როგორ გამოიყურება სასურსათო მაღაზიები მსოფლიოს მასშტაბით და რით გამოირჩევიან ისინი?
სურსათის შეძენა იმდენად ყოველდღიური აქტივობაა, რომ რთულად წარმოსადგენია, აქ ქვეყნების მიხედვით რაიმე განსხვავებულ გამოცდილებას წავაწყდეთ. იმის მიხედვით თუ სად როდის და როგორ უნდა შევიძინოთ სურსათი, სინამდვილეში განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის მყიდველების გამოცდილებას.
იტალიაში სურსათს, როგორც წესი ადგილობრივ მაღაზიებში ყიდულობენ, თუმცა პროდუქტების შესაძენად ბაზობებიc საკმაოდ პოპულარულ ადგილებად ითვლება, როგორც დიდ ქალაქებში ასევე სოფლის ტიპის დასახლებაში.
Tripsavvy-ს მიხედვით იტალიის სასურსათო მაღაზიებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა მყიდველის მიერ ხელზე ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანის გაკეთება იქამდე, სანამ ბოსტნეულისა და ხილის არჩევას შეუდგება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მყიდველმა შეძენილი პროდუქტი იქამდე უნდა აწონოს და შესაბამისი სტიკერით წარადგინოს სალაროსთან.
გარეთ მდებარე ბაზრობებზე არავინ ელის, რომ მომხმარებელი ხელთათმანს ჩაიცვამს, თუმცა, ამ შემთხვევაში მათ სთხოვენ სასურველ პროდუქტზე გამყიდველს მიუთითონ იმის ნაცვლად, რომ თავად აიღონ.
The German Way-ს თანახმად გერმანელების უმეტესობა სურსათს ძირითადად ისეთ ქსელურ მაღაზიებში ყიდულობს, როგორიც Lidle, Aldo, Kaufland და Edeka. ფასდაკლების მქონე სურსათის მაღაზიები აქ პოპულარულია, თუმცა მსგავს მაღაზიებში არჩევანი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქსელურ მაღაზიებში.
ბევრი სასურსათო მაღაზია მონეტის დეპოზიტის სისტემას იყენებს, იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ მომხმარებელმა საჭირო პროდუქციის შეძენის შემდეგ პროდუქტების ურიკა თავის ადგილას დააბრუნა. მსგავსი კალათის ასაღებად მაღაზიაში შესულმა მომხმარებელმა ერთი ევროს მონეტა უნდა ჩააგდოს მოწყობილობაში, რომელიც ურიკის აღების უფლებას მისცემს. მაღაზიიდან გასვლისას მომხმარებელი თავის მონეტას ურიკის ადგილზე დაბრუნების შემთხვევაში მიიღებს.
სასურსათო მაღაზიები გერმანიაში ასევე პოპულარულია ადგილია გადასამუშავებლად განკუთვნილი ერთჯერადი პოლიეთილენის ბოთლების დასაბრუნებლად. Pfand დეპოზიტის პროგრამის მიხედვით მომხმარებელს ყოველ დაბრუნებულ ბოთლზე 0,08 - დან 0,25 ევრომდე ერიცხებათ.
ზოგადად გერმანიაში სურსათის მაღაზიები შაბათს არ მუშაობს და როგორც წესი ისინი საღამოს 8 საათზე იკეტება, თუმცა უფრო პატარა ქალაქებში ისინი შესაძლოა უფრო ადრეც დაიკეტოს.
საფრანგეთში სურსათის მაღაზიებისა და სუპერმარკეტების საკმაოდ ფართო არჩევანია, მათ შორისაა ისეთი პოპულარული ქსელური მაღაზიები, როგორიც Monoprix, Carrefour, Netto, Auchan.
Oui-ს მიხედვით საფრანგეთში სურსათის მაღზიების უმეტესობა 9 საათისთვის იხსნება და საღამოს 8 საათისთვის იხურება. დიდი და პატარა მაღაზიები არ მუშაობს კვირაობით და პატარა ქალაქებში ზოგიერთი მაღაზია იკეტება ლანჩისთვის და საღამოს იხსნება. საფრანგეთის მაღაზიებში მყიდველებს პროდუქტების წამოსაღებად საკუთარი ჩანთები მიაქვთ, რადგან აქ პოლიეთილენის პარკები აკრძალულია. აქაც ისევე როგორც იტალიაში საკუთარი პროდუქტები სალაროსთან მისვლამდე უნდა აწონონ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სურსათის მაღაზიაში კვერცხი და რძე ოთახის ტემპერატურაზე ინახება.
Verily Mag-ის თანახმად, საფრანგეთში სურსათს ყოველდღიურად ყიდულობენ, მათ ნაკლებად აქვთ კვირის მარაგის შეძენის ტრადიცია და ამასთანავე ისინი ხშირად იყენებენ ადგილობრივ საცხობებს პურისა და სხვა ცომეულის შესაძენად.
