
საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურქით სიარული, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ცვლილებების განხორციელების ინიციატივით ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
რა განსხვავებაა ჩადრს, ნიქაბსა და ბურქას შორის და რომელ ქვეყნებში იკრძალება მუსლიმანური თავსაბურავის ტარება, - ამის შესახებ შევეცადეთ ინფორმაცია შეგვეგროვებინა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც ცნობილია, ისლამში მოქმედებს შარიათის ნორმები, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ "დრესკოდს", რომელიც ქალების ჩაცმის სტილს არეგულირებს. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებში ამ "დრესკოდს" სხვადასხვა ფორმით ასრულებენ. რიგ ქვეყნებში ქალები უცხო თვალისგან მთელ სხეულს მალავენ, ზოგიერთ ქვეყნებში კი მხოლოდ თავსაბურავით შემოიფარგლებიან.
როგორი შეიძლება იყოს თავსაბურავი?
ქვეყნები, სადაც მუსლიმანური სამოსის ტარებაზე შეზღუდვები მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში და არაბული სამყაროს ზოგიერთ ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობისა და ომების გამო, დასავლურ სამყაროში დიდი რაოდენობით მუსლიმანი მიგრანტი ჩადის, რის გამოც ცალკეულ ქვეყნებში შარიათის წესების შესრულებაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
საფრანგეთი
2011 წლის აპრილში საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც საჯარო სივრცეებში მთელი სახის დამფარავი თავსაბურავის ტარება აიკრძალა. 2016 წელს საფრანგეთში ე.წ. შარიათის საცურაო კოსტიუმი - "ბურკინიც" აკრძალეს. პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა მას "საჯარო სივრცეში პოლიტიკური ისლამის დამკვიდრება" უწოდა.
თუმცა მოგვიანებით უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ზღვისპირეთის კურორტებზე აღნიშნული აკრძალვის მოქმედება გააუქმა. საფრანგეთში დასავლეთ ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმური თემი - 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მთელი სახის დამფარავ თავსაბურავს მხოლოდ 2000-მდე ქალი ატარებს. აკრძალვის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 150 ევროს შეადგენს, იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ქალს სახის დაფარვას აიძულებს, ჯარიმამ შესაძლოა 30 000 ევრო შეადგინოს.
გერმანია
2016 წლის დეკემბერში კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, გერმანიაში უნდა აიკრძალოს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. თუმცა, არანაინი კანონი გერმანიაში ამ მიმართულებით არ მოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წლის სექტემბერში ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მუსლიმი მასწავლებლის სასარგებლოდ, რომელსაც სკოლაში ისლამური თავსაბურავით სიარული სურდა.
თუმცა, რეგიონალურ დონეზე 8 ფედერალურ მიწაზე მასწავლებლებს ისლამური თავსაბურავის ტარება აკრძალული აქვთ, ჰესენის ფედერალურ მიწაზე კი ეს აკრძალვა საჯარო მოხელეებსაც ეხება. 2017 წლიდან ბავარიის მიწაზე ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, სკოლებში, საარჩევნო უბნებზე, უნივერსიტეტებში და საჯარო უწყებებში აიკრძალა.
ავსტრია
ავსტრიის მთავრობამ სასამართლოებსა და სკოლებში ნიქაბისა და ბურქის ტარება 2017 წლის ოქტომბერში აკრძალა.
ბელგია
საფრანგეთის მსგავსად, 2011 წელს მთელი სახის დამფარავი თავსაბურავის ტარება ბელგიაშიც აიკრძალა. 2012 წელს ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წელს კი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონი ძალაში დატოვა.
რუსეთი
რუსეთში, სტავროპოლის ოლქში ჰიჯაბის ტარება აკრძალულია - შესაბამისი კანონი ძალაში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის ივლისში დატოვა.
2007 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებში ქალებს თავსაბურავის გარეშე შესვლა აუკრძალა. ეს რუსული კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა, თუმცა მისი შესრულება ახლაც მკაცრად რეგულირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კადიროვმა მხარი დაუჭირა მამაკაცებს, რომლებიც შარიათის წესის დამრღვევი ქალების მისამართით ე.წ. პეინტბოლის შაშხანებიდან ისროდნენ.
შვეიცარია
2009 წელს შვეიცარიის იუსტიციის მინისტრმა, ეველინ ვიდმერ-შლუმფმა განაცხადა, რომ შესაძლოა ქვეყანაში მთელი სახის დამფარავი თავსაბურავის ტარება აიკრძალოს, ვინაიდან ის მასში დისკომფორტს იწვევს.
2013 წლის სექტემბერში იტალიურენოვანი რეგიონის, ტიცინოს მოსახლეობის 65%-მა საჯარო სივრცეებში აკრძალვის დაწესებას დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, 8-მილიონიან შვეიცარიაში დაახლოებით 350 ათასი მუსლიმი ცხოვრობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურქით სიარული, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ცვლილებების განხორციელების ინიციატივით ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
რა განსხვავებაა ჩადრს, ნიქაბსა და ბურქას შორის და რომელ ქვეყნებში იკრძალება მუსლიმანური თავსაბურავის ტარება, - ამის შესახებ შევეცადეთ ინფორმაცია შეგვეგროვებინა.
