
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, დედამიწისკენ ხუთი ასტეროიდი მოემართება, რომელთაგან ორი იმაზე ახლო მანძილზეა, ვიდრე მთვარეა დედამიწიდან დაშორებული.
მათივე ცნობით, სამი ასტეროიდი ჩვენ პლანეტას დღეს მოუახლოვდება, რომელთა დიამეტრი 10-დან 24 მეტრამდეა. ყველაზე ახლოს დედამიწას ერთი მათგანი 343 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ორი ასტეროიდის დიამეტრი 6.8 და 30 მეტრია, ისინი დედამიწას 18 დეკემბერს მოუახლოვდებიან. ყველაზე მცირე ზომის ასტეროიდი დედამიწას 57 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის, ყველაზე დიდი კი 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პრინცი ჰარისა და მეგარ მარკლის შემდეგ მიმდინარე წელს მსოფლიო სულ მალე კიდევ ერთ სამეფო ქორწილს იხილავს.
იგივე ადგილი, სხვა ადამიანები - პრინცესა ეუგენია და ჯეკ ბრუკსბანკი ჯვარს 12 ოქტომბერს დაიწერენ.
ვინ არის პრინცესა ეუგენია?
პრინცესა ეუგენია დედოფლის შვილიშვილი და იორკის ჰერცოგის პრინც ენდრიუს მეორე შვილია. 28 წლის პრინცესა სამეფო ტახტის მემკვიდრეთა შორის რიგით მეცხრეა თავისი დას ბეატრისის შემდეგ. დებმა ფართო საზოგადოებას თავი 2011 წელს საკუთარი ჩაცმულობით დაამახსოვრა, რომლითაც ისინი პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწინო ცერემონიალზე მივიდნენ.
როგორც ცნობილია, ის თავის სამეფო წოდებას გათხოვების შემდეგაც შეინარჩუნებს.
პრინცესა ინგლისურსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობს ნიუქასლის უნივერსიტეტში, ამასთანავე ის ლონდონში მდებარე თანამედროვე ხელოვნების გალერეის Hauser and Wirth-ის დირექტორია.
ვინ არის ჯეკ ბრუკსბანკი ?
ჯეკ ბრუკსბანკი ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Mahiki კლუბის მენეჯერი იყო. ის პრინცესა ეუგენიას მაშინ შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ 20 წლის იყო. მათი პირველი შეხვედრა შვეიცარიის ალპებში შედგა. როგორც 32 წლის ჯეკ ბრუკსბანკი ამბობს, ეს "ერთი ნახვით" შეყვარება იყო.
მან ბუკინგემში საჯარო სკოლა დაამთავრა, რომლის კურსდამთავრებულიც ისეთი ბიზნესენია, როგჰორიც რიჩარდ ბრანსონია. ის ბარებსა და პაბებში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა და ერთ დღეს თქვა, რომ მისი ოცნება პაბების ქსელის გაკეთება იყო.
როგორც ცნობილია დედოფალმა მათი ქორწილი დალოცა, როდესაც წყვილი პრინცი ჰარის 32 წლის აღსანიშნავ დაბადების დღეზე მივიდა.
ბრუკსბანკმა პრინცესა ეუგენიას ცოლობა ნიაგარას ჩანჩქერთან ჩამავალი მზის ფონზე სთხოვა.
სამეფო წყვილის ქორწილი 12 ოქტომბერს წმინდა გორგის ტაძარში გაიმართება, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დაიწერეს ჯვარი. საღამოს თავისი შვილიშვილისა და სიძისთვის, ასევე სხვა სტუმრებისთვის მიღებას დედოფალი ელიზაბეტი უინძორების სასახლეში გამართავს.
წყარო: BBC
მკითხველის კომენტარები
(0)