01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ამერიკაში შექმნეს ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც სხვებთან შედარებით 100-ჯერ უფრო ეფექტურია და დამოკიდებულებას არ იწვევს | Allnews.Ge

ამერიკაში შექმნეს ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც სხვებთან შედარებით 100-ჯერ უფრო ეფექტურია და დამოკიდებულებას არ იწვევს

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მედიკამენტი, რომელსაც ანესთეზიის მეთოდში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ახალი ტკივილგამაყუჩებელი მორფინზე ბევრად ეფექტურია, და ამასთანავე არ აქვს ისეთი უკუჩვენებები, როგორიც პრეპარატზე დამოკიდებულებაა.

ნივთიერებამ, რომელმაც მიიღო დასახელება AT-121, უკვე გაიარა გამოცდა ცხოველებზე და შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა.

"გარდა ამისა, ეს ნივთიერება ეფექტურად ბლოკავს სამკურნალო ოპიოიდების ბოროტად გამოყენების სურვილს, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მისი გამოყენება არა მხოლოდ ტკივილის, არამედ ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდაც იქნება შესაძლებელი"- განაცხადა მედიკამენტის შექმნაზე მომუშავე ერთ-ერთმა მეცნიერმა, უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის პროფესორმა მეი ჩუან კომ.

დღესდღეობით ოპიოიდების ჯგუფის პრეპარატები ანესთეზიის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მათ ფართოდ გამოიყენებენ ქრონიკული ტკივილების მქონე ადამიანების შემთხვევაში. თუმცა ოპიოიდების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ იმ დროს, როდესაც ამ ჯგუფის მედიკამენტი ტვინის რეცეპტორებზე ზემოქმედებს, რომელმაც ტკივილის განცდა უნდა დააქვეითოს, პრეპარატი ასევე ასტიმულირებს ე.წ სიამოვნების ცენტრს. ოპიოიდების რეგულარული მიღებისას პაციენტი სიამოვნების განცდას ეჩვევა და მას პრეპარატის მიმართ დამოკიდებულება უვითარდება.

ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ პაციენტი ოპიოიდების ჯგუფის მედიკამენტზე დამოკიდებული, შესაძლოა, უკვე მისი რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ გახდეს, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ანესთეტიკები სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს და თითოეული პაციენტისთვის უსაფრთხო დოზის განსაზღვრა ძალიან რთულია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 მილიონზე მეტი ადამიანი სამედიცინო ოპიოდებს ბოროტად იყენებს. გასულ წელს აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა ამ კრიზისთან გასამკლავებლად საგანგებო ვითარებაც კი გამოაცხადა.

ფარმაკოლოგები უკვე ათწლეულებია ცდილობენ, შექმნან მედიკამენტი, რომელიც ტკივილის დაბლოკვას ისე შეძლებს, რომ ამასთანავე არ შეეხება ე.წ სიამოვნების ცენტრს. თუმცა ეს არც ისე მარტივი ამოცანა აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, მსგავსი მედიკამენტის რამდენიმე პროტოტიპი შეიქმნა, თუმცა ახალი პრეპარატი, როგორც ჩანს, ამ სფეროში ნამდვილი გარღვევა გახდება.
ცხოველებზე განხორციელებული ცდების შედეგები დამაიმედებელია - ამბობენ მედიკამენტის შემქმნელები. მაიმუნის შემთხვევაში გამაყუჩებელმა მორფინის შედეგეს 100-ჯერ ნაკლები დოზის შემთხვევაში მიაღწია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცდის შედეგები იმის გარანტიას არ იძლევა, რომ პრეპარატი იმავე გავლენას იქონიებს ადამიანებზე. თუმცა ალბათობა საკმაოდ მაღალია.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით