
იაპონიაში ძალიან მძიმედ განიცდიან მარტოობას. ზრდასრული ადამიანები განზრახ ჩადიან გარკვეული ტიპის წვრილმან დანაშაულებებს, რათა ისინი დააპატიმრონ. ციხის ზრდასრული პატიმრები ამბობენ, რომ მათი ცხოვრება საპატიმროში გაცილებით მარტივია, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისთანაც მათ კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთობა შეუძლიათ. გარდა ამისა, პატიმრები სამჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.
იაპონიის მოსახლეობის მეოთხედი 65 წლისაა ან აჭარბებს ამ ასაკს. ქვეყანაში 6 მილიონი ადამიანი მარტო ცხოვრობს, ბევრი თავს შეუძლოდ და მიტოვებულად მიიჩნევს. ზოგიერთ მათგანს ჰყავს ოჯახი, რომელსაც პრაქტიკულად ვერასდროს ნახულობს. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გაზრახ ცდილობს საპატიმროში აღმოჩნდეს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ზოგს კი ფული აქვს, თუმცა, კომპანიონები სჭირდება.
მოსახლეობაში მარტოობის განცდის პრობლემას ბევრი ქვეყანა აწყდება. გაერთიანებულ სამეფოში მარტოობის მინისტრიც კი დანიშნეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სხვადასხვა ქვეყანაში მარტოობას მოხალისეებიც ებრძვიან, რომლებიც, როგორც წესი სპეციალისტები არიან. აღნიშნული მოხალისეები ქუჩაში უცხო ადამიანებს ესაუბრებიან და ყოველთვის მზად არიან მათ მოსასმენად. მოხალისეები, როგორც წესი ქუჩაში სხედან და საუბრის სურვილის მქონე გამვლელებს ელიან. აღნიშნული პრაქტიკა ორი სანფრანცისკოელი სპეციალისტისგან დაიწყო, მათ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ არსებულ სტიგმასთან ბრძოლა და აქტიური მოსმენის პოპულარიზება სურდათ.
მათ ვინც, მსგავსი პრაქტიკა დანერგეს, განმარტავენ, რომ ეს თერაპია არ არის და რომ მოხალისეებს პრობლემების მყისიერად გამოსწორება არ შეუძლიათ, თუმცა მათ შეუძლიათ მოისმინონ და საუბრის მსურველს თავი კვლავ ღირებულად აგრძნობინონ. აღნიშნულ პრაქტიკას ახლა ათასობით მოხალისე ჰყავს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მარტოობა საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ადამიანის ან ადამიანების ჯგუფის არსებობა, რომელიც ყოველთვის მზად არის მოგისმინოს, თავს ნაკლებ იზოლირებულად გაგრძნობინებს.
აღნიშნული პრაქტიკა 12 ქვეყნის 40 ქალაქშია ხელმისაწვდომი, თუმცა სამწუხაროდ, საქართველო მათ შორის არ არის.
წყარო: World Economic Forum
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
იაპონიაში ძალიან მძიმედ განიცდიან მარტოობას. ზრდასრული ადამიანები განზრახ ჩადიან გარკვეული ტიპის წვრილმან დანაშაულებებს, რათა ისინი დააპატიმრონ. ციხის ზრდასრული პატიმრები ამბობენ, რომ მათი ცხოვრება საპატიმროში გაცილებით მარტივია, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისთანაც მათ კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთობა შეუძლიათ. გარდა ამისა, პატიმრები სამჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.
იაპონიის მოსახლეობის მეოთხედი 65 წლისაა ან აჭარბებს ამ ასაკს. ქვეყანაში 6 მილიონი ადამიანი მარტო ცხოვრობს, ბევრი თავს შეუძლოდ და მიტოვებულად მიიჩნევს. ზოგიერთ მათგანს ჰყავს ოჯახი, რომელსაც პრაქტიკულად ვერასდროს ნახულობს. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გაზრახ ცდილობს საპატიმროში აღმოჩნდეს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ზოგს კი ფული აქვს, თუმცა, კომპანიონები სჭირდება.
მოსახლეობაში მარტოობის განცდის პრობლემას ბევრი ქვეყანა აწყდება. გაერთიანებულ სამეფოში მარტოობის მინისტრიც კი დანიშნეს.
სხვადასხვა ქვეყანაში მარტოობას მოხალისეებიც ებრძვიან, რომლებიც, როგორც წესი სპეციალისტები არიან. აღნიშნული მოხალისეები ქუჩაში უცხო ადამიანებს ესაუბრებიან და ყოველთვის მზად არიან მათ მოსასმენად. მოხალისეები, როგორც წესი ქუჩაში სხედან და საუბრის სურვილის მქონე გამვლელებს ელიან. აღნიშნული პრაქტიკა ორი სანფრანცისკოელი სპეციალისტისგან დაიწყო, მათ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ არსებულ სტიგმასთან ბრძოლა და აქტიური მოსმენის პოპულარიზება სურდათ.
მათ ვინც, მსგავსი პრაქტიკა დანერგეს, განმარტავენ, რომ ეს თერაპია არ არის და რომ მოხალისეებს პრობლემების მყისიერად გამოსწორება არ შეუძლიათ, თუმცა მათ შეუძლიათ მოისმინონ და საუბრის მსურველს თავი კვლავ ღირებულად აგრძნობინონ. აღნიშნულ პრაქტიკას ახლა ათასობით მოხალისე ჰყავს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მარტოობა საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ადამიანის ან ადამიანების ჯგუფის არსებობა, რომელიც ყოველთვის მზად არის მოგისმინოს, თავს ნაკლებ იზოლირებულად გაგრძნობინებს.
აღნიშნული პრაქტიკა 12 ქვეყნის 40 ქალაქშია ხელმისაწვდომი, თუმცა სამწუხაროდ, საქართველო მათ შორის არ არის.
წყარო: World Economic Forum
მკითხველის კომენტარები
(1)
კაპიტალიზმის სანატრელი ცხოვრება.<br />ეს განვითარებული იაპონიააააააააა