
რა ამახსოვრდებათ ბავშვებს მშობლებთან გატარებული დროიდან ყველაზე მეტად. გამოცემა TIME გვთავაზობს 5 მომენტს, რაც ბავშვებს არასოდეს ავიწყდებათ:
1. მომენტი, როდესაც მშობელმა ბავშვს თავი უსაფრთხოდ აგრძნობინა (ან ის მომენტი, როდესაც თავი საფრთხეში აგრძნობინა)
ბავშვები გარკვეულწილად მოწყვლადები არიან და გრძნობენ აუცილებლობას რომ ისინი ვინმემ დაიცვას. თქვენს ბავშვს აუცილებლად დაამხსოვრდება ის მომენტები, როდესაც მათი საწოლის ქვეშ დამალული ურჩხულები განდევნეთ, ან ცუდი კოშმარული სიზმრის შემდეგ ხელში აიყვანეთ და ჩაეხუტეთ. მაგრამ მათ აუცილებლად დაამახსოვრდებათ ის მომენტებიც, როდესაც ხასიათით იმ მონსტრებს დაემსგავსებით, რომლებისაც მათ ძალიან ეშინოდათ. სავარაუდოდ, ჩვენს შვილებს მოუწევთ ჩვენი ნახვა გაბრაზებისას, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მშობლის მთავარი მისიაა, ბავშვს აგრძნობინოს, რომ ის უსაფრთხოდაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლების გვერდითაა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2. მომენტებს, როდესაც მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ
ბავშვები სიყვარულს თქვენ მიერ მათ მიმართ გამოხატული ყურადღებით ზომავენ. სწორედ ის მომენტები ჩარჩება მათ მეხსიერებაში, როდესაც შეწყვეტთ თქვენი საქმის კეთებას და ბავშვის მიერ ორგანიზებულ ჩაის სმის პროცესში მიიღებთ მონაწილეობას, გარეთ ბურთის სათამაშოდ გახვალთ ან ბატუტზე სახტუნაოდ, იცოდეთ რომ ეს მათ გონებასა და გულში სამუდამოდ დარჩება. გამოყავით მცირე დრო მაინც რომ თქვენს შვილთან ერთად რაიმე ერთობლივად გააკეთოთ, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქნება ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.
3. ის თუ როგორ ეკონტაქტებით თქვენს მეუღლეს და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან
ბავშვები სიყვარულთან დაკავშირებით შეხედულებას დიდწილად იმის მიხედვით იყალიბებენ, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს მეუღლეს. უნდა ვეცადოთ გვქონდეს ისეთ ქორწინება, რომელიც ჩვენს შვილს მოანდომებს ერთ დღეს თავადაც დაქორწინდეს. მივცეთ მათ უსაფრთხოების განცდა, იმით რომ ვაჩვენოთ რამდენად მოსიყვარულე ურთიერთობა აქვთ მშობლებს ერთმანეთის მიმართ.
4. ქებისა და კრიტიკის შემცველი მომენტები
ბავშვის გული სველი ცემენტივითაა და შთაბეჭდილება, რომელსაც ის ადრეულ ასაკში შეიქმნის დროთა განმავლობაში გამყარდება. ისინი ჩამოაყალიბებენ საკუთარ იდენტობას, უნარებსა და საკუთარი თავის შეფასების უნარსაც კი იმის მიხედვით თუ რას ეუბნებოდით და რას ლაპარაკობდით თქვენს ბავშვზე მისი ფორმირების პროცესში. მშობლების მოვალეობის დიდი ნაწილი იმას გულისხმობს, რომ ბავშვის ქცევის კორექტირება და დისციპლინირება უნდა მოახდინოს, თუმცა ეცადეთ, რომ კორექციის პროცესშიც კი თქვენი ყოველი სიტყვა სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე, გამამხნევებელი, წამახალისებელი და პოზიტიური იყოს.
