რა ჯდება ღია ცის ქვეშ ქორწილი საქართველოში?
ქორწინება წყვილისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ ყველა ცდილობს, ქორწილის დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს. ქორწილის სპეციალისტის მიერ ორგანიზება და დაგეგმვა უცხოეთში მიღებული მეთოდია. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ეს ტენდენციაც ფეხს იკიდებს და პოპულარული ხდება.
ამჯერად allnews.ge დაინტერესდა, რა ჯდება თბილისსა და მის შემოგარენში ქორწილის ღია ცის ქვეშ გადახდა.
ერთ-ერთი ქართული კომპანია weddingstory.ge წყვილებს სთავაზობს ხელის მოწერის ცერემონიალს სპეციალური პროგრამით, რომლის ღირებულებაც 800 ლარს შეადგენს. ცერემონიალის ადგილმდებარეობა ლისის მიმდებარე ტერიტორია.
მომსახურებაში შედის დიზაინერის მომსახურება, რომელიც ბაღს, სკამებს, მაგიდას და თაღს გაგიფორმებთ. ცერემონიალზე მაქსიმუმ 80-მდე ადამიანის დასწრება შეიძლება.
გარდა ამისა, ამ ფასში შედის ხელნაკეთი აქსესუარები, რომელიც ფოტოსესიისას გამოიყენება. კომპანია ასევე დაგეხმარებათ ცერემონიის მუსიკალური გაფორმების ორგანიზებაში, როგორიცაა დინამიკები და მიკროფონი. ქორწილში ერთ-ერთი მთავარია კარგი წამყვანი, ამიტომ კომპანია ერთ-ერთ თქვენს მეგობარს სწორედ ამისთვის მოამზადებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხელის მოწერის ცერემონიალზე გსურთ, რომ ტკბილეულების მაგიდაც იყოს, დამატებით 200 ლარის გადახდა მოგიწევთ.
საქორწილო ფოტოსესიების ყიდვა ფასდაკლებით შეგიძლიათ hotsales.ge-ზეც.
კომპანია weddingarea.ge წყვილებს ხელის მოწერის ცერემონიალის დაგეგმვას საგურამოსა და წყნეთში სთავაზობს და მისი ფასი 850 ლარს შეადგენს.
საგურამოს არჩევის შემთხვევაში აღნიშნულ თანხაში თქვენ მიიღებთ დეკორაციას, მუსიკალური გაფორმებას, ხმის გამაძლიერებელს, ფოტოსესიისთვის გამოყოფილ ადგილს, ასევე სურვილების სივრცეს, ფურშეტს, წამყვანის მომსახურებას და ტერიტორიაზე უფასო შესვლას.
რაც შეეხება წყნეთს, მომსახურებაში შედის: დეკორაცია (სრულად), მუსიკალური გაფორმება, ხმის გამაძლიერებელი, ფოტოსესიის სივრცე, სურვილების სივრცე, ფურშეტი, წამყვანი და ფოტო ინვენტარი.
ცნობისთვის, ხელის მოწერის ცერემონიალს ფორმალური სახე არ ექნება და ამისთვის ხელის მოწერა მანამდე შეგიძლიათ. ან ნოტარიუსის მომსახურება ადგილზე შეგიძლიათ, რომელიც 170 ლარი ღირს.
იმ შემთხვევაში, თუკი ქორწილისთვის შესაბამისი ადგილი უკვე შერჩეული გაქვთ და მთლიანი ქორწილის ღია ცის ქვეშ გადახდა გსურთ, ამისთვის კომპანიები წყვილებს შესაბამის სერვისებს სთავაზობს.
საპატარძლო კუთხის მოწყობა საშუალოდ 300 ლარი იქნება, ხელის მოწერის ცერემონიალიც – 300 ლარი, სტუმრის მაგიდაზე ყვავილები – 200 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ფასები საშუალო ან მინიმალურია.
წყვილებს ქორწილის ორგანიზებას ღია ცის ქვეშ კიდევ ერთი კომპანია "დეკორატორი" სთავაზობს. როგორც დამფუძნებელმა, დარეჯან ბურჯალიანმა allnews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, წყვილები ძირითადად ქორწილის გადახდას კერძო სახლის ეზოში ირჩევენ.
"ჩვენს კომპანიას არჩეული აქვს ერთ-ერთი კერძო სახლი, ძალიან ლამაზი აუზითა და ეზოთი. წყვილები ძირითადად ამ ვარიანტს ირჩევენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი უკვე შერჩეული აქვთ ხოლმე თავად ან განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ.
ჩვენს მომსახურებაში შედის ადგილის შერჩევა, ინვენტარი, მენიუს ორგანიზება და ეზოს გაფორმება. დანარჩენი – გადაღება, მუსიკა და ა.შ. ამაზე სხვა კომპანიასთან ვამისამართებთ ან თავად აგვარებენ.
ეს ყველაფერი საშუალოდ, ერთი ადამიანი 70 ლარი ჯდება. თუმცა შესაძლოა მეტი ან ნაკლები დაჯდეს. სტუმრის რაოდენობა განსაზღვრული არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ 50 კაცი მაინც გროვდება"- განაცხადა ბურჯალიანმა.
ასევე მნიშვნელოვანია ამ ღირსშესანიშნავი დღის ფოტო-ვიდეო გადაღება და ამას ემატება დრონის მომსახურებაც, რომელიც ქართველ წყვილებში მეტად პოპულარულია.
ფოტო-ვიდეო გადაღების ფასიც განსსხვავებულია, ეს ძირითადად თქვენს მოთხოვნებზე და ასევე, ფოტოგრაფისა და ოპერატორის პროფესიულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
ფოტო-ვიდეოს გადაღება საშუალოდ 1000-დან 1500 ლარამდე ჯდება, დრონის მომსახურება კი, ერთი ლოკაცია – 150-დან 200 ლარამდე. თუმცა, დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს Hotsale.ge-ზე განთავსებული ფასდაკლებებით.