როგორც ცნობილია, ისლამში მოქმედებს შარიათის ნორმები, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ "დრესკოდს", რომელიც ქალების ჩაცმის სტილს არეგულირებს. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებში ამ "დრესკოდს" სხვადასხვა ფორმით ასრულებენ. რიგ ქვეყნებში ქალები უცხო თვალისგან მთელ სხეულს მალავენ, ზოგიერთ ქვეყნებში კი მხოლოდ თავსაბურავით შემოიფარგლებიან.
როგორი შეიძლება იყოს თავსაბურავი?
ქვეყნები, სადაც მუსლიმანური სამოსის ტარებაზე შეზღუდვები მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში და არაბული სამყაროს ზოგიერთ ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობისა და ომების გამო, დასავლურ სამყაროში დიდი რაოდენობით მუსლიმანი მიგრანტი ჩადის, რის გამოც ცალკეულ ქვეყნებში შარიათის წესების შესრულებაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
საფრანგეთი
2011 წლის აპრილში საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც საჯარო სივრცეებში მთელი სახის დამფარავი თავსაბურავის ტარება აიკრძალა. 2016 წელს საფრანგეთში ე.წ. შარიათის საცურაო კოსტიუმი - "ბურკინიც" აკრძალეს. პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა მას "საჯარო სივრცეში პოლიტიკური ისლამის დამკვიდრება" უწოდა.
თუმცა მოგვიანებით უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ზღვისპირეთის კურორტებზე აღნიშნული აკრძალვის მოქმედება გააუქმა. საფრანგეთში დასავლეთ ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმური თემი - 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მთელი სახის დამფარავ თავსაბურავს მხოლოდ 2000-მდე ქალი ატარებს. აკრძალვის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 150 ევროს შეადგენს, იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ქალს სახის დაფარვას აიძულებს, ჯარიმამ შესაძლოა 30 000 ევრო შეადგინოს.
გერმანია
2016 წლის დეკემბერში კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, გერმანიაში უნდა აიკრძალოს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. თუმცა, არანაინი კანონი გერმანიაში ამ მიმართულებით არ მოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წლის სექტემბერში ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მუსლიმი მასწავლებლის სასარგებლოდ, რომელსაც სკოლაში ისლამური თავსაბურავით სიარული სურდა.
თუმცა, რეგიონალურ დონეზე 8 ფედერალურ მიწაზე მასწავლებლებს ისლამური თავსაბურავის ტარება აკრძალული აქვთ, ჰესენის ფედერალურ მიწაზე კი ეს აკრძალვა საჯარო მოხელეებსაც ეხება. 2017 წლიდან ბავარიის მიწაზე ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, სკოლებში, საარჩევნო უბნებზე, უნივერსიტეტებში და საჯარო უწყებებში აიკრძალა.
ავსტრია
ავსტრიის მთავრობამ სასამართლოებსა და სკოლებში ნიქაბისა და ბურქის ტარება 2017 წლის ოქტომბერში აკრძალა.
ბელგია
საფრანგეთის მსგავსად, 2011 წელს მთელი სახის დამფარავი თავსაბურავის ტარება ბელგიაშიც აიკრძალა. 2012 წელს ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წელს კი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონი ძალაში დატოვა.
რუსეთი
რუსეთში, სტავროპოლის ოლქში ჰიჯაბის ტარება აკრძალულია - შესაბამისი კანონი ძალაში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის ივლისში დატოვა.
2007 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებში ქალებს თავსაბურავის გარეშე შესვლა აუკრძალა. ეს რუსული კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა, თუმცა მისი შესრულება ახლაც მკაცრად რეგულირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კადიროვმა მხარი დაუჭირა მამაკაცებს, რომლებიც შარიათის წესის დამრღვევი ქალების მისამართით ე.წ. პეინტბოლის შაშხანებიდან ისროდნენ.
შვეიცარია
2009 წელს შვეიცარიის იუსტიციის მინისტრმა, ეველინ ვიდმერ-შლუმფმა განაცხადა, რომ შესაძლოა ქვეყანაში მთელი სახის დამფარავი თავსაბურავის ტარება აიკრძალოს, ვინაიდან ის მასში დისკომფორტს იწვევს.
2013 წლის სექტემბერში იტალიურენოვანი რეგიონის, ტიცინოს მოსახლეობის 65%-მა საჯარო სივრცეებში აკრძალვის დაწესებას დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, 8-მილიონიან შვეიცარიაში დაახლოებით 350 ათასი მუსლიმი ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები
(4)
ქალებზე უნდა აკრძალონ და კაცები უნდა დაავალდებულონ შარვალზე შორტი ჩაიცვან, შორტზე კომბინიზონი, ზედ ბაიკის კაპიშონიანი ზედა მოიცვან და ბოლოს შალის ათ მეტრიანი კაშნე შემოიხვიონ, იდიოტები ეგენი
საქართველომაც უნდა აკრძალოს მთლიანი სახის დაფარვა და კანონი შემოიღონ, ასევე მიწების გასხვისებაზე და შეცვალონ იჯარით გადაცემით, თუმცა ახლა კანაფის კანონის მიღებით არიან დაკავებულნი, რადგან დიდმა მამა მარჩენალმა დაავალა მთავრობას!