იაპონიის სურსათის მაღზიები ამერიკულისგან იმით განსხვავდება, რომ აქ როგორც წესი მხოლოდ პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი, ანუ მცირე ზომის სურსათის მაღაზიაში მისული მყიდველი სახლში ტექნიკასა და ჰიგიენურ ნივთებს ვერ წაიღებს, მსგავსი ნივთების შეძენა მხოლოდ დიდი ზომის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი.
იაპონური მაღაზიები იმითაც არის ცნობილი, რომ მომხმარებელს სეზონური პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს, მაშინ როდესაც მაღაზიაში ნაკლებად არის წარმოდგენილი იმპორტირებული სასუსნავები. პოლიეთილენის პარკის აღების მსურველს იაპონიაში რამდენიმე იენის გადახდა მოუწევს.
ჩინელები ამჯობინებენ სურსათი გარეთ მოწყობილ ბაზრობებზე შეიძინონ. ეს ბაზრობები იაპონიაში დილის 5 საათზე ადრე იხსნება და მომხმარებელს ადგილობრივ პროდუქტებსა და ხორცპროდუქტებს სთავაზობს.
თუმცა, ჩინეთში სურსათის შეძენის კიდევ ერთი პოპულარული გზა მისი ონლაინ გამოწერაა. IGD-ის მიხედვით ქვეყანაში რეალურად მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ სურსათის მაღაზია აქვს.
გაერთიანებულ სამეფოს სურსათის მაღაზიებში ბოსტნეულსა და ხილს პოლიეთილენის პარკებში ფუთავენ, რაც ხშირად ხდება კრიტიკის საფუძველი მომხმარებლისა და გარემოსდამცველების მხრიდან. მაღაზიებში კვერცხს როგორც წესი ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ, რძეს კი მაცივრის ტემპერატურაზე. ურიკის გამოსაყენებლად აქაც მონეტის დეპოზიტის სისტემა მოქმედებს, რომლის მიხედვითად მყიდველს თავისი მონეტის მიღება ურიკის დაბრუნების შემდეგ შეუძლია. როგორც ჩანს ბრიტანელებსაც სურსათის შეძენა ყოველ დღე ურჩევნიათ კვირის მაგარის შეძენას.
ავსტრალიაში სუპერმარკეტები, როგორც წესი სავაჭრო ცენტრებში მდებარეობს. კვერცხს აქაც არ ინახავენ მაცივრის ტემპერატურაზე. იმის გამო რომ იმპორტირებული პროდუქცია ძვირი ჯდება, ავსტრალიაში საკვები პროდუქტები მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძვირია.
საბერძნეთში მოსახლეობა საკვებ პროდუქტებს სხვადასხვა ადგილას ყიდულობს, მათ შორის დიდ სუპერმარკეტებში, მცირე ზომის უბნის სასურსათო მაღაზიებსა და ღია ცის ქვეშ განთავსებულ ბაზრებში. ამ ბაზრებში იყიდება ყველაფერი დაწყებული ახალი ხილით დასრულებული ადგილობრივი წარმოების თაფლითა და ხორცით დასრულებული. პატარა ქალაქებში მცხოვრები ბერძნები, სურსათის შესაძენად ძირითადად სხვადასხვა ადგილს სტუმრობენ, ხორცის შემთხვევაში ხორცის მაღაზიაში მიდიან, ზღვის სპროდუქტების შესაძენად თევზის მაღაზიას სტუმრობენ, პურს კი საცხობში ყიდულობენ.
სამხრეთ აფრიკაში სასურსათო მაღაზიები ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონთან შედარებით იაფია და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა სურსათს ონლაინ მაღაზიებში ყიდულობს. მოსახლეობის ნაწილი კი ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრებს სტუმრობს, სადაც მათ ყველა სახის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.
ბრაზილიის სასურსათო მაღაზიებში შინაური ცხოველების საკვების ყიდვა რთულია. ბრაზილიაში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, როგორც წესი, იმპორტირებულთან შედარებით იაფია. ფერმერების მცირე ბაზრები პოპულარული ადგილია ახალი და ჯანსაღი პროდუქციის შესაძენად, საცხობები კი პურის საყიდლად. თუმცა დიდ ქალაქებში სუპერმარკეტების ქსელები ბევრია, მცირე ზომის ქალაქების მოსახლეობა სურსათის საყიდლად ადგილობრივ მაღაზიებში მიდის. მყიდველებმა სასურველი პროდუქცია თვითონვე უნდა აწონონ და ფასიც მიაკრან, მაგრამ ხშირია სახლში გამოძახების სერვისის გამოყენების შემთხვევებიც, რასაც ბევრი მაღაზია უსასყიდლოდ აკეთებს. ბრაზილიის თითქმის ყველა სუპერმარკეტში შეგიძლიათ იყიდოთ ხორცი.