
სტატია ჟურნალ "ისტორიანში" დაიბეჭდა გურამ ყორანაშვილის წიგნის "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა (ჩვენი ეროვნული გმირი თუ ქართველი ალკიბიადე?)" მიხედვით
გიორგი სააკაძის თემა ვერ ასცდა ახლებურ მითისმთხზველობას. მოვიტანთ ამის დამადასტურებელ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით კი არ შემოიფარგლება, არამედ ბეჭდური სახითაც, მეცნიერების პრეტენზიითაც ვრცელდება. ეს კი თავის მხრივ ხალხის მასაში მეტ ნდობას აღძრავს შესაბამისი "ფაქტებისადმი".
ერთ-ერთი ამათგანი გახლავთ ვითომდაც გიორგი სააკაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვა: "ყოველივე ჩემი განზრახული უნდა აღსრულდეს. ქართლში დავბრუნდებით და მალეც!.. დიდი ხანია გავიგე: მხოლოდ ქართველთა სამეფოების (მხოლოდ, სამთავროების არა?! - გ. ყ.) გაერთიანებით, მეფის ერთხელისუფლებიანობის(!) განმტკიცებით შეიძლება აღორძინდეს საქართველო. გეფიცები, ჩემო მეფევ, დავით აღმაშენებელს!.. მე გიორგი სააკაძე, მოურავი, პირველი ვალდებული სამშობლოს წინაშე, წმინდათ და კვლავაც შევასრულებ შენს ანდერძს: "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!"
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დიდად სამწუხაროდ, გიორგი სააკაძემ "დავითის საფლავთან საჯაროდ გაცხადებული მიზანი" ვერ აღასრულა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთი სიტყვები მას არც წარმოუთქვამს. მართალია, იგი იმყოფებოდა იმერეთში მეფე გიორგი IV-სთან, შეხვდებოდა უფლისწულ ალექსანდრესაც, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. მოტანილი სიტყვები უახლესი ხანის ჩვენი მასობრივი ცნობიერების შესაფერისი ფანტაზიაა. ფოტო: ნიკოლოს ბარათაშვილი.
თითქოს გიორგი სააკაძის ფარს ამშვენებდა ამგვარი წარწერა: "ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული". ესეც წმინდა წყლის გამონაგონია და მისი წყარო გახლავთ რუსი მწერლის, ანა ანტონოვსკაიას რომანი "დიდი მოურავი". მთლად უსაფუძვლოა დიდი მოურავის შეგონება: "გახსოვდეთ, მამაცობით განთქმულნო რაინდნო, ბრძოლას იგებს უშიშრობა(!), სინდისი და პატიოსნება!"
თითქოს სოფელ კველთაში მოსვლამდე თურქ-ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარმა ცხრა შემხვედრ ქართველს უბრძანა ეჩვენებინათ ცხირეთში ლუარსაბ II-ის საზაფხულო რეზიდენციამდე მისასვლელი გზა, მაგრამ ამაზე ყველა ამათგანმა უარი განაცხადა, შედეგად მომხდურებმა თითქოს მათ თავები მოჰკვეთეს. ამათგან განსხვავებით კი თევდორე მღვდელმა მოქმედების სულ სხვანაირი გზა აირჩია, რაც ყველას კარგად მოგვეხსენება. მაგრამ მთლიანობაში აღნიშნული ცნობაც წმინდა წყლის გამონაგონია. დიდად სამწუხაროა, რომ ამგვარ "გადმოცემას" თვით "პროფესიონალი" ისტორიკოსები ავრცელებენ.