5. ოჯახური ტრადიციები
ბავშვებს, რა თქმა უნდა, უყვართ სპონტანურობა, თუმცა ამავდროულად მათ სურთ გარკვეული მოვლენები პროგნოზირებადი იყოს. ისინი დიდი სიყვარულით გაიხსენებენ ტრადიციებს, რომლებსაც თქვენ დააწესებთ, იქნება ეს ფილმის ყოველკვირეულად ერთობლივად ნახვა, ადგილი, სადაც რეგულარულად მოგზაურობთ, ის თუ როგორ აღნიშნავთ დაბადების დღეებს და ა.შ. შექმენით ისეთი ტრადიციები, რომლების განმეორებასაც თქვენი შვილები საკუთარ შვილებთან ერთად მოისურვებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რა ამახსოვრდებათ ბავშვებს მშობლებთან გატარებული დროიდან ყველაზე მეტად. გამოცემა TIME გვთავაზობს 5 მომენტს, რაც ბავშვებს არასოდეს ავიწყდებათ:
1. მომენტი, როდესაც მშობელმა ბავშვს თავი უსაფრთხოდ აგრძნობინა (ან ის მომენტი, როდესაც თავი საფრთხეში აგრძნობინა)
ბავშვები გარკვეულწილად მოწყვლადები არიან და გრძნობენ აუცილებლობას რომ ისინი ვინმემ დაიცვას. თქვენს ბავშვს აუცილებლად დაამხსოვრდება ის მომენტები, როდესაც მათი საწოლის ქვეშ დამალული ურჩხულები განდევნეთ, ან ცუდი კოშმარული სიზმრის შემდეგ ხელში აიყვანეთ და ჩაეხუტეთ. მაგრამ მათ აუცილებლად დაამახსოვრდებათ ის მომენტებიც, როდესაც ხასიათით იმ მონსტრებს დაემსგავსებით, რომლებისაც მათ ძალიან ეშინოდათ. სავარაუდოდ, ჩვენს შვილებს მოუწევთ ჩვენი ნახვა გაბრაზებისას, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მშობლის მთავარი მისიაა, ბავშვს აგრძნობინოს, რომ ის უსაფრთხოდაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლების გვერდითაა.
2. მომენტებს, როდესაც მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ
ბავშვები სიყვარულს თქვენ მიერ მათ მიმართ გამოხატული ყურადღებით ზომავენ. სწორედ ის მომენტები ჩარჩება მათ მეხსიერებაში, როდესაც შეწყვეტთ თქვენი საქმის კეთებას და ბავშვის მიერ ორგანიზებულ ჩაის სმის პროცესში მიიღებთ მონაწილეობას, გარეთ ბურთის სათამაშოდ გახვალთ ან ბატუტზე სახტუნაოდ, იცოდეთ რომ ეს მათ გონებასა და გულში სამუდამოდ დარჩება. გამოყავით მცირე დრო მაინც რომ თქვენს შვილთან ერთად რაიმე ერთობლივად გააკეთოთ, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქნება ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.
3. ის თუ როგორ ეკონტაქტებით თქვენს მეუღლეს და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან
ბავშვები სიყვარულთან დაკავშირებით შეხედულებას დიდწილად იმის მიხედვით იყალიბებენ, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს მეუღლეს. უნდა ვეცადოთ გვქონდეს ისეთ ქორწინება, რომელიც ჩვენს შვილს მოანდომებს ერთ დღეს თავადაც დაქორწინდეს. მივცეთ მათ უსაფრთხოების განცდა, იმით რომ ვაჩვენოთ რამდენად მოსიყვარულე ურთიერთობა აქვთ მშობლებს ერთმანეთის მიმართ.
4. ქებისა და კრიტიკის შემცველი მომენტები
ბავშვის გული სველი ცემენტივითაა და შთაბეჭდილება, რომელსაც ის ადრეულ ასაკში შეიქმნის დროთა განმავლობაში გამყარდება. ისინი ჩამოაყალიბებენ საკუთარ იდენტობას, უნარებსა და საკუთარი თავის შეფასების უნარსაც კი იმის მიხედვით თუ რას ეუბნებოდით და რას ლაპარაკობდით თქვენს ბავშვზე მისი ფორმირების პროცესში. მშობლების მოვალეობის დიდი ნაწილი იმას გულისხმობს, რომ ბავშვის ქცევის კორექტირება და დისციპლინირება უნდა მოახდინოს, თუმცა ეცადეთ, რომ კორექციის პროცესშიც კი თქვენი ყოველი სიტყვა სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე, გამამხნევებელი, წამახალისებელი და პოზიტიური იყოს.
5. ოჯახური ტრადიციები
ბავშვებს, რა თქმა უნდა, უყვართ სპონტანურობა, თუმცა ამავდროულად მათ სურთ გარკვეული მოვლენები პროგნოზირებადი იყოს. ისინი დიდი სიყვარულით გაიხსენებენ ტრადიციებს, რომლებსაც თქვენ დააწესებთ, იქნება ეს ფილმის ყოველკვირეულად ერთობლივად ნახვა, ადგილი, სადაც რეგულარულად მოგზაურობთ, ის თუ როგორ აღნიშნავთ დაბადების დღეებს და ა.შ. შექმენით ისეთი ტრადიციები, რომლების განმეორებასაც თქვენი შვილები საკუთარ შვილებთან ერთად მოისურვებენ.
მკითხველის კომენტარები
(0)