15 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
14.03.2025 / 10:03
შრიფტის ზომა:

როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ?- მიხეილ საგარელის პასუხები

როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ?- მიხეილ საგარელის პასუხები

ზამთარი გაილია და გაზაფხული დადგა. თუ ბოლო ათწლეულებს გადავხედავთ, სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობითა და დაკვირვებით, ნათელი გახდება, რომ წელიწადის ეს დრო, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საკმაოდ დაძაბული და რთულად გასავლელია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წლევანდელი მარტის თვე ცვლილებებით იქნება დატვირთული და არაერთ ადამიანს მიეცემა შანსი, ეს ცვლილებები საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოს.

მთავარია, სწორად დაგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და დააკვირდეთ ახალმთავრეობისა და სავსემთავრეობის პერიოდებს. ხოლო, თუ როგორ დაგეგმოთ გაზაფხულის პირველი თვე, რათა ის მშვიდად და ნაყოფიერად განვლოთ და მარტში არსებულ ნეგატიურ პერიოდებს პრობლემებისა და წინაღობების გარეშე აუაროთ გვერდი, ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ინტერვიუში გესაუბრებათ.

–ბატონო მიხეილ, რას გვიწინასწარმეტყველებენ ამ დროისთვის არსებული პლანეტების განლაგება და ვარსკვლავები, როგორი იქნება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით გაზაფხულის პირველი თვე, რას უნდა ველოდოთ და რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მარტის თვეში?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

– მარტის თვეში, დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა, საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რაც ბევრ ქვეყანაში სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას გაააქტიურებს, მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტს იქნება მთვარის დაბნელება, ხოლო 29 მარტს – მზის დაბნელება. მარტში, განსაკუთრებით 9-დან 29 რიცხვამდე, დედამიწა იქნება ჰარმონიული და დადებითი კოსმიური ვიბრაციების ზონაში. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება პერიოდი 3 მარტიდან 13 მარტამდე. პლანეტა მერკურის ვერძის ზოდიაქოში ტრანზიტის წყალობით საქმიანი, შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვერძის ენერგიები და მზარდი მთვარე, ბევრ ადამიანს გაუჩენს ცვლილებების სურვილს.

– როგორც მივხვდი, გასული წლის მარტის თვეებთან შედარებით, წელს შედარებით მშვიდი პერიოდი გველის. და, მაინც, რას გვირჩევთ, როგორც ასტროლოგი, როგორ მოვიქცცეთ, რომ ეს პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მომავალში ნაყოფიერი შედეგი მივიღოთ?

– ამ პერიოდში უნდა იყოთ აქტიური და შრომისუნარიანი, არ დახარჯოთ დრო უქმად. ეცადეთ ბევრის გაკეთება მოასწროთ, რადგან 15 მარტიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ახალ წამოწყებებსა და გეგმებს შეაფერხებს და შეანელებს. 14 მარტს, მთვარის დაბნელებამდე, პლანეტა მერკური ხელს შეუწყობს პროგრესსა და გადაუდებელი ცვლილებების გადაწყვეტას. ამიტომ, 15-დან 21 მარტამდე გეგმები თუ ტრანზაქციები, უფრო ნელა განვითარდება ან, საერთოდ, გადაიდება. მარტის მესამე დეკადაში წარმატებით დასრულდება ყველა წამოწყებული საქმე, მათ შორის, სასიკეთოდ მოგვარდება სასიყვარულო ურთიერთობებიც, რომლებიც ჩიხში შევიდა. 27 მარტს პლანეტა ვენერა, თევზების ზოდიაქოში შევა და კომუნიკაციას უფრო რბილსა და მოქნილს გახდის, ადამიანებს კი – უფრო მიმღებსა და თანამგრძნობს. ხოლო პლანეტა მარსი, რომელიც 18 აპრილამდე კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, დაეხმარება ადამიანებს შემოქმედებითი და განახლებული ენერგიების გაღვიძებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, გათავისუფლდნენ დამთრგუნველი ტენდენციებისა და ძველი ურთიერთობებისგან, გამოავლინონ ნიჭი სხვადასხვა სფეროში.

– განსაკუთრებით როდის შეინიშნება ყველაზე მაღალი დონე და ნაყოფიერი პერიოდი საქმიანი აქტივობის კუთხით?

– საქმიანი აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება ასტროლოგიური ახალი წლიდან – 20 მარტიდან, როდესაც მზე 13:03 საათზე შევა ვერძის ზოდიაქოში და შეუერთდება პლანეტა მერკურს და მისი ვიბრაციებით ხელს შეუწყობს ენერგიების განახლებას.

– რას გვირჩევთ, რომ ეს ენერგიები წარმატებულად გამოვიყენოთ?

– ამ ენერგიების ძალიან წარმატებულად გამოყენება შეიძლება ახალმთავრეობამდე და 29 მარტს, მზის დაბნელებამდე, ნებისმიერი პროექტის დასაწყებად, თუნდაც იყოს მოულოდნელი და რადიკალური.

– ინტერვიუს ბოლოს, იქნებ, თვის ბოლო დღეების შეჯამებაც გაგვიკეთოთ.

– 29 მარტი, ახალი მთვარის შემდეგ და 13 აპრილი, გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობამდე, აღდგომის მოახლოებულ ვიბრაციასთან ერთად, ამ პერიოდს ცეცხლსა და ძალას შემატებს.