თითქოს ჩვენს დიდ პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ასე ეთქვას: "რა ამოძრავებდა მის (ე.ი. გიორგი სააკაძის) ჭკუა-გონებას და ნებისყოფას: თვითმპყრობელობისას(!) კერპი თუ სამშობლოს ინტერესები? შენ (ადრესატს არ ასახელებენ. - გ.ყ.) ის აზრი გაწუხებს, როდის გადაწყვიტა გიორგი სააკაძემ აჯანყება, - მანამდე, სანამ ხელთ იგდებდა შაჰის მსტოვარს ბარათით, თუ მერე, მაგრამ ისტორიას ამასთან არაფერი(?!) ესაქმება. მარტყობი(!) ეს ის არის, რისი გულისთვისაც მოევლინა (იგი) ამ ქვეყანას. მარტყობი(!) საქართველოს გადარჩენაა. მარტყობი(!) ის ჭრილობაა, რომლისგანაც ვეღარ განიკურნა შაჰ-აბასი. მარტყობი(!) გიორგი სააკაძის ბედისწერაა და სხვა დანარჩენი წვრილმანი კაცუნების მონაჭორია.... წაიკითხეთ ვრცლად
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბირთვული ომის საფრთხე თითქოს ღრმა წარსულში დარჩა, თუმცა არა ტორონტოს ამ მაცხოვრებლისთვის. თავის ბუნკერს ბრიუს ბიჩი უკვე 40 წლის განმავლობაში აშენებს.
თავშესაფრის საერთო ფართობი 3000 კვადრატული მეტრია, მიწაში ჩამარხული 42 ავტობუსისგან შედგება და 500 ადამიანზეა გათვლილი. ბრიუსის თქმით, პირველი ოთხი ავტობუსი ჯერ კიდევ 1980 წელს ჩამარხეს.
"წლების განმავლობაში ვფიქრობდი - მორჩა, დასასრული მოგვიახლოვდა. ყოველთვის მეჩვენებოადა, რომ უარესი მდგომარეობა ვეღარ იქნებოდა. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ვითარება სულ უფრო უარესდება"- ამბობს ბრიუს ბიჩი.
მოდით, მცირე ექსკურსიას ჩაგიტარებთ - ეუბნება ბრიუსი "ბიბისი"-ს რეპორტიორს და თან უხსნის, რომ ბუნკერში, რომელიც მან ააშენა, ბირთვული ომის შემთხვევაში, სამი კვირის განმავლობაში იქნება დარჩენა შესაძლებელი. თავშესაფარში არის სპეციალური კუთხე დეზინფექციისთვის, უზარმაზარი რეზერვუარი სუფთა წყლისთვის, რომელიც 5 ათას ავზს მოიცავს და საბავშვო ოთახიც კი, სადაც 96 ბავშვი დაეტევა, თუმცა მათ ძილი მორიგეობით მოუწევთ, რადგან, როგორც ბრიუსი ამბობს, ერთ ჯერზე მხოლოდ 48 ბავშვის დასაძინებელი ადგილია გამოყოფილი.
ბუნკერის ერთ-ერთ ოთახში თაროებია გაკეთებული, ბრიუსი ამბობს, რომ თავშესაფარში მისულმა ადამიანებმა იქ ყველანაირი იარაღი უნდა დატოვონ, ამას კი შესასვლელში მდგარი დაცვა გააკონტროლებს.
ბრიუსი მიიჩნევს, რომ თავშესაფარი მხოლოდ ადგილობრივებს გამოადგებათ, რადგან ეჭვობს, რომ ადამიანებმა შორი მანძილიდან ამ ადგილამდე მიღწევა შეძლონ.
მიუხედავად იმისა, რომ ტორონტოს მცხოვრები ბირთვულ ომს უკვე 40 წელია ელის, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია გაიმარჯვებს.
"იმის ნაცვლად, რომ ბირთვული ომი ქვეყნიერების აღსასრულად ჩავთვალოთ, უმჯობესია მასზე, როგორც ახალი ეპოქის დასაწყისზე ვიფიქროთ. ადამიანები საჭირო გაკვეთილს მიიღებენ და ამის შემდეგ მშვიდობა დაისადგურებს. კაცობრიობა ნაბიჯს წინ გადადგამს, თუმცა ახლა ჩვენ ჯერ გზის დასაწყისში ვართ"- ამბობს ბრიუსი.
მკითხველის კომენტარები
(1)
მაგ ფასად გაცილებით უკეთესაი ტურის დაგეგმვაც შეიძლება. თან არაკომფორტული იქნება 70 დღე სულ გზაში ყოფნა