩვენ ბავშვები უპირობოდ გვიყვარს თავიდან, ერთ, ან მაქსიმუმ ორ წლამდე, სანამ პატარაა და არაფერი არ მოეთხოვება. მერე უკვე ვიწყებთ შედარებას, სხვისი ბავშვი უფრო კარგად დადის, უფრო კარგად საუბრობს. მერე მოდის ბაღი, ვიღაცამ უფრო კარგად იცეკვა, ლექსი უფრო კარგად თქვა. რაც უფრო იზრდება ბავშვი, უფრო მეტი მოთხოვნები და ვალდებულებები უჩნდება. შესაბამისად მშობელიც ბევრს ელის მისგან და მეტს სთხოვს. ანუ შენ თუ მაღალი შეფასება არ მიიღე, არ მეყვარები, თუ ცუდად მოიქეცი, იცელქე, რაღაც გააფუჭე აღარ მეყვარები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენ თვითონ გავიაზროთ და მერე ბავშვს გავაგებინოთ. მე განა შენ არ მიყვარხარ, უბრალოდ მე არ მიყვარს და არ მომწონს შენი კონკრეტული საქციელი. მაგალითად, ფანჯარა გატეხე? მე არ მომწონს უბრალოდ ეს ფაქტი, მაგრამ შენ, თუნდაც მილიონი ფანჯარა გატეხო, მაინც მეყვარები.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ხშირად ვუთხრათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, შეუხედავია თუ ლამაზი, ჯანმრთელი თუ არაჯანმრთელი, წარმატებული თუ წარუმატებელი. სწორედ ეს არის უპირობო სიყვარული. მე მიყვარხარ არა იმიტომ, რომ რაღაც ნიშნით გამოირჩევი, მიღწევები გაქვს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არსებობ ჩემს ცხოვრებაში.

"კარგი, რისი გეშინია, მშიშარა ხარ?" - ფრაზები, რომლებიც ბავშვებს არ უნდა ვუთხრათ

მეორე მომენტია დრო. მერე რა, რომ დრო არ არის საკმარისი, რომ მთელი დღე მშობელი ბავშვთან ერთად იჯდეს და მასთან ერთად გაატაროს დრო. სასურველია 15-20 წუთი მაინც გაატარო ბავშვთან. მაგალითად როცა ბავშვი მიგყავთ ბაღში, ან დაძინებამდე ცოტა ადრე დაუჯდე და ესაუბრო როგორც თანასწორს. მოუყვე როგორ ჩაიარა შენმა დღემ, რა გაგეხარდა, რა გეწყინა. ამის შემდეგ მოისმინო ბავშვს რა აღელვებს, რა უნდა, ვინ უყვარს, ვინ არ მოსწონს და ა.შ. მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს დაკითხვის ფორმა. ეს უნდა ჰგავდეს კარგი მეგობრების ურთიერთობას, რომლებიც ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და გულის ნადებს უზიარებენ. ჩემი აზრით ეს ორი ძირითადი პირობა უკვე საკმარისია, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს მშობელს და შვილს შორის.

- მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა ეხმარება შვილს მომავალი ცხოვრების წარმართვაში?

- რა თქმა უნდა მშობელთან მეგობრული ურთიერთობა ძალიან ეხმარება ბავშვს, რადგან მეგობრული ურთიერთობა ნიშნავს ნდობას. ანუ, მე შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე მშობელთან და ჩემი გულისტკივილი, თუნდაც მარცხი, არასწორი ნაბიჯი გავუზიარო. მჯერა, რომ მე მივიღებ მეგობრულ მხარდაჭერას და არა კრიტიკას, სასჯელს და ა.შ. გამოდის, რომ ადამიანს ზოგადად სამყაროსადმი ნდობის, ან უნდობლობის საკითხი უყალიბდება ადრეულ ბავშვობაში. ბავშვს სწორედ ამ დროს უყალიბდება თავდაჯერებულობა, ზრდასრულ ასაკში კი მას უკვე მყარად აქვს რწმენა საკუთარი ძალების. ჩვენ ვიცით უამრავი ადამიანი, ვინც არც თუ ისე დადებითად არის განმსჭვალული ცხოვრების, სამყაროს მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ და ღმერთის მიმართაც კი. ეს ადამიანს კარგს არაფერს არ აძლევს, გარდა შიშისა და შოთვისა, რომელიც შემდეგ ნევროზში, სტრესში და არასასურველ გამოვლინებებში გადაიზრდება ხოლმე.

წაიკითხეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(1)

ნია
19 სექტემბერი , 2018 10:09

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ამ <br />ბოლო ხანებში რომ ამ ვაი ფსიქოლოგებმა სპოკი გულმოდგინედ წაიკითხეს და ახლა როგორც საკუთარს ისე ასაჯაროებენ მის რჩევებს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ - ფსიქოლოგის პასუხები | Allnews.Ge