წყარო: tbiliselebi

მკითხველის კომენტარები
(1)

თეა
24 ივლისი , 2018 14:07

მინდა ჩემი მოწიწება და პატივისცემა გამოვხატო ბატონი გიორგი გეგიას მიმართ. ის პირველ რიგში, ძალიან გულისხმიერი და თბილი ადამიანია, რაც მის პროფესიონალიზმს კიდევ უფრო ავსებს. ბატონო გიორგი, თქვენ ღმერთმა საოცარი საქმის კეთებისთვის მოგავლინათ. თქვენ ამ პატარა ბიჭს ფაქტიურად სიცოცხლე თავიდან აჩუქეთ, მადლობა უფალს, რომ საქართველოში არის, ასეთი დონის ქირურგთან, კონსულტაცია სამომავლო, პრევენციული ზომების დაგეგმვა შესაძლებელი.ეს საქართველოსთვის დიდი ბედნიერებაა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და - 5 წლის ბავშვისთვის თავის ქალის ანალოგი 3D პრინტერზე შექმნეს | Allnews.Ge

სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და - 5 წლის ბავშვისთვის თავის ქალის ანალოგი 3D პრინტერზე შექმნეს

საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა - ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე 5 წლის ბავშვს, ქალა-ტვინის ოპერაცია გაუკეთდა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

ჰიდროცეფალია, ანუ წყალმანკი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა. დაავადების დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.

როგორც ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, დიაგნოზის გამო ბიჭს სიარული და ჯდომა არ შეეძლო, ოპერაციის შემდეგ კი მას ფეხებში გრძნობა დაუბრუნდა, დაჯდომაც შეძლო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

5 წლის პაციენტს ნეიროქირურგებმა ოპერაციული ჩარევით სითხე ამოუღეს და ამასთან ერთად, თავის ქალის მოცულობა 32%-ით შეუმცირეს (ჰიდროცეფალიის გამო, ბიჭის თავის ზომა ორჯერ აღემატებოდა ასაკის შესაბამის ნორმას).

გიორგი გეგიას თქმით, მსგავსი ოპერაციები არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათია. ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება. შედეგად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 3D პრინტერის მეშვეობით შეიქმნა ბავშვის თავის ქალის ანალოგი, რომელზეც ნეიროქირურგებმა სატესტო ოპერაცია ჩაატარეს.

ინოვციების და ტექნოლოგიების სააგენტო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მენეჯერი, ივანე ნაზღაიძე განმარტავს, რომ 3D პრინტერით თავის ქალის ანალოგის შექმნა რთული და საპასუხისმგებლო პროცესი იყო, რომელსაც ჯამში 80 საათი დასჭირდა.

ნაზღაიძის თქმით, პროცესი კომპლექსური იყო - ბავშვის თავის ქალის ტომოგრაფიის მოდელი დამუშავდა, დარბილდა, ზედმეტი ნაწილები მოშორდა, დიდი მოცულობის გამო 8 ნაწილად დაიჭრა და ისე დაიბეჭდა. საბოლოოდ, ხელოვნური მოდელიც შეიქმნა.

"3D პრინტერით შექმნილი თავის ქალა გამოიყენეს იმისთვის, რომ ბავშვისთვის გასაკეთებელი ოპერაციის მოდელირება ამ ნიმუშზე მოეხდინათ, რადგან ამ დროს მშვიდად ხარ, არ გეჩქარება, სისხლი არ იღვრება და დარწმუნებული ხარ, რომ რაიმე უბედურება არ მოხდება.

ყველაფერი ნაწილებად დაჭრეს, შემდეგ დააპატარავეს და ააწყეს. მიზანი იყო ის, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა ხელოვნურ თავის ქალაზე, ნახეს, როგორი გამოვიდოდა და შემდეგ ბავშვზე გაიმეორეს პროცედურა" - აღნიშნა ივანე ნაზღაიძემ.

მისივე თქმით, მოდელის დამზადებას თან ემოციური ფაქტორებიც სდევდა, ამიტომ გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოდელირებული თავის ქალა ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორიც ბავშვის.

"ზუსტ ზომებში დასმა რთული არ იყო, რადგან კომპიუტერული ტომოგრაფიიდან მიღებული მოდელი უკვე ზუსტ ზომაშია. მეტი პრობლემა იყო ფსიქოლოგიური მომენტი, თუნდაც ის, რომ შენზეა დამოკიდებული ბავშვის მდგომარეობა; მერე შედეგი - არ უნდა შეგეშალოს, არ უნდა დაარღვიო არცერთი დეტალი, იმიტომ რომ მაგალითად, ექიმი რომ ჭრის ამოპრინტერებულ ქალას, ის სისქე იყოს, რაც თავის ქალაზეა", - აღნიშნა ივანე ნაზღაიძემ.

თავის ქალის მოდელის დამზადებისა და მასზე სატესტო სამუშაოების შესრულების შემდეგ, ჯერი რეალურ ოპერაციაზე მიდგა. როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გეგია აღნიშნავს, მთავარ სირთულეს თავის ქალის დაპატარავება წარმოადგენდა, რადგან ბევრ პროცედურასთან იყო დაკავშირებული. ოპერაცია 11 საათი გაგრძელდა. ექიმებისთვის ერთ-ერთ რისკს ისიც წარმოადგენდა, რომ პაციენტს დიდი რაოდენობით სისხლი არ დაეკარგა.

წაიკითხეთ გაგრძელება