19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

2050 წლისთვის ჯაკარტას მთელი რაიონები წყლის ქვეშ აღმოჩნდება - რა ხდება ინდონეზიის დედაქალაქში | Allnews.Ge

2050 წლისთვის ჯაკარტას მთელი რაიონები წყლის ქვეშ აღმოჩნდება - რა ხდება ინდონეზიის დედაქალაქში

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ეს მეგაპოლისი მსოფლიო ქალაქებს შორის ყველაზე სწრაფად იძირება. თუ კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღება არ მოხდება, 2050 წლისთვის ჯაკარტას მთელი რაიონები წყლის ქვეშ აღმოჩნდება - ვარაუდობენ მკვლევარები.

ჯაკარტა ჭაობის ნიადაგზეა აგებული, მის სიახლოვეს იავის ზღვაა, დედაქალაქში 13 მდინარე მიედინება. გასაკვირი არ არის, რომ ამ ქალაქში წყალდიდობები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ვითარება კი ყოველწლიურად მძიმდება. ქალაქი ფაქტობრივად ქრება დედამიწის ზედაპირიდან.

"2050 წლისთვის ჩრდილოეთ ჯაკარტის 95% წყლის ქვეშ აღმოჩნდება"-ამტკიცებს ბანდუნგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ხერი ანდრეასი.

ჩრდილოეთ ჯაკარტა ფაქტობრივად უკვე იძირება, რადგან უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში წყლის დონემ აქ 2,5 მეტრით მოიმატა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში წყლის დონე ყოველწლიურად 25 სანტიმეტრით მატებას განაგრძობს. ქალაქის თითქმის ნახევარი მოცემული მომენტისთვის ზღვის დონეზე დაბლაა.

ეს მუარა-ბარუს რაიონში მდებარე ყოფილი საოფისე ფართია, რომლის პირველი სართული წყლითაა დაფარული. ის უბრალოდ ვერსად გაედინება.
ჩრდილოეთ ჯაკარტა ისტორიულად საპორტო ქალაქია, ახლა აქ ინდონეზიის ყველაზე ცოცხალი და ხალხმრავალი პორტი ტანჯუნგ პრიოკია განთავსებული.

პორტის სიახლოვეს ახლა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და თითქმის ყოველდღე უხდებათ სახლების შეკეთება. წყლის დონის პერმანენტული მატების გამო საცხოვრებლებს ბზარები უჩნდება.

ბევრ სახლში წყალი პირველ სართულზე გროვდება
ყველა ეს ფაქტორი ნაკლებად ანაღვლებს მშენებლებს. არსებული რისკების მიუხედავად, ძვირადღირებული აპარტამენტები ჯაკარტაში მაინც ჩნდება.

ჯაკარტას დასავლეთ ნაწილში მიწა ყოველწლიურად 15 სანტიმეტრით ჯდება, აღმოსავლეთ ნაწილში კი 10 სანტიმეტრით. ნაწილობრივ ჯაკარტას ჩაძირვა გრუნტის წყლების მოპოვებით აიხსნება, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის და სასმელად გამოიყენება.

წყალსადენებში არსებული წყალი ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეეწოდება ან არ გამოდგება სასმელად, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ჭებს აკეთებს.

გრუნტის წყლების მოპოვების შედეგად მიწა ჯდება და მისი დონე ზღვის დონესთან შედარებით მცირდება.

ექსპერტების მოსაზრებით მოსახლეობა იმაზე მეტ გრუნტის წყალს მოიპოვებს, ვიდრე მას ეს სჭირდება. თავად მოსახლეობა ამას იმით ხსნის, რომ ხელისუფლებას მათი უზრუნველყოფა არ შეუძლია.

როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება?

ინდონეზიის ოფიციალურ პირებს სჯერათ, რომ ჯაკარტის გარშემო მშენებარე 32-კილომეტრიან შიდა კედელსა და 17 ხელოვნურ კუნძულს ქალაქის ჩაძირვისგან გადარჩენა შეუძლია. პროექტის ღირებულება 40 მილიონი დოლარია და ჰოლანდიისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხელოვნური ლაგუნა, რომელშიც წყლის დონის შემცირება შესაძლებელი იქნება.

2017 წელს ჰოლანდიაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული პროექტის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ დროებით შეაჩერებს ჯაკარტას ჩაძირვის პროცესს და მას მხოლოდ 20-30-წლიან ფორას მისცემს. არასამთავრობბო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობისთვის გრუნტის წყლების მოპოვების სრული აკრძალვა და წყლის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლაა.