
მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ბლოგი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერის კომენტირებისას განუცხადეს.
"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.
"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება.
პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რა ხდება დილის 8 საათზე მსოფლიოს გადატვირთულ ქალაქებში? გთავაზობთ 9 ქალაქს და ტრანსპორტის სახეებს:
მუმბაი, ინდოეთი
მუმბაიში მუნიციპალური მატარებლით ყოველდღიურად 7,5 მილიონი ადამიანი გადაადგილდება. მგზავრების დიდი რაოდენობის გამო, ძირითადად ვაგონის კარებს ვერ კეტავენ ხოლმე. შედეგად წვიმიან სეზონზე ხშირად მგზავრები სვედებიან.
ხოშიმინი, ვიეტნამი
2016 წლის მონაცემებით, ხოშიმინში 7,4 მილიონი სკუტერი მოძრაობდა. ეს მონაცემი ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზე თითქმის მეტია,
ლა-პასი, ბოლივია
ლა-პასი მთიანი ქალაქია. ეს ტრანსპორტი კი პირველია ამ ქალაქში გადაადგილებისთვის. საბაგირო ზღვის დონიდან 4000-მდე მეტრის სიმაღლეზეა.
ტოკიო, იაპონია
"შიბუას" ზებრა ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული გადასასვლელია მსოფლიოში. ამ ზებრა-გადასასვლელზე ასობით ადამიანი გადაადგილდება ერთდროულად. ამას შეიძლება ეწოდოს ორგანიზებული ქაოსი.
ამსტერდამი, ნიდერლანდები
ეს ქალაქი მსოფლიოში რიგით მეორეა ველოსიპედების გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით. ამსტერდამში უფრო მეტი ველოსიპედია, ვიდრე ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივები გადაადგილდებიან ველოსიპედით სიცივესა და სიცხეშიც. 12 000-15000 ველოსიპედს იღებენ ამსტერდამის არხიდან ყოველწლიურად.
ბანგკოკი, ტაილანდი
ბანგკოკში წყლის ტრანსპორტს აქტიურად იყენებენ. მგზავრები გადაადგილდებიან ნავებით მდინარესა და არხებში. ამგვარად ქუჩებში არსებული საცობებისგან თავის არიდებას ახერხებენ
ოტავა, კანადა
ზამთრის პერიოდში ოტაველები გაყინულ არხში სკეიტბორდებით გადაადგილდებიან. არხის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია და იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივად წარმოქმნილი ბილიკია სკეიტბორდით სასრიალოდ.
სიდნეი, ავსტრალია
სიდნეიში წყლის ტრანსპორტით გადაადგილებისას ქალაქის პანორამას კარგად დაინახავთ. ასე შეგიძლიათ ჩაუაროთ სიდნეის ოპერის სახლსაც. 15 მილიონზე მეტი ადამიანი ხედავს მას ყოველწლიურად დილით მგზავრობისას.
ნიუ-იორკი, აშშ
ნიუ-იორკში ყოველწლიურად მეტროთი 1,7 მილიარდი ადამიანი გადაადგილდება. ნიუ-იორკის მეტრო 24 საათი მუშაობს.
დილის 8 საათი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დროა.
Allnews.ge-მ გადაიღო თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ვითარებაც. როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებმა იციან, თბილისში ტრანსპორტი საკმაოდ გადატვირთულია, თუმცა, მერია ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, ერთ-ერთი ნაბიჯი ამ კუთხით გასულ კვირას გადაიდგა, როდესაც, მეტროში მოცდის დრო 2 წუთამდე შემცირდა. გთავაზობთ თბილისის მეტროსა და ავტობუსების გაჩერებაზე გადაღებულ კადრებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კადრები გადაღებულია დაახლოებით დილის 10 საათზე:
მკითხველის კომენტარები
